პროექტები

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

    პროექტის მიზანია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის, ისეთი პრობლემების გადასაწყვეტად როგორიც არის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რელიგიის თავისუფლების დარღვევის დროს არაადეკვატური და არაეფექტური რეაგირება, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, რელიგიური კონფლიქტების დროს რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევა, ქართული ენის არცოდნით გამოწვეული ბარიერები და მათი უფლებების შესახებ ცნობიერების დაბალი დონე. GDI, დემოკრატ მესხთა კავშირთან (UDM) პარტნიორობით უზრუნველყოფს სამართლებრივ კონსულტაციებს და წარმომადგენლობას რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის თბილისში, ახალციხესა და ახალქალაქში, ხოლო საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის (GRMA) დახმარებით ცნობიერების ამაღლების კამპანიები ჩატარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

    თბილისი
    მისამართი: რ. ერისთავის ქ. #3
    ტელ: (0 32) 2728008
    ელ ფოსტა: info@gdi.ge
    ვებ გვერდი: www.gdi.ge

    ახალციხე
    მისამართი: რუსთაველის ქ. #26
    ტელ: (0 365) 221223; 568 443774
    ელ ფოსტა: udm.org.ge@gmail.com

    ახალქალაქი
    მისამართი: თერიანის ქ. #25
    ტელ: (0 362) 222693
    ელ ფოსტა: udm.org.ge@gmail.com

  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

    პროექტი მიზნად ისახავს რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი უმცირესობებისთვის და ქალებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ისეთი პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა რელიგიური ჯგუფებისათვის არათანაბარი საგადასახადო პირობების არსებობასთან, ლოცვისა და რელიგიური რიტუალების ჩასატარებელი დაწესებულებების ჩამოყალიბებასთან, რელიგიური და რასობრივი უმცირესობების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის არაადეკვატურ გამოძიებასთან, რელიგიურ და რასობრივ უმცირესობებში არსებულ გენდერულ უთანასწორობასთან. პროექტი ითვალისწინებს იურიდიულ კონსულტაციებს და სასამართლო წარმომადგენლობას ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი უმცირესობებისთვის თბილისსა და ბათუმში. ამასთანავე, ცნობიერების ამაღლების კამპანიები ჩატარდება ქვემო ქართლსა (მარნეული, გარდაბანი) და აჭარაში (ბათუმი).

    თბილისი
    ჭავჭავაძის გამზ #11, მე-4 სად. მე-2 სართ. ბინა. #38
    ტელ: (0 32) 2223576
    ელ ფოსტა: tdigeorgia@gmail.com   
    ვებ გვერდი: www.tdi.ge

    ბათუმი
    მისამართი: გორგასალის ქ. #1
    ტელ: (0 422) 222803
    ელ ფოსტა: tdigeorgia@gmail.com 
    ვებ გვერდი: www.tdi.ge

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

    პროექტი მიზნად ისახავს რელიგიური უმცირესობებისთვის და ქალებისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ისეთი გამოწვევების საპასუხოდ, როგორიც არის რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ჩადენილ ფაქტებზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირება, დისკრიმინაციული ნიშნით, რელიგიური ჯგუფებისათვის, რიტუალების ჩასატარებლად შესაბამისი ნაგებობების მშენებლობაზე ნებართვის გაცემის მიზანმიმართული დაგვიანება, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მუშაობის გაუმჭვირვალობა, ინდოქტრინაცია, პროზელიტიზმი და დისკრიმინაცია საჯარო სკოლებში, ასევე ადრეული ქორწინება, რაც ხშირია რელიგიური უმცირესობების ჯგუფებში. იურიდიული დახმარების გასვლითი შეხვედრები ჩატარდება აჭარის რეგიონებში, გარდაბანში, მარნეულსა და ადიგენში, ხოლო პროექტის თანამშრომლები მიერ სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეების მოძიების მიზნით მოხდება რელიგიის თავისუფლების დარღვევის, დისკრიმინაციისა და ადრეული ქორწინების ფაქტების დოკუმენტირება. ჩატარდება ასევე ცნობიერების ამაღლების კამპანიები იმავე რეგიონებში და კახეთში (პანკისში). 

    თბილისი
    მისამართი: აბაშიძის ქ. #12ა
    ტელ: 599 043737
    ელ ფოსტა: humanrightsemc@gmail.com

    ვებ გვერდი: www.emc.org.ge

  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

    პროექტი მიზნად ისახავს ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის, ასევე  ქალებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ისეთი პრობლემების საპასუხოდ, როგორიც არის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ განხორციელებული დისკრიმინაციისა და ძალადობის ფაქტებზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირება, ოჯახში ძალადობის და ფემიციდის ფაქტების, ასევე ადრეულ ქორწინების შემთხვევების გამოძიება და პრევენცია. სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეების იდენტიფიცირების მიზნით, პროექტი ითვალისწინებს ქვემო ქართლში და კახეთში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის, ასევე ქალებისთვის, იურიდიული კონსულტაციების გაწევას საქართველოს საერთო სასამართლოებში, საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცნობიერების ამაღლების კამპანიები. პროექტის ფოკუს ჯგუფს წარმოადგენენ ქისტები, ოსები, ებრაელები, სომხები და აზერბაიჯანელები. ამასთანავე, ECMI-თან პარტნიორობით, “ადამიანის უფლებათა ცენტრი” მუშაობს ბოშათა უფლებების დაცვაზე.

