შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

სიახლეები

  • 2012
    06
    აგვ

    JILEP მხარს უჭერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების პროცედურების გაუმჯობესებას

    2012 წლის 27-29 ივლისს, JILEP-მა ორგანიზება გაუკეთა საქართველოს ადოვკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების კომიტეტის გასვლით ღონისძიებას ქობულეთში.  განგრძობადი იურიდიული განათლების კომიტეტმა, JILEP-ის ექსპერტ ანტონი ფისერის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო გიგ-ის სისტემის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.  კომიტეტმა დაამტკიცა თვითსერთიფიცირების ფორმა, რაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე სექტემბერში დაიდება. გიგ-ის კომიტეტმა ასევე სამართლებრივ ჟურნალში გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციების აკრედიტაციისთვის საჭირო მითითებები შეიმუშავა.  ტრენინგ ცენტრის დირექტორმა საჭირო ტრენინგების შეფასებების შედეგები წარადგინა; გიგ-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით რესურსები მიმართულ უნდა იქნას შემდეგ ტრენინგებზე: საგადასახადო სამართალი, სამოქალაქო სამართალი და ადმინისტრაციული სამართალი.  განგრძობადი იურიდიული განათლების კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება JILEP-ის ექსპერტის მონაწილეობით ტრენინგ ცენტრისთვის გაიმართოს სტრატეგიული დაგეგმვის სესიები ოქტომბრის ბოლოს.
    ვრცლად..
  • 2012
    06
    აგვ

    JILEP აგრძელებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა შესახებ კანონზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერას

    2012 წლის 30 ივლისი-1 აგვისტოს, JILEP-მა ორგანიზება გაუკეთა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფის გასვლით ღონისძიებას ქობულეთში.  სამუშაო ჯგუფმა განიხილა JILEP-ის მიერ მოწვეული ექსპერტი, ალან ფრიდმანის რეკომენდაციები ადვოკატთა შესახებ კანონში დამატებითი ცვლილებების შესახებ. სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა ცვლილებები შეიტანოს ადვოკატთა საგამოცდო სისტემაში, დაამატოს ანალიტიკური შეკითხვები, გააუქმოს პასუხების წინასწარი გამოქვეყნება და საგამოცდო საგნებს დაემატოს პროფესიული ეთიკა. ჯგუფი ასევე შეთანხმდა, აღმასრულებელი საბჭოსა და ეთიკის კომისიაში მოქნილი ნორმების მიღებაზე. შეთავაზებული ცვლილებების მიხედვით განსხვავებულია თავმჯდომარის არჩევის პროცედურა, რაც გულისხმობს თავმდჯდომარის არჩევას აღმასრულებელი საბჭოს წევრების მიერ და არა ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების საშუალებით. სამუშაო ჯგუფი შემუშავებულ ცვლილებებს სექტემბრის ბოლოს წარუდგენს ადოვკატების უფრო ფართო ნაწილს, არასამთვრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ კი ცვლილებები წარედგინება საკანონმდებლო ხელისუფლებას.
    ვრცლად..
  • 2012
    31
    ივლ

    EWMI-JILEP საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ზაფხულის სკოლის თანადამფინანსებელია

    2012 წლის 17-28 ივლისს, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა საზაფხულო სკოლა თემაზე  „კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის უფლებები“. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ბატონმა გიორგი პაპუაშვილმა და JILEP-ის იურიდიული განათლების ექსპერტმა ბატონმა სტივენ ოსტერმილერმა.
    ვრცლად..
  • 2012
    31
    ივლ

