COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

სიახლეები

  • 2012
    06
    აპრ

    USAID/JILEP მხარს უჭერს საზოგადოებრივ ფორუმს ადმინისტრაციულ პატიმრობასა და ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებით

    2012 წლის 6 აპრილს, „კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ჩაატარა საზოგადოებრივი ფორუმი, იმ პრობლემატური საკითხების განხილვის მიზნით, რომლებიც არსებობს იუსტიციის სამინისტროს მიერ შედგენილ ახალ ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კანონპროექტში. ღონისძიება გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა. ფორუმში მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სახალხო დამცველის ოფისი, პარლამენტის წევრები, სასამართლოების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და ჟურნალისტები.
    ვრცლად..
  • 2012
    03
    აპრ

    იუსტიციის უმაღლესი საბჭო ზრდის გამჭვირვალობას

    JILEP-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ადმინისტრაციულმა ორგანომ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაადგინა საბჭოს რეგულარული სხდომების თარიღები და პირველად გამოაქვეყნა დაგეგმილი შეხვედრების დეტალური დღის წესრიგი. საბჭოს პირველი სხდომა რომელიც ჩატარდა 3 აპრილს   ესწრებოდნენ როგორც მედიის ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სხდომაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა „საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ნდობის სამოქმედო გეგმა“ (საზოგადოების ინფორმირების ერთ-ერთი საშუალება) რომელიც წინა წელს შემუშავდა JILEP-თან თანამშრომლობით. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ასევე განაცხადა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის ცვლილებებთან დაკავშირებით და დაადგინა მომდევნო საკვალიფიკაციო გამოცდის თარიღი. შეხვედრის დღის წესრიგი ხელმისაწვდომია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის საშუალებით: http://www.hcoj.gov.ge.
    ვრცლად..
  • 2012
    02
    აპრ

    JILEP მხარს უჭერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომიტეტის კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევების გაძლიერებას

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომიტეტს რეგულარულად უწევს საზოგადოებისა და ასოციაციის წევრების მხრიდან ასოციაციის წინააღმდეგ მიმართულ ეთიკურ საჩივრებთან გამკლავება. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე წევრები მუდმივად იმყოფებიანკონფლიქტურ სიტუაციაში. კომიტეტის წევრების კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევების დახვეწის მიზნით, JILEP-მა მხარი დაუჭირა კონფლიქტების მოგვარების თემაზე სემინარის ჩატარების ინიციატიავას.
    ვრცლად..
  • 2012
    29
    მარ

    მედიაციის ექსპერტი კიმ კოვაკი შეხვდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მედიაციის სამუშაო ჯგუფის წევრებს

    2012 წლის 28 მარტს JILEP-მა უმასპინძლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მედიაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, თსუ-ის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის და გერმანიის საერაშორისო თანამშორმლობის საზოგადოების წარმომადგენლები. მათ საშულება ჰქონდათ განეხილათ მედიატორების შერჩევასა და ტრენინგთან დაკავშირებული საკითხები მედიაციის ცნობილ ამერიკელ ექსპერტთან ქ-ნ კიმ კოვაკთან, სამხრეთ ტეხასის სამართლის კოლეჯიდან.  შეხვედრა გაიმართა მედიაციის საპილოტე პროექტის მომზადების მიზნით, რომლის განხორციელებაც იგეგმება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
    ვრცლად..
  • 2012
    26
    მარ

    USAID/JILEP_ის მხარდაჭერით გაიხსნა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი და ჩატარდა ბიზნეს სამართლის პირველ სიმპოზიუმი

    2012 წლის 20-21 მარტს, თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის (NCCL) ფორმალური გახსნის ცერემონია გაიმართა. აღნიშნული ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ამერიკელი ექსპერტები. ორდღიანი ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმის“ ფარგლებში მათ განიხილეს ბიზნეს სამართლის სფეროში დღეისათვის არსებული მნიშვნელოვანი საკითხები და პრობლემები.
    ვრცლად..
  • 2012
    21
    მარ

