შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

სიახლეები

  • 2019
    06
    მარ

    EMC-მ მუსლიმური პანსიონატების ხელმძღვანელებთან ბათუმში შეხვედრა გამართა

    2 მარტს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენლებმა USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერება დისკრიმინირებული რელიგიური თემებისათვის“ ფარგლებში, ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართა მუსლიმური პანსიონატების ხელმძღვანელებსა და ადგილობრივი თემის ლიდერებთან.  შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, რელიგიური პანსიონატების წინაშე მდგარი გამოწვევების შეფასება და გამოსავლის გზების ძიება.  

    ვრცლად..
  • 2019
    04
    მარ

    TDI-მ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებისა და ახალი დოკუმენტური ვიდეოების ჩვენება გამართა

    1 მარტს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა, USAID-ის მიერ დაფინანსებული EWMI/PROLoG-ის პროექტის „მრავალფეროვნებისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა, უმცირესობებისა და ქალების გაძლიერება“ ფარგლებში, ახალგაზრდულ კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გამართეს. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ბრაიან ლედუკმა, USAID/PROLoG-ის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ და ეკა ჩითანავამ, TDI-ის დირექტორმა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა მოამზადეს ბლოგი, სტატია, ფოტოპორტრეტი, ფოტოამბავი და ვიდეორგოლი საკუთარი თემის კულტურულ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობის კუთხით არსებულ პრობლემებზე. კონკურსში რამდენიმე გამარჯვებული გამოვლინდა:

    ვრცლად..
  • 2019
    04
    მარ

    2019 წლის მართლმსაჯულების ზამთრის სკოლა წარმატებით დასრულდა

    22-28 თებერვლის პერიოდში,  USAID / PROLOG-ის და  სხვა დონორების (EU4Justice, CoE, UNICEF, UNDP, OHCHR) მხარდაჭერით,   იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, უზენაეს სასამართლოსთან და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, ჩატარდა  2019 წლის მართლმსაჯულების ზამთრის სკოლა  მოსამართლის თანაშემწეებისა და საქართველოს სასამართლოების ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის. ზამთრის სკოლაში მონაწილეობას 21 სასამართლოს თანამშრომელი და 6 სტუდენტი იღებდა, რომელთაც ინტენსიური ტრენინგები გაიარეს ისეთ საკითხებზე როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, კომუნიკაცია სასამართლოში და მხარეებთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, დისკრიმინაციის აკრძალვა და სხვა. 

    ვრცლად..
  • 2019
    04
    მარ

    USAID/PROLoG მხარს უჭერს ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესების საერთაშორისო შეჯიბრის თბილისის მე-8 ყოველწლიურ მოსამზადებელ შეჯიბრს

    22-24 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 21 უნივერსიტეტის 150-ზე მეტმა სტუდენტმა და მსაჯმა ექვსი სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობა მიიღო ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესების საერთაშორისო შეჯიბრის თბილისის მე-8 ყოველწლიურ მოსამზადებელ შეჯიბრში, რომელიც USAID/PROLoG-ის და სხვა დონორების მხარდაჭერით ჩატარდა.  თბილისის მოსამზადებელი შეჯიბრი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, ორგანიზებული იყო არბიტრაჟის ინიციატივა საქართველოს  მიერ, რომელიც ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესების საერთაშორისო შეჯიბრის ქართველი ყოფილი მონაწილეებითაა დაკომპლექტებული. იმიტირებული პროცესის წინა დღეს,  არბიტრაჟის ინიციატივა საქართველომ საქართველოს უნივერსიტეტში  მე-8 ყოველწლიური თბილისის არბიტრაჟის  კონფერენცია გამართა, სადაც იმსჯელეს მიმდინარე წლის საერთაშორისო შეჯიბრის საქმის გარშემო.

    ვრცლად..
  • 2019
    26
    თებ

    USAID/PROLoG განაგრძობს საქართველოს რეგიონული სასამართლოების მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის ადამიანის უფლებათა ტრენინგების მხარდაჭერას

    16-17 თებერვალს, USAID/PROLOG ორგანიზება გაუწია ორდღიან ტრენინგს ადამიანის უფლებებში საქართველოს რეგიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეებისათვის, რომელსაც  16 მონაწილე დაესწრო სხვადასხვა რეგიონული სასამართლოდან (ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, ბოლნისი და ახალციხე).  ტრენინგი ჩატარდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მოსამართლის თანაშემწეებისთვის, რომელსაც უძღვებოდა ადამიანის უფლებათა ექსპერტი ბესარიონ ბოხაშვილი. ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამის მუხლებზე, მათ შორის სიცოცხლის უფლებაზე, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებაზე, აგრეთვე წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვაზე

