COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

სიახლეები

  • 2021
    26
    იან

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და იურიდიული დახმარების სამსახურმა მიიღეს დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის და რეაგირების მექანიზმი

    USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და იურიდიული დახმარების სამსახურისთვის შემუშავდა დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის და რეაგირების მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს დასაქმების ადგილზე თანაბარ მოპყრობას და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნას. PROLoG-მა, ასევე, მხარი დაუჭირა სასწავლო მოდულის „სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა და მართლმსაჯულების გაძლიერება გენდერული თანასწორობის გზით“ შემუშავებას ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატებისთვის, რაც დაეხმარება მათ საქმეების უფრო ეფექტურად წარმოებაში.  

    ვრცლად..
  • 2021
    22
    იან

    PHR-ის საქმემ შშმ ბავშვთა ზრუნვისა და რეაბილიტაციის საკითხებზე პოლიტიკის ცვლილებას შეუწყო ხელი

    ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, USAID/PROLoG-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, იცავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის უფლებებს, რომელიც 3 თვეზე მეტი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა. 

    ვრცლად..
  • 2021
    12
    იან

    ტრენინგი შრომით ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის შესახებ

    9-10 იანვარს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით ექსპერტმა მარიამ გაიპარაშვილმა და მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს ჩაუტარეს ტრენინგი შრომით ურთიერთობებში შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების წარმოების სტანდარტის შესახებ.  ღონისძიება გახსნეს USAID/PROLoG -ის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

    ვრცლად..
  • 2020
    18
    დეკ

    ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სექსუალური შევიწროების საქმეების წარმოების შესახებ

    18 დეკემბერს, USAID/PROLoG-ის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ ტრენინგი სექსუალური შევიწროების საქმეების წარმოების და მსხვერპლებთან კომუნიკაციის შესახებ, რომელსაც უძღვებოდნენ თომაშ ქადარი--თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (EQUINET) ხელმძღვანელის მოადგილე და მოანა ჯენევი--სპეციალისტი გენდერული თანასწორობის საკითხების მიმართულებით (EQUINET).  ტრენინგს ესწრებოდნენ PROLoG-ის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, საფარი, ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 

    ვრცლად..
  • 2020
    17
    დეკ

    ტრენინგი სახალხო დამცველის აპარატისთვის დისკრიმინაციის მსხვერპლებთან კომუნიკაციის შესახებ

    14 და 16 დეკემბერს, USAID/PROLoG ორგანიზებით, ფსიქოლოგ მაია ცირამუას მიერ, ჩატარდა ონლაინ ტრენინგი, სახალხო დამცველის აპარატის თბილისის და რეგიონული ოფისების თანამშრომლებისთვის, კომუნიკაციის უნარებზე. ტრენინგი მიზნად ისახავდა იმ უნარების გაუმჯობესებას, რაც აუცილებელია სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებთან და დისკრიმინაციის მსხვერპლებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის. ტრენინგის პირველ დღეს ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, ბავშვთა უფლებების დეპარტამენტის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, მეორე დღეს - აპარატის თანამშრომლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. 

    ვრცლად..
  • 2020
    16
    დეკ

    USAID/PROLoG მხარს უჭერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის ონლაინ/შერეული სწავლისა და სწავლების სახელმძღვანელოს შემუშავებას

    COVID‐19 გლობალურმა პანდემიამ მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა უმაღლესი განათლების სისტემებს მთელ მსოფლიოში. საქართველოში სკოლებმა განათლების მიწოდება ონლაინ ფორმატში გადაიტანეს, მაგრამ არსებობს პრობლემები ონლაინ/შერეული სწავლა-სწავლების ხარისხისა და შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

    ვრცლად..
  • 2020
    16
    დეკ

    USAID/PROLoG-ი საქართველოს მედიატორთა ასოციაციას დისციპლინური სამართალწარმოების წესის გაუმჯობესებაში ეხმარება

    2020 წლის 15 დეკემბერს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით და მისი ექსპერტის, ჯეიმს მოლიტერნოს მონაწილეობით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც დისციპლინური სამართალწარმოების წესის პროექტის განხილვა იყო. 

    ვრცლად..
  • 2020
    15
    დეკ

    იურიდიული დახმარების სამსახური ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტიანად განხორციელებისთვის ნაბიჯებს დგამს

    იურიდიული დახმარების სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის (ადვოკატთა შეფასების სისტემის) წესისა და კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოს მიერ 2020 წლის 4 ივლისს იქნა მიღებული, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მიწოდებული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა სასამართლო პროცესების მონიტორინგისა და ბენეფიციართა კმაყოფილების კვლევის  საშუალებით  ხდება. ამ ამოცანის შესრულება ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს ევალება. იურიდიული დახმარების სამსახურმა თხოვნით მიმართა PROLoG-ს, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოსთვის ეფექტიანი კომუნიკაციისა და ინტერვიუების ჩატარების უნარების შესახებ ტრენინგის ორგანიზება მოეხდინა.

    ვრცლად..
  • 2020
    15
    დეკ

    სამუშაო შეხვედრა- პანდემიის გავლენა სახელშეკრულებო ურთიერთობებზე

    11 დეკემბერს, USAID/PROLoG-მა უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას სამოსამართლო განათლებისა და გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულებისთვის. სამუშაო შეხვედრა, რომელშიც საქართველოდან თერთმეტმა მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა, შეეხებოდა პანდემიის გავლენას სახელშეკრულებო ურთიერთობებზე. შეხვედრის თემატიკა შეირჩა საქართველოს მოსამართლეებთან კონსულტაციით, რომლებმაც გამოთქვეს ინტერესი გაცნობოდნენ როგორ უმკლავდებიან ამერიკის სასამართლოები პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებთან დაკავშირებულ სარჩელებსა და შუამდგომლობებს.

    ვრცლად..
  • 2020
    11
    დეკ

    TDI-ის პრეზენტაცია და დისკუსია: “მრავალფეროვნების სახეები”

    10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მრავალფეროვნების სახეები: ტოლერანტობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გამართა ონლაინ ჩვენება და დისკუსია „მრავალფეროვნების სახეები“. გიორგი ჩხეიძემ, USAID/PROLoG-ის პროგრამის ხელმძღვანელმა და ეკატერინე სხილაძემ, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მსმენელებს. 

    ვრცლად..
1 2 3 4 5 >>
USAID
Top of Page