    თბილისი
    მისამართი: ქანთარია #11,
    ტელ: (0 32) 2376950; (0 32) 2454533; (0 32) 2384648
    ფაქსი: (0 32) 2384648
    ელ ფოსტა: hridc@hridc.org  
    ვებ გვერდი: www.hridc.org

    გურჯაანი
    მისამართი: ნონეშვილის ქ. #14, III სართული,
    ტელ: (0 353) 225070; 599 228652
    ელ ფოსტა: gurjaani.hridc@gmail.com
    ვებ გვერდი: www.hridc.org

    რუსთავი
    მისამართი: მეგობრობის გამზირი #20, ბინა 27
    ტელ: (0 341) 250069
    ელ ფოსტა: rustavi.hridc@gmail.com
    ვებ გვერდი: www.hridc.org

  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო

    პროექტის მიზანია იურიდიული დახმარების და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით, ეთნიკური და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, ნაადრევი ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე ეთნიკური უმცირესობებისთვის და ქალებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში როცა ეს პრობლემები გამწვავებულია ქართული ენის მწირი ცოდნის გამო. ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე იურიდიული დახმარების მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ რუსთავის და დმანისის ოფისებს.  პროექტი ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარებას რუსთავის, გარდაბნის, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებსა და მიმდებარე სოფლებში.

    რუსთავი
    მისამართი: ფიროსმანის ქ. #9/1
    ტელ: (0 341) 258824
    ფაქსი: (0 341) 242434
    ელ ფოსტა: pr@cida.ge
    ვებ გვერდი: www.cida.ge

    დმანისი
    მისამართი: წმინდა ნინოს ქ. #40
    ტელ: (0 360) 221685
    ფაქსი: (0 341) 242434
    ელ ფოსტა: lawyer@cida.ge
    ვებ გვერდი: www.cida.ge

  • საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC)

    პროექტი მიზნად ისახავს ქალებისთვის შრომით დავებზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას, კერძოდ კი, ისეთი საკითხებზე, როგორიც არის სამუშაო ადგილებზე გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, ქალების მიმართ უთანასწორო მოპყრობა სამსახურში აყვანის ეტაპზე, დეკრეტული შვებულების შემდგომ ხელშეკრულების დაუსაბუთებლად შეწყვეტა, ხელფასში სხვაობა და სექსუალური იძულება სამუშაო ადგილებზე. ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე იურიდიული დახმარების მიღება შესაძლებელია „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ თბილისისა და ბათუმის ოფისებში. პროექტი ითვალისწინებს ასევე ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების ჩატარებას რუსთავში, თელავში, ახალციხეში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში.  

    თბილისი
    მისამართი: ვაჟა-ფშაველას ქ. #1/42
    ტელ: (0 32) 2390268
    ელ ფოსტა: info@gtuc.ge
    ვებ გვერდი: www.gtuc.ge

    ბათუმი
    მისამართი: კ. გამსახურდიას ქ. #13
    ტელ: (0 422) 2273552
    ელ ფოსტა: apkg@gmail.com 
    ვებ გვერდი: www.gtuc.ge

  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი

    პროექტი მიზნად ისახავს დისკრიმინაციის, სექსუალური ძალადობის, ქალთა საკუთრების უფლებების დარღვევის, ოჯახში ძალადობის და სამსახურში დისკრიმინაციის დროს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის გაზრდას ეთნიკური უმცირესობის ქალი წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ეს პრობლემები გამწვავებულია ქართული ენის მწირი ცოდნის გამო. პროექტი ითვალისწინებს იურიდიულ დახმარებას და ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარებას წალკაში, თეთრიწყაროში, ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მცხოვრები სომეხი, ბერძენი და აზერბაიჯანელი ქალებისათვის.  