    ვრცლად..
  • 2019
    26
    თებ

    USAID/PROLoG მხარდაჭერით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის გაიმართა შეხვედრა საკუთრების უფლებაზე

    19 თებერვალს, USAID/PROLOG-მა ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობით ორგანიზება გაუწია ადამიანის უფლებებში სამუშაო შეხვედრას  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისათვის. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ადამიანის უფლებათა ორი ექსპერტი ბესარიონ ბოხაშვილი და ლევან მესხორაძე, რომელთაც ისაუბრეს საკუთრების უფლებაზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის პრეცედენტულ სამართალზე. სამუშაო შეხვედრას 26 მონაწილე დაესწრო, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის პალატის მოსამართლეები, და ასევე მათი თანაშემწეები.  

    ვრცლად..
  • 2019
    26
    თებ

    USAID/PROLoG მხარს უჭერს პროფესორთა სამუშაო შეხვედრას იურიდიული ეთიკის მიმართულებით

    15-16 თებერვალს, USAID/PROLOG-ის მხარდაჭერით იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტში ორგანიზება გაუწია სამუშაო შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორებისთვის იურიდიული ეთიკის კურსთან დაკავშირებით. იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელმა მოამზადა სამოდელო კურსი იურიდიული ეთიკის მიმართულებით ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, რომელიც მოიცავს იურიდიული ეთიკის საკითხებს და  სახელმძღვანელო პრინციპებს ადვოკატებისთვის, მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის, ასევე არბიტრებისა და მედიატორებისთვის. სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა სხვადასხვა უნივერსიტეტში  სამოდელო ეთიკის კურსის დანერგვის მხარდაჭერას, სილაბუსისა და სხვა სასწავლო მასალის განხილვას დაინტერესებულ პროფესორებთან ერთად.

    ვრცლად..
  • 2019
    26
    თებ

    USAID/PROLoG განაგრძობს კლიენტთა კონსულტირების ეროვნული შეჯიბრის მხარდაჭერას

    23-24 თებერვალს, USAID/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში, თავისუფალი უნივერსიტეტის  ბიზნეს სამართლის ეროვნულმა ცენტრმა მეშვიდე ეროვნულ კლიენტთა კონსულტირების შეჯიბრს უმასპინძლა.  

    ვრცლად..
  • 2019
    20
    თებ

    Participants in the October 2018 Study Tour Share their Experience with Stakeholders in Zestaponi and Zugdidi (ka)

    In January and February 2019, Judges from Zestaponi and Zugdidi who have participated in the USAID/PROLoG organized study tour to Washington DC in October 2018 organized follow-up presentations with various stakeholders in their respective regions.

    On January 25, Judge Shota Nikuradze, Chair of the Zestaponi District court, presented his experience from the October 2018 study tour to Washington DC. The event generated considerable interest and was attended by thirty participants, including judges, judicial assistants and interns, Head of the Zestaponi Legal Aid Service and lawyers, prosecutors, Zestaponi Social Service lawyers and local municipality representatives.

    ვრცლად..
  • 2019
    15
    თებ

    USAID/PROLoG მხარს უჭერს საჯარო დისკუსიებს ადამიანის უფლებებში

    5 თებერვალს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით გაიმართა საჯარო დისკუსია “ადამიანის უფლებები ყალბი ახალი ამბების ეპოქაში”. ღონისძიება ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელის, თამარ გურჩიანის ორგანიზებით და საერთაშორისო პროექტ  “Tbilisi Shelter City”-თან თანამშრომლობით. ღონისძიების მომხსენებლები იყვნენ: სვიტლანა ვალკო, არასამთავრობო ორგანიზაცია „Truth Hounds”-ის აღმასრულებელი დირექტორი, სებასტიან ვან დერ ცვაანი - არასამთავრობო ორგანიზაცია „Peace and Justice”-ის დირექტორი, მარია კვიტინსკაია - ანალიტიკოსი, სოციალური ორგანიზაცია “Crimea SOS” და სერგეი ფედულოვი - ჟურნალისტი, “Human Rights  House Voronezh”. დისკუსიას უძღვებოდა თამარ კორძაია, ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტის მოწვეული ლექტორი.

    ვრცლად..
<< 3 4 5 6 7 >>
USAID
Top of Page