    JILEP ეხმარება იუსტიციის უმაღლეს სკოლას სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაში

    17-18 მარტს, JILEP კონსულტანტმა, პროფესორმა დილეინ სვენსონმა, 12 ქართველ მოსამართლეს, რომლებიც ასწავლიან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ჩაუტარა ტრენინგი სწავლების მეთოდოლოგიაზე, სახელწოდებით „სწავლების მეთოდოლოგიის საფუძვლები მოსამართლეებისთვის რომლებიც ასწავლიან სხვა მოსამართლეებს.“ პროფესორი დილეინ სვენსონი არის პოლონეთის ქალაქ ლუბლიანაში არსებული კათოლიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ამერიკული და საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართლებრივი უნარ-ჩვევების გაძლიერებული სწავლების ცენტრის დირექტორი.

     

    ვრცლად..
  • 2012
    01
    მარ

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საიას სარჩელი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საქმეზე

    2012 წლის 28 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნულ საქმეზე სადავო ნორმას წარმოადგენდა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც არღვევდა პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად სცნო. კონკრეტულად კი სასამართლომ დაადგინა, რომ მხოლოდ მოსამართლეს აქვს უფლება გააგრძელოს ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების (ადამიანებზე ფარული თვალთვალი და მიყურადება) ჩატარების ვადები და კანონი რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს და პროკურატურას ანიჭებს მსგავს უფლებამოსილებას  ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს. საიამ აღნიშნული საქმის წარმოება განახორციელა მისი სტრატეგიული სამართალწარმოების ინიციატივის ფარგლებში რომელიც ნაწილობრივ დაფინანსებულია USAID/JILEP მიერ.
    ვრცლად..
  • 2012
    27
    თებ

    USAID/JILEP უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას არბიტრაჟში და პირველ საერთაშორისო იმიტირებული კომერციული არბიტრაჟის მოსამზადებელ ნაწილს

    24 თებერვალს, USAID/JILEP-მა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრთან, გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიასთან (UNCITRAL), არბიტრების პრივილეგირებულ ინსტიტუტის (CIArb) ევროპულ ფილიალთან და ICC საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან თანამშრომლობით ჩაატარა კონფერენცია სახელწოდებით: „თანამედროვე საკითხები კომერციულ არბიტრაჟში: საერთაშორისო და ქართული პერსპექტივები.“
    ვრცლად..
  • 2012
    21
    თებ

    ადვოკატთა ასოციაციამ დაიწყო განგრძობადი იურიდიული განათლების დანერგვა

    USAID -ს მიერ დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის JILEP-ის მხარდაჭერით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგ ცენტრში 2012 წლის 20 თებერვალს ჩატარდა ადვოკატთა განგრძობადი იურიდიული განათლების პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ადვოკატთა ეთიკის სწავლების პირველი ტრენინგი. ტრენინგზე დასასწრებად ასოციაციის წევრ ადვოკატებს შეუძლიათ ელექტრონული რეგისტრაცია გაიარონ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ვებ გვერდზე შექმნილი სპეციალური ბმულის საშუალებით (http://www.gba.ge/training-registration/), ტრენინგები გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში. ტრენერების ჯგუფი დაკომპლექტებულია ეთიკის კომისიის, განგრძობადი იურიდიული განათლების კომისიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებლებისგან, რომლებმაც გაიარეს სპეციალური ტრენერთა ტრენინგი ეთიკის საკითხებში.
    ვრცლად..
  • 2012
    13
    თებ

    JILEP მხარს უჭერს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრების კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესებას

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას არ აქვს საქმიანობის ხანგრძლივი  ისტორია, არც ადვოკატების პროფესიული ქცევის ზედამხედველობის დიდი გამოცდილება. ყოფილა შემთხვევები როცა კომისიის წევრები აქტიურად ჩართულან მხარეთა შორის კონფლიქტში, გასჭირვებიათ სიტუაციის კონტროლი და საჭირო პროცედურების დაცვა.

    ვრცლად..
USAID
Top of Page