    თბილისი
    მისამართი: ქანთარიას ქ. #11ა, თბილისი
    ტელ: 032 299 88 56
    ელ ფოსტა: office@article42.ge  
    ვებ გვერდი: www.article42.ge

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

    პროექტის მიზანია სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეების იდენტიფიცირების მიზნით მოწყვლადი ჯგუფებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა, რითაც შესაძლებელი იქნება მოწყვლადი ჯგუფების და ქალთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა (მათ შორის ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის უზრუნველყოფა), საერთო სასამართლოებში, საკონსტიტუციო სასამართლოს და ევროსასამართლოს წინაშე. პროექტი ასევე მიზნად ისახავს სახელმწიფო უწყებების მუშაობაში ხარვეზების გამოვლენას, სასამართლოს წინაშე ბენეფიციარების ინტერესების დაცვას და კარგი პრაქტიკის დამკვიდრებას; თბილისის და რვა რეგიონული ოფისის დახმარებით, საია იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს ქალებს და უმცირესობების წარმომადგენლებს, ასევე განახორციელებს სასამართლო წარმომადგენლობას საერთო სასამართლოებში, საკონსტიტუციო სასამართლოს და ევროსასამართლოში. მოწყვლადი ჯგუფებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით საია ატარებს გასვლით ვიზიტებს რეგიონებში;

    თბილისი
    მისამართი: უზნაძის ქ. 101
    ტელ: (0 32) 2995076
    ელ ფოსტა: gyla@gyla.ge
    ფაქსი: (0 32) 2923211
    ვებ გვერდი: www.gyla.ge

    რუსთავი
    მისამართი: კოსტავას ქ. 15ა/5
    ტელ: (0 341) 255337
    ელ ფოსტა: pavlenishvili@gyla.ge
    ფაქსი: (0 341) 240566
    ვებ გვერდი: www.gyla.ge

    თელავი
    მისამართი: 26 მაისის ქ. #13
    ტელ: (0 350) 271371; (0 350) 230745
    ელ ფოსტა: telavi@gyla.ge
    ვებ გვერდი: www.gyla.ge

    დუშეთი
    მისამართი: რუსთაველის ქ. #29
    ტელ: (0 346) 221554
    ელ ფოსტა: dusheti@gyla.ge
    ფაქსი: (0 346) 221553
    ვებ გვერდი: www.gyla.ge

    გორი
    მისამართი: სტალინის ქ. #19, ბინა #1
    ტელ: (0 370) 272646
    ელ ფოსტა: gori@gyla.ge
    ფაქსი: (0 370) 279842
    ვებ გვერდი: www.gyla.ge

    ქუთაისი
    მისამართი: ქანთარიას ქ. #11 
    ტელ: (0 431) 241192;
    ელ ფოსტა: kutaisi@gyla.ge
    ფაქსი: (0 431) 214585
    ვებ გვერდი: www.gyla.ge

    ოზურგეთი
    მისამართი: გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. #25/10
    ტელ: (0 496) 273138
    ელ ფოსტა: ozurgeti@gyla.ge
    ფაქსი: (0 496) 273138
    ვებ გვერდი: www.gyla.ge

    ბათუმი
    მისამართი: გორგასლის ქ. #89
    ტელ: (0 422) 276668
    ელ ფოსტა: batumi@gyla.ge
    ფაქსი: (0 422) 222950
    ვებ გვერდი: www.gyla.ge

    ზუგდიდი
    მისამართი: ლაღიძის ქ. #3
    ტელ: (0 415) 227770
    ელ ფოსტა: zugdidi@gyla.ge
    ფაქსი: (0 415) 227770
    ვებ გვერდი: www.gyla.ge

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

    TIG უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას სამართლებრივი დახმარების ცენტრების მეშვეობით თბილისს, ბათუმს, ქუთაისსა და ზუგდიდში. იურიდიული დახმარების აქტივობები დაფუძნებულია სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე, რათა მომავალში გავლენა მოახდინოს კანონების და რეგულაციების ცვლილებაზე, ასევე აღსრულების სისტემაზე. მობილური კლინიკების საშუალებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- სქართველოს“ იურისტები განახორციელებენ იურიდიულ მომსახურებას რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის. ძირითადი ფოკუსი იქნება იმ რეგიონებზე, სადაც სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების და საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტები ფიქსირდება.

    თბილისი
    მისამართი: აღმაშენებლის ქ. #61
    ტელ: (0 32) 2601508
    ელ ფოსტა: alac@transparency.ge
    ფაქსი: (0 32) 2920251
    ვებ გვერდი: www.transparency.ge

    ბათუმი
    მისამართი: ფარნავაზ მეფის ქ. #74
    ტელ: (0 422) 294488
    ელ ფოსტა: alac@transparency.ge
    ვებ გვერდი: www.transparency.ge

    ზუგდიდი
    მისამართი: ცოტნე დადიანის ქ. #2
    ტელ: (0 415) 223720
    ელ ფოსტა: alac@transparency.ge 
    ვებ გვერდი: www.transparency.ge

    ქუთაისი
    მისამართი: თამარ მეფის ქ. #21
    ტელ: (0 431) 254531
    ელ ფოსტა: alac@transparency.ge
    ვებ გვერდი: www.transparency.ge

ეთნიკური ჯგუფების შემადგენლობა სამიზნე რეგიონებში

ქართველები 79.17%
სომხები 13.31%
რუსები 2.94%
აფხაზები 0.1%
უკრაინელები 0.37%
ბერძნები 0.74%
აზერბაიჯანელები 1.01%

ეთნიკური ჯგუფები

Top of Page