    USAID/JILEP მხარს უჭერს სასამართლოს მედიატორების პირველ ტრენინგს

    USAID/JILEP-მა სასამართლო მედიაციის საპილოტე პროექტის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურ ცენტრთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან თანამშრომლობით ორგანიზება გაუკეთა CEDR-ის (დავების ეფექტურად მოგვარების ცენტრი) ტრენერების ვიზიტს. CEDR-ი გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც  მედიაციასთან დაკავშირებულ კონსტულაციებს, ტრენინგებს და სწავლებას უზრუნველყოფს.   ტრენინგში, ორ-ეტაპიანი კონკურსის შედეგად შერჩეულმა 26-მა კანდიდატმა და  მათთან ერთად სასამართლოს ოთხმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა: 19-21, 23, 24 ივლისი.  ტრენინგს უმასპინძლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული  გადაწყვეტის ნაციონალურმა ცენტრმა, რომელიც  USAID/JILEP-ის მხარდაჭერით 2011 წლის შემოდგომაზე გაიხსნა.  ტრენინგის განმავლობაში CEDR-ის ექსპერტებმა 18 კანდიდატი გამოავლინეს, რომლებიც 2012 წლის 1-4 სექტემბერს შეფასების და აკრედიტაციის გაღრმავებული კურსს გაივლიან.  მედიაციის გაღრმავებული კურსი მონაწილეებს საშუალებას მისცემს მოიპოვონ CEDR-ის საერთაშორისო აკრედიტაცია და მოემზადონ ნამდვილი დავების მოგვარებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, რომლის დაწყება 2012 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. USAID/JILEP გააგრძელებს სასამართლოსთან თანამშრომლობას მედიაციის საპილოტე პროგრამის დაგეგმვისა და დანერგვის მიმართულებით.
    ვრცლად..
  • 2012
    23
    ივლ

    2012 წლის 19 ივლისის კონფერენციაზე JILEP-მა გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით უფასო იურიდიული დახმარების მონიტორინგის საბჭოს როლი განიხილა

    JILEP-მა UNDP-ისთან ერთად 2012 წლის 19 ივლისს კონფერენცია გამართა, სადაც განხილული იყო უფასო იურიდიული დახმარების მონიტორინგის საბჭოს როლი ადვოკატების შრომითი უფლებების დაცვის საქმეში, მათ საქმიანობაში ჩაურევლობა და მათთვის დამოუკიდებლობის მინიჭება, გაწეული იურიდიული კონსულტაციების ხარისხის შეფასება და საბჭოს როლი უფასო იურიდიული დახმარების მართვაში.  კონფერენციაზე ასევე ისაუბრეს ხარისხის გარანტიის და უფასო იურიდიული დახმარების  სამსახურის საერთაშორისო პრაქტიკაზე.

    ვრცლად..
  • 2012
    23
    ივლ

    NCCL/JILEP ქართველი სტუდენტებისთვის ბიზნეს სამართლის ზაფხულის სკოლას აფინანსებს

    13-19 ივლისს, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნულმა ცენტრმა, ბაზალეთის ზაფხულის სკოლაში  34 ქართველ სტუდენტს უმასპინძლა.  ზაფხულის სკოლის პროგრამა ძირითადად მიეძღვნა სახელშეკრულებო და დელიქტური სამართლის პრაქტიკაში აქტუალურ თემებს. ზაფხულის სკოლას უძღვებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები და ქართველი ადვოკატები.  სხვა სასწავლო მასალებთან ერთად ტრენინგის პროგრამა ითვალისწინებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 90-მდე გადაწყვეტილების ანალიზს. ამ ფაქტმა გაზარდა პროგრამის პრაქტიკული მნიშნველობა და საქართველოს იურიდიული განათლების ისტორიაში ერთ-ერთ უნიკალურ პროგრამად აქცია იგი.  ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი,  არსებული სასამართლო პრაქტიკის ბაზაზე ე.წ. case book-ის დამუშავებას და გამოცემას გეგმავს.
    ვრცლად..
  • 2012
    23
    ივლ

    JILEP თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს სწავლების მეთოდოლოგიაში ტრენინგს უტარებს

    17 ივლისს, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 22 სამართლის პროფესორს თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიაში ტრენინგი ჩაუტარდათ.  ეს ღონისძიება წარმოადგენდა თსუ-ს სწავლების მეთოდოლოგიის განვითარების პროგრამისთვის დაგეგმილი ვორქშოფების სერიის მეორე ვორქშოფს.  აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს თსუ-ში არსებული სწავლების მეთოდების შეფასებას, თსუ-ს პროფესორების  დახმარებას ახალი სასწავლო მეთოდების განვითარებაში, მათ დანერგვაში და ვარგისიანობის შეფასებაში.  პროგრამის ამ ფაზისთვის, JILEP-მა  იურიდული განათლების კონსულტანტი, ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი, დილეინ სვენსონი მოიწვია.  JILEP თსუ-ს ფაკულტეტისთვის დამატებით ტრენინგებს 2012 წლის შემოდგომაზე გეგმავს.
    ვრცლად..
  • 2012
    18
    ივლ

    „მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის“ საკონკურსო ნამუშევრების მიღება გრძელდება

    იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გრძელდება მედიისა და ხელოვნების დარგში პირველი კონკურსის, „მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის“, მონაწილეთა ნამუშევრების მიღება.

