შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

სიახლეები

  • 2011
    29
    ივლ

    სამოქალაქო საზოგადოების კოალიციის პირველი საჯარო ფორუმი "სასამართლოს გამჭვირვალობის" თემაზე

    29 ივლისს JILEP-ის პროექტის ფარგლებში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ორგანიზებულ იქნა საჯარო ფორუმი, სადაც სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლოს წარმომადგენლებმა ღიად განიხილეს სასამართლო გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები. ღონისძიება „სასამართლო გამჭვირვალობა“ აშშ_ს ელჩმა ჯონ ბასმა გახსნა. დისკუსიებში პირდაპირ და ღიად საუბრობდნენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე სასამართლოსა და პარლამენტის წევრები, კონსტანტინე კუბლაშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ჩიორა თაქთაქიშვილი, პარლამენტის წევრი და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მონაწილეებმა განიხილეს საზოგადოების მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის გაზრდის საჭიროება, სასამართლოს მხრიდან ერთიანი პროცედურების შემუშავების საკითხი, რომლითაც მოსამართლეები იხელმძღვანელებენ ვიდეო და აუდიო ჩანაწერების დაშვების გადასაწყვეტად სასამართლო წარმოებისას.

    ვრცლად..
  • 2011
    22
    ივლ

    JILEP-მა დააფინანსა ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციური სამართლის საზაფხულო სკოლა

    USAID-ის მიერ დაფინანსებულმა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტმა (JILEP), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბრიტანულ საბჭოებთან ერთად დააფინანსა საზაფხულო სკოლა ადამიანის უფლებებსა და კონსტიტუციურ სამართლში, რომელიც ჩატარდა 11-22 ივლისს, ქ. ბათუმში.

     

    ვრცლად..
  • 2011
    15
    ივლ

    JILEP ატარებს მასტერ კლასებს სწავლების მეთოდების შესახებსამართლის პროფესორებისთვის

    6-7 ივლისს, USAID_ის მიერ დაფინანსებულმა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტმა ამერიკულ და ქართულ პარტნიორ აკადემიურ დაწესებულებებთან ერთად ჩაატარა მასტერ კლასი სწავლების მეთოდებზე ქართველ სამართლის პროფესორებისთვის.

    ვრცლად..
  • 2011
    04
    ივლ

    ამერიკელი ექსპერტი, ტიმოტი ბალანდი რჩევებს აძლევს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისა და გასაუბრების პროცესების წარმართვის თაობაზე

    29-30 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეთა შერჩევისა და გასაუბრების პროცესისათვის მიძღვნილ ვორკშოპში. აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზება გაუწია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულმა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტმა (JILEP).
    ვრცლად..
  • 2011
    01
    ივლ

    USAID/JILEP აგრძელებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის ადვოკატთა ეთიკის სწავლების მხარდაჭერას

     

    27-30 ივნისს, ბათუმში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA)  წევრებისათვის ჩატარდა JILEP_ის მიერ ორგანიზებული ტრენერთა ტრენინგი (ToT) ადვოკატთა ეთიკის სწავლებაზე. ეს ძალისხმევა მიმართულია ადვოკატთა ასოციაციის შესაძლებლობების გაძლიერების მხარდასაჭერად, რათა მათ შეძლონ ადვოკატთა ეთიკის სწავლების კურსის დაგეგმვა და შემდგომი განხორციელება. ტრეინინგში მონაწილეობა მიიღო ადვოკატთა ასოციაციის 25_მდე წევრმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა JILEP_ის მიერ მოწვეული ექსპერტი, ამერიკელი სამართლის პროფესორი ჯეიმს მოლიტერნო.  ტრეინინგის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს ეთიკის კოდექსის გაძლიერების შესაძლებლობები, მოიშველიეს ჰიპოთეტური მაგალითები კოდექსის  ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენების გასააზრებლად, ასევე განიხილეს და დაწყვიტეს ეს „ჰიპოთეტური საქმეები“ კოდექსთან შესაბამისობაში. პროფესორმა მოლიტერნომ ასევე განიხილა ის მეთოდები, რომლებიც სამომავლოდ შეიძლება გამოიყენებულ იქნას  ადვოკატთა ეთიკის ტრეინინგების ჩატარებისას. JILEP_ი აპირებს განაგრძოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერებთან მუშაობა რათა უზრუნველყოს წლის განმავლობაში სამართლებრივი ეთიკის სწავლების  კურსის დანერგვა.

     

    ვრცლად..
  • 2011
    30
    მაი

    USAID/JILEP_მა დააფინანსა სამუშაო შეხვედრა იურიდიული კლინიკებისათვის

    27-28 მაისს, JILEP-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანს წარმოადგენდა უნივერსიტეტების იურიდიული კლინიკების პროფესორების, იურისტებისა და ადმინისტრატორების სწავლების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.

    ვრცლად..
  • 2011
    23
    მაი

    USAID/JILEP ეხმარება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, მისი წევრებისათვის განგრძობადი იურიდიული განათლების სისტემის განვითარებაში

    JILEP_ის თანადაფინანსებით 20-22 მაისს, ქალაქ სიღნაღში ჩატარდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ შექმნილი განგრძობადი იურიდიული განათლების კომისიის სამუშაო შეხვედრა.

    ვრცლად..
  • 2011
    11
    მაი

    JILEP ატარებს მასტერ კლასს სამართლის პროფესორებისთვის

    60-მდე სამართლის პროფესორმა, სხვადასხვა სამართლის სკოლიდან, მონაწილეობა მიიღო ერთ დღიან მასტერ კლასშიდიდ აუდიტორიაში სამართლებრივი პრაქტიკის მოდელის შესახებ („Law practice simulations in a large class setting”).

    ვრცლად..
  • 2011
    10
    მაი

    აშშ მთავრობა ხელს უწყობს იურიდიული განათლების ორი ეროვნული ცენტრის შექმნას

    10 მაისს, სასტუმროში რედისონ ბლუ ივერია, თბილისში, USAID-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოაკიმ პარკერმა, გააკეთა გნცხადება შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოში სამართლებრივი განათლების მხარდაჭერის შესახებ , კერძოდ საქართველოს სამართლის პროფესორებისა და სტუდენტებისათვის განათლების ეროვნული ორი ცენტრის შექმნის თაობაზე.

    ვრცლად..
  • 2011
    09
    მაი

    JILEP მოამზადა ანგარიში და რეკომენდაციები საქართველოში იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით

    უცხოელი პროფესორებისა და კლინიკური იურიდიული განათლების სპეციალისტების დახმარებით JILEP-მა ჩაატარა საქართველოში იურიდიული განათლების მიმართულებით არსებული მდგომარეობის   კვლევა, რათა (ა) შეემუშავებინა რეკომენდაციები იურიდიული განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, (ბ) გამოევლინა იურიდიული განათლების არსებული დაპოტენციური ლიდერები, (გ) ასევე, გამოევლინა უნივერსიტეტები, რომლებსაც აქვთ ყველაზე მეტი შესაძლებლობა უმასპინძლონ განათლების ორ ეროვნულ ცენტრს.

    ვრცლად..
USAID
Top of Page