შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

სიახლეები

  • 2019
    15
    თებ

    USAID/PROLoG Supports Public Discussions on Human Rights (ka)

    On February 5, USAID/PROLoG-supported a panel discussion on Human Rights in the Era of Fake News. Sixty people attended the event, including students and professors. The event was organized by Ilia State University Human Rights Chair, Tamar Gurchiani, in cooperation with the Tbilisi Shelter City international project.  Speakers of the event were: Svitlana Valko, Executive Director, international human rights, NGO Truth Hounds; Sebastian Van Der Zwaan, Director of NGO Justice & Peace; Maria Kvitsinskaia, Analyst, Social Organization Crimea SOS; and Sergey Fedulov, Journalist, Human Rights House Voronezh.  Ilia State University Adjunct Lecturer Tamar Kordzaia moderated the event.

    ვრცლად..
  • 2019
    18
    იან

    2018 წლის ივლისის სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში საკუთარი გამოცდილება კოლეგებს გაუზიარეს

    11 იანვარს, USAID/PROLoG-ის მიერ, 2018 წლის ივლისში ორგანიზებული სასწავლო ვიზიტის მონაწილე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა საკუთარი გამოცდილება კოლეგებს გაუზიარეს. პრეზენტაციას დაესწრო ოცი მონაწილე, მათ შორის მოსამართლეები, მოსამართლის თანაშემწეები, სხდომის მდივნები და სასამართლოს ადმინისტრაციის თანამშრომლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ USAID/PRolG-ის წარმომადგენლები, ბაქარ ჯიქია და რობერტ მაღლაკელიძე. 

    მოსამართლეებმა, თამარ ონიანმა, ხათუნა არევაძემ და გიორგი გოგიაშვილმა, განიხილეს ვაშინგტონში და სან ფრანცისკოში მიღებული გამოცდილება, სადაც ვიზიტის მონაწილეებმა გამართეს შეხვედრები აშშ-ის სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან ინსტიტუციებში.

    ვრცლად..
  • 2018
    31
    დეკ

    USAID/PROLoG-ის მიერ, ოქტომბერში ორგანიზებული სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილება კოლეგებს გაუზიარეს

    2018 წლის ოქტომბერში, USAID/PROLoG-ის მოსამართლეთა გაცვლითი აქტივობების ფარგლებში, პირველი ინსტანციის რვა ქართველი მოსამართლე ვაშინგტონში გაემგზავრა. USAID/PROLoG-ი ცდილობს, ხელი შეუწყოს ვიზიტების ფარგლებში მიღებული ცოდნის გავრცელებას და სთხოვს მონაწილეებს, სხვებსაც გაუზიარონ მიღებული გამოცდილება.

    ვრცლად..
  • 2018
    31
    დეკ

    USAID/PROLoG მხარს უჭერს აკადემიურ კონფერენციას ადამიანის უფლებებში

    11 დეკემბერს, ადამიანის უფლებების ეროვნულმა ინსტიტუტმა თავისუფალ უნივერსიტეტში, USAID/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში, ორგანიზება გაუწია მესამე ყოველწლიურ კონფერენციას ადამიანის უფლებებში. კონფერენციის თემა იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკა და რესპუბლიკის პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტების რეტროსპექტივა. თემა შეირჩა პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად.  

    სფეროს გამოჩენილმა მეცნიერებმა და მკვლევარებმა ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე: საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წელს, ახალი ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარება, დემოკრატიული რესპუბლიკის პროგრესული კონსტიტუცია, რომელიც აღიარებდა მათ შორის, უმცირესობათა ჯგუფების თანასწორობას კანონის წინაშე; პირველი რესპუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა და სხვა მრავალი საინტერესო თემა, რომელიც დღესაც აქტუალურია.

    ვრცლად..
  • 2018
    31
    დეკ

    ყოველწლიური ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეული წარმატებით დასრულდა

    3-10 დეკემბერს, USAID/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში, თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა და ცხრა წამყვანმა ქართულმა უნივერსიტეტმა ორგანიზება გაუწია ყოველწლიურ ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეულს. ადამიანის უფლებების კვირეული არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც იმართება  10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად და მოიცავს  დისკუსიებს  ადამიანის უფლებების იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია იურიდიული საზოგადოებისათვის საქართველოში. ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეულის ძირითადი მიზანია ადამიანის უფლებების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სხვა ქართველ ახალგაზრდებს შორის,  ასევე აკადემიურ წრეებში მეტი აქტიური დისკუსიის წახალისება აღნიშნულ საკითხებზე. 

