შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

სიახლეები

  • 2019
    30
    მაი

    USAID/PROLoG მხარს უჭერს საჯარო ლექციების სერიას გამოხატვის თავისუფლების თემაზე

    22 მაისს USAID-ის მიერ დაფინანსებული EWMI/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში, ადამიანის უფლებების ეროვნულმა ინსტიტუტმა თავისუფალ უნივერსიტეტში უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე გამოხატვის თავისუფლება საჯარო მორალის პირისპირ „აი ისა“-ს საქმის კონტექსტში (პრეზერვატივზე გარკვეული ფოტოების და ფრაზების გამოსახვა სასამართლომ მიიჩნია არაეთიკურად და საზოგადოებრივი მორალის საწინააღმდეგოდ).

    ვრცლად..
  • 2019
    30
    მაი

    Judges meet to validate case groups and relative weights proposed by Dr. Jesper Wittrup (ka)

    A working group of judges with different specializations and backgrounds met for two days in Borjomi on May 25-26 to verify case groups and relative weights proposed by PROLoG expert Dr. Jesper Wittrup.    

    Dr. Wittrup proposed groups and relative weights of court cases for each of three case types—criminal, civil, and administrative—which were also disaggregated by court type (1st Instance, Appellate, and Supreme Court). During the first day of workshop, the expert presented the proposed groups and relative weights to the judges for validation. 

    ვრცლად..
  • 2019
    16
    მაი

    USAID/PROLoG-ის მიერ მხარდაჭერილი აქტივობები საქართველოში იურიდიული ეთიკის ხელშეწყობის მიზნით

    იურიდიული ეთიკის მეორე აკადემიური კონფერენცია

    12 მაისს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტში ორგანიზება გაუწია მეორე აკადემიურ კონფერენციას იურიდიული ეთიკის მიმართულებით. კონფერენცია გახსნა პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრაიან ლედუკმა და ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის რექტორმა დავით კერესელიძემ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრები ანა ლორია და ირაკლი კორძახია, რომლებმაც ისაუბრეს ადვოკატთა ასოციაციის დისციპლინური საქმის განხილვის აქტუალურ საკითხებზე, ასევე ჰონორარსა და ადვოკატის  ფიდუციურ ვალდებულებებზე. იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელმა სოფიო ჩაჩავამ ისაუბრა კონფიდენციალურობისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, ხოლო სხვა მომხსენებლებმა განიხილეს ისეთი თემები როგორიცაა საჯარო მოსამსახურეთა და არბიტრთა პროფესიული ეთიკის საკითხები, ასევე ადვოკატის გამოხატვის თავისუფლება სოციალურ  მედიაში. PROLoG-ის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, პროფესორმა ჯეიმს მოლიტერნომ ვაშინგტონისა და ლის უნივერსიტეტიდან (აშშ), ისაუბრა ერთიანი იურიდიული პროფესიის შესახებ რომელსაც განეკუთვნებიან, როგორც ადვოკატები, ასევე მოსამართლეები და პროკურორები. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხი და აქტიური დისკუსია. კონფერენციას ესწრებოდნენ ადვოკატები, სამართლის პროფესორები და სტუდენტები.

    ვრცლად..
  • 2019
    15
    მაი

    Commemorating National Judges’ Day and Meetings with Students (ka)

    Twenty years ago, on May 15th, 1999, the courts of appeals started operating in Georgia. To acknowledge this significant stage of judicial reform and the judge’s valuable role in society, May 15 was recognized as Judges’ Day in Georgia.

    ვრცლად..
  • 2019
    07
    მაი

    USAID/PROLoG მხარს უჭერს საჯარო ლექციებს გამოხატვის თავისუფლების თემაზე

    25 აპრილს, USAID-ის დაფინანსებული EWMI/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში, ადამიანის უფლებების ეროვნულმა ინსტიტუტმა უმასპინძლა საჯარო ლექციას თავისუფალ უნივერსიტეტში. საჯარო ლექციის თემა იყო გამოხატვის თავისუფლება  საქართველოს უზენაესი სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს უახლეს პრაქტიკაში.

