სამართლებრივი გარემოს გაძლიერება
PROLoG ხელს უწყობს სამართლებრივი და პოლიტიკური გარემოს განვითარებას, რაც უზრუნველყოფს უფრო დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნას, საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების დაცვის გაზრდას და გაძლიერებას, საქართველოს მიერ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ადამიანის უფლებათა მიმართულებით, ქალისა და უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ძირითადი მართლმსაჯულების სისტემის კანონმდებლობის რეფორმის განხორციელების გზით.
PROLoG, მისი საქმიანობის ფარგლებში, ახორციელებს მართლმსაჯულების სისტემის კანონმდებლობის რეფორმას, მოსამართლეთა გამოცდების, შერჩევისა და დანიშვნის, ასევე მოსამართლეთა დაწინაურებისა თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პროცედურების ჩათვლით. PROLoG ასევე მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა კანონმდებლობის რეფორმას და ეხმარება ადამიანის უფლებათა საბჭოს და მის სამდივნოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტურად განხორციელებაში. ამასთანავე, PROLoG ცდილობს ხელი შეუწყოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და პრაქტიკის განვითარებას, რათა უზრუნველყოს ძირითადი საერთაშორისო და რეგიონალური ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების დაცულობა ქართულ სამართლებრივ სისტემაში. PROLoG ასევე ხელს უწყობს ბიზნესსამართლის რეფორმას ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით, რაც ასევე მოიცავს ქართული სამართლებრივი სისტემის კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროპის ნორმებთან ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პირობების შესრულებაში და დავების ალტერნატიული გზით გადაწყვეტის კანონმდებლობის გაუმჯობესებაში. ამას გარდა, PROLoG ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მხარი დაუჭირონ სასამართლოს ადმინისტრაციულ რეფორმას, უფლებას მართლმსაჯულების განხორციელებაზე კანონის საფუძველზე (due process) და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას ქალებისა და უმცირესობათა ჯგუფებისათვის.