    ვრცლად..
  • 2018
    31
    დეკ

    USAID/PROLoG აგრძელებს ადამიანის უფლებებში მოსამართლეთა თანაშემწეების ტრენინგების მხარდაჭერას

    14-17 დეკემბერს ჩატარდა ორი ორდღიანი ტრენინგიადამიანის უფლებებში საქართველოს რეგიონალური სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეებისთვის.  ექსპერტებმა ბესარიონ ბოხაშვილმა და ეკატერინე ლომთათიძემ ორი პარალელური ტრენინგი გაიმართეს  და ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება). ტრენინგის მიზანი ასევე იყო თანაშემწეთა სამართლებრივი წერისა და დასაბუთების  უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. 

    ვრცლად..
  • 2018
    26
    დეკ

    2018 წლის ოქტომბრის სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მოსამართლის თანაშემწეებსა და სხდომის მდივნებს თბილისის საქალაქო სასამართლოში

    19 დეკემბერს, USAID/PROLoG-ის მიერ, 2018 წლის ოქტომბერში ორგანიზებული სასწავლო ვიზიტის მონაწილე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამმა მოსამართლემ, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა 22 მოსამართლის თანაშემწესა და სხდომის მდივანს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ეს ახალგაზრდა პროფესიონალები წარმოადგენენ პოტენციურ მომავალ მოსამართლეებს საქართველოში, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათთვის იმ ცოდნის გაზიარება, რაც მოსამართლეებმა სასწავლო ვიზიტის  ფარგლებში მიიღეს. ასევე, შეხვედრას ესწრებოდა USAID/PROLoG-ის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ნილ ვაინსტაინი და სამოსამართლო განათლებისა და გაცვლითი პროგრამის კოორდინატორი ბაქარ ჯიქია.

    მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა განიხილა ვაშინგტონის სასამართლოში მიღებული გამოცდილება, სადაც სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ოჯახური ძალადობის საქმეების განხილვას და დაკვირვებოდნენ, თუ როგორ მართავს ამერიკელი მოსამართლე სასამართლო დარბაზს და ესაუბრება მხარეებს. მოსამართლე  არდაზიშვილმა აღნიშნა,  რომ ამერიკელი მოსამართლე იყენებს სხვადასხვა მიდგომებს და საჭიროების შესაბამისად, იყენებს მხარეებთან არაფორმალური კომუნიკაციის ტექნიკას.

    ვრცლად..
  • 2018
    21
    დეკ

    სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაცია

    19 დეკემბერს USAID/PROLoG-მა ორგანიზება გაუწია კონფერენციას, რომლის ფარგლებში პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ  სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაცია ჩაატარა. შეხვედრა გახსნეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ადამ შმიდტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ერიკა კვაპილოვამ და არასამთავრობო ორგანიზაციის  „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, ანა არგანაშვილმა. USAID/PROLoG-ის ექსპერტმა, ნინო ჩიხლაძემ, სექსუალური შევიწროების რეგულირების შესახებ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა.  სახალხო დამცველის ოფისისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრეებს შემოთავაზებული ცვლილებების შესახებ თავიანთი ხედვა გაუზიარეს, რასაც მოყვა განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

    ვრცლად..
  • 2018
    21
    დეკ

    USAID/PROLoG მხარს უჭერს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას

    USAID/PROLoG-მა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია დაიწყო, გენდერული ნიშნით ძალადობისა და საქართველოში ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. 16 დღიანი კამპანია მსოფლიო მასშტაბით ტარდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ქალებისა და გოგონების მხარდასაჭერად. კამპანია ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან (ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე) 10 დეკემბრამდე (ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე) იმართება. კამპანიის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:    

    ვრცლად..
  • 2018
    14
    დეკ

    USAID/PROLoG მხარს უჭერს ქალთა შრომითი უფლებების კონფერენციას

    11 დეკემბერს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით გაიმართა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონფერენცია „ქალი, შრომა, უფლებები“. კონფერენცია ადამიანის უფლების 2018 წლის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქალთა წინა სახელშეკრულებო პერიოდსა და შრომით ურთიერთობებში არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების, ასევე სამომავლო პერსპექტივების განხილვა.

    ვრცლად..
1 2 3 4 5 >>
USAID
Top of Page