    ვრცლად..
  • 2019
    03
    მაი

    USAID/PROLoG მხარს უჭერს ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს იურიდიული ეთიკის მიმართულებით

    30 აპრილს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით გაიმართა ლექცია სტუდენტებისთვის ეთიკის კომისიის დისციპლინურ წარმოებაში მტკიცების სტანდარტის და მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესახებ.  ლექცია ჩატარდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელის ორგანიზებით და მას უძღვებოდა თამარ ხუბულური, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და  იურიდიული ეთიკის მიმართულების უფროსი მკვლევარი. თამარ ხუბულურმა ისაუბრა ეთიკის კომისიის დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებსა და მტკიცების სტანდარტებზე, ასევე განიხილა რამდენიმე საქმე ეთიკის კომისიის პრაქტიკიდან.

    ვრცლად..
  • 2019
    01
    მაი

    ტრენერები მზად არიან USAID/PROLoG-ის მხარდაჭერილი სემინარების მეშვეობით მიღებული ცოდნის გასაზიარებლად

    აპრილში, ადვოკატთა ასოციაციის ათზე მეტმა  შერჩეულმა ტრენერმა გაიარა ტრენინგი სამ სხვადასხვა თემაზე: 1) უმცირესობების უფლებების დაცვა; 2) რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა; 3) გენდერული თანასწორობა. ტრენერთა ტრენინგის შედეგად, ადვოკატთა ასოციაციამ შექმნა კვალიფიციური ტრენერების ჯგუფი. ტრენინგების თემატიკა შეირჩა ადვოკატთა ასოციაციის წევრებს შორის კვლევის შედეგების საფუძველზე. აღნიშნული კურსების შემუშავება და ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა USAID/PROLoG-ის მიერ ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების მხარდაჭერის მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგ ცენტრს ადამიანის უფლებათა სწავლების გაძლიერებაში. 

    ვრცლად..
  • 2019
    23
    აპრ

    არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას სთავაზობენ რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირებისთვის

    18 აპრილს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წარადგინეს  ერთობლივი კვლევა მოსამართლეთა პროფესიული განათლების სისტემის შესახებ. ღონისძიება ორგანიზაციების აღმასრულებელმა დირექტორებმა, მიხეილ ბენიძემ და გიორგი კლდიაშვილმა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ და USAID საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების მიმართულების დირექტორმა ადამ შმიდტმა გახსნეს. კვლევა მოიცავს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციური მოწყობისა და პროგრამების ზოგად მიმოხილვასა და მისი საქმიანობის ძირითად პრობლემებს. 

    ვრცლად..
  • 2019
    18
    აპრ

    სემინარების მეორე სერია სასამართლო სხდომათა მართვასა და კომუნიკაციაში

    USAID/PROLoG-მა იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, წარმატებით დაასრულა სემინარების მეორე სერია სასამართლო სხდომათა მართვასა და კომუნიკაციაში სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მოსამართლეებისთვის, მოსამართლის თანაშემწეებისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებისთვის. სემინარები ჩაატარა მოსამართლე ტიმოთი ბალანდმა და ყურადღება გაამახვილა სასამართლო დარბაზში კომუნიკაციის სხვადასხვა ასპექტებზე, როგორიც არის ვერბალური და არა-ვერბალური კომუნიკაცია, ასევე თუ როგორ უნდა იმართოს სათანადოდ სხდომის დარბაზი, მათ შორის ადვოკატების და მხარეების მიუღებელი ქცევა. 

    ვრცლად..
  • 2019
    16
    აპრ

    საია-მ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონმდებლობისა და სამართლებრივი პრაქტიკის ანალიზი გამოაქვეყნა

    28 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის  პრობლემების ანალიზის ორწლიანი ანგარიში გამოაქვეყნა. ნაშრომი აფასებს მიღწევებს, რომლებიც უკავშირდება  შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნას და გამოავლენს სფეროებს, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. ამ პროექტს საია USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

    ვრცლად..
<< 2 3 4 5 6 >>
USAID
Top of Page