შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

იურიდიული პროფესიის შესაძლებლობების განვითარება

PROLoG მუშაობს საქართველოში იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე. მრავალი აქტივობა მიმართულია საუნივერსიტეტო დონეზე იურიდიული განათლების გაძლიერებისა და მოსამართლეებისა და ადვოკატებისთვის განგრძობადი იურიდიული განათლების მეტი შესაძლებლოლების უზრუნველყოფისთვის. PROLoG-ის აქტივობები მოიცავს:

  • საუნივერსიტეტო იურიდიული განათლების სისტემის მიერ შესაბამისი პრაქტიკული ცოდნისა და უნარების მქონე კურსდამთავრებულების მომზადების უზრუნველყოფა და სამართლებრივი სწავლების გაუმჯობესების გზით სამართლებრივი ეთიკის, ადამიანის უფლებათა სამართლისა და ქალებისა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის ბარიერების საკითხებზე მუშაობა.
  • სამართლებრივი კვლევის, ანალიზისა და მართლწერის, ასევე სამართლებრივი ეთიკის გაუმჯობესებული ტრენინგების მხარდაჭერით პროფესიული უნარების გაუმჯობესება.
  • კლინიკური იურიდიული განათლებისა და იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრებების ხელშეწყობა.
  • ადამიანის უფლებათა და გენდერის საკითხებზე კვლევის მხარდაჭერა.

PROLoG ასევე მუშაობს იურიდიული პროფესიის მმართველობითი ორგანოების, კერძოდ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გასაძლიერებლად; ამასთან მხარს უჭერს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების პროცესის გაუმჯობესებისა და სტაჟირების ფორმალური პროგრამის ჩამოყალიბების პროცესს.  PROLoG ასევე მხარს უჭერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გაძლიერებას და თვითონ ასოციაციის ინსტიტუციურ განვითარებას. დამატებით, PROLoG მუშაობს იურიდიული ფირმებისა და მოსამართლეთა ასოციაციების გაძლიერებაზე.

PROLoG ასევე მხარს უჭერს განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამებს მოსამართლეებისა და ადვოკატებისთვის ეთიკის, ადამიანის უფლებათა სამართლისა და ქალებისა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის ბარიერების საკითხებზე მდგრადი საპასუხო რეაგირების უზრუნველსაყოფად. ამასთან, PROLoG მხარს უჭერს გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და სამეწარმეო სამართლის ტრენინგებს იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით.


Top of Page