    „მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის“ პრიზი მიზნად ისახავს მედიისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე პირების მიერ საერთო სასამართლოების მუშაობის გაშუქებას.

    კონკურსის ფარგლებში განსაზღვრულია ნომინაციები 5 სხვადასხვა კატეგორიაში: ბეჭდური მედია; ტელევიზია; რადიო; ბლოგი; პლასტიკური ან საშემსრულებლო ხელოვნება.

    კონკურსის კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით გამარჯვებულებს გადაეცემათ iPad.

    განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2012 წლის 28 სექტემბერი.

    შედეგების შეჯამება და გამარჯვებულის დაჯილდოვება 2012 წლის დეკემბერში მოხდება.

    დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ კონკურსის წესები ან/და მიმართოთ საკონტაქტო პირს:

    ნათია მეტრეველი

    ბოჭორმის ქ. 12, თბილისი, 577 722 556

    ელ. ფოსტა: n.metreveli@hcoj.gov.ge

    ვრცლად..
  • 2012
    16
    ივლ

    USAID/JILEP 8 უნივერსიტეტის წარმომადგენელ 10 სამართლის პროფესორს სამართლებრივ ეთიკაში ატრენინგებს

    13-16 ივლისს, USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში ქვეყნის მაშტაბით 8 სხვადასხვა უნივერსიტეტის 10 სამართლის პროფესორისთვის ჩატარდა   ვორქშოფი სამართლებრივ ეთიკაში. ვორქშოფის მსვლელობისას აშშ-ს წამყვანმა ექსპერტმა სამართლებრივ ეთიკაში, სამხ. ტეხასის სამართლის კოლეჯის (აშშ) პროფესორმა ჯეიმს ალფინიმ, პროფესორებთან პროფესიული ეთიკის ისეთ აქტუალურ თემებზე იმსჯელა როგორიცაა, კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა, ინტერესთა კონფლიქტი და კონფიდენციალურობის პრინციპი.  ვორქშოფის დროს გამოყენებული მთავარი მეთოდი იყო „პრობლემის გადაჭრის მეთოდი“.  საქართველოს ადვოკატთა ეთიკის ორმა ქართველმა ექსპერტმა  - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ეკა გასიტაშვილმა და ეთიკის კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ,  ირაკლი კორძახიამ, მონაწილეებთან ერთად განიხილეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის პრაქტიკა. ეს არის ვორქშოფების პირველი სერია, რომლის ფარგლებშიც JILEP სამართლის პროფესორებს სამართლის სკოლებში ეთიკის კურსის განვითარებაში ეხმარება.  ამ ყველაფრის მიზანია მომავალ სემესტრებში პროფესიული ეთიკის სასწავლო კურსის სილაბუსში შეტანა.  შემდეგი ვორქშოფი შემოდგომაზე ჩატარდება და  ქართველ პროფესორებს დაეხმარება  აღნიშნული კურსის დაგეგმვაში.
    ვრცლად..
  • 2012
    16
    ივლ

    USAID/JILEP მხარს უჭერს უფასო იურიდიული დახმარების კონსულტანტების კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას

    2012 წლის 13-15 ივლისს, JILEP-მა უფასო იურიდიული დახმარების ბიუროების და საკონსულტაციო ცენტრების კონსულტანტებს და სპეციალისტებს კლიენტთან ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი ჩაუტარა.  ეს იყო დაგეგმილი ტრენინგების პირველი სერია, მეორე კი 20-22 ივლისს ჩატარდება.  სულ 35 უფასო იურიდიული დახმარების კონსულტანტი და სპეციალისტი გაივლის ტრენინგს.  ტრენინგის მიზანია ისეთი უნარ-ჩვევების დახვეწა როგორიცაა დადებითი განწყობის გამოხატვა, კლიენტების ნდობის და პატივისცემის მოპოვება, არავერბალური კომუნიკაცია, ეფექტური კომუნიკაციის სქემა, აქტიური მოსმენა, კონფლიქტის მოგვარება.  უფასო იურიდიული დახმარების კონსულტანტები და სპეციალისტები გაუმჯობესებული ეფექტური კომუნიკაციის უნარებით უკეთესად დაიცავენ სოციალურად დაუცველი ფენის ინტერესებს, რომლებიც დასახმარებლად იურიდიული დახმარების ბიუროებს მიმართავენ.

    ვრცლად..
USAID
Top of Page