შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

სიახლეები

  • 2011
    11
    ოქტ

    JILEP_ის ხელშეწყობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში (თსუ) გაიხსნა სასწავლო ცენტრი

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და სამხრეთ ტეხასის სამართლის კოლეჯის დეკანმა, დონალდ გუტერმა ორშაბათს, 3 ოქტომბერს ოფიციალურად გახსნეს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. USAID-JILEP_ის ხელშეწყობით შექმნილი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი, პარტნიორობა თსუ-სა და სამხრეთ ტეხასის სამართლის კოლეჯს შორის დაეხმარება სამართლის პროფესორებს საქართველოში განავითარონ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ინსტიტუტი და ხერხები, ასევე გააფართოებს სამართლის სკოლებში არსებულ კლინიკურ სწავლებასა და სამართლებრივი უნარების ტრეინინგების წარმოებას.

    ADR არ წარმოადგენს ქართული სამართლის სისტემის ნაწილს, თუმცა ბევრ სამართლის და ბიზნეს ექსპერტს სჯერა, რომ ADR არის თანამედროვე კომერციული დავების გადაწყვეტის სტრუქტურის განუყოფელი ელემენტი, ვინაიდან ის ამცირებს დანახარჯებს და მოუწოდებს ბიზნეს პარტნიორებს დავის გადასაწყვეტად ჩაერთონ დიალოგში. ეროვნული ცენტრი იმუშავებს სამართლის სტუდენტებთან და მოქმედ ადვოკატებთან, რათა განავითარონ მათი პრაქტიკული უნარ ჩვევები, მოამზადონ მედიაციაში, მოლაპარაკებების წარმოებაში თუ სხვა ADR_სთვის საჭირო უნარების ჩამოყალიბებაში.
    ვრცლად..
  • 2011
    19
    სექ

    თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილების მიღების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

    ქეთევან კობახიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, ახლახანს დაბრუნდა საქართველოში ვოშბორნის უნივერსისტეტის სამართლის სკოლაში (WUSL, ტოპეკა, კანსასის შტატი) ოთხ კვირიანი სასწავლო გამოცდილების მიღების შემდეგ. ვიზიტი დააფინანსა USAID-JILEP-მა, როგორც კიდევ ერთი მცდელობა ხელი შეუწყოს საქართველოში იურიდიული განათლების, კერძოდ კომერციული სამართლის, ხარისხის განვითარებას. თავისუფალ უნივერსიტეტში „ეროვნული სასწავლო ცენტრის“ იქმნება ამერიკული სამართლის სკოლასთან მჭიდროდ ითანამშრომლებით.

    ვრცლად..
  • 2011
    08
    აგვ

    USAID-JILEP მხარი დაუჭირა მოსამართლეთა კონფერენციას სასამართლოს დატვირთულობასა და ეფექტურობაზე

    5-7 აგვისტოს, ქ. ბათუმში USAID-JILEP დააფინანსებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად ჩატარდა მოსამართლეთა კონფერენცია „სასამართლო ეფექტურობა, მართლმსაჯულების განვითარების ძირითადი მიმართულებები და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები“.

    ვრცლად..
  • 2011
    29
    ივლ

    JILEP-ის თანადაფინანსებით თსუ-ში ჩატარდა საზაფხულო სკოლა ადვოკატის უნარ ჩვევების შესახებ

    JILEP-მა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და თბილისის მერიის პროექტთან „თბილისელების ადვოკატი“ ერთდ თანადაფინანსებით, ჩაატარა საზაფხულო სკოლა ადვოკატის უნარ-ჩვევების შესახებ 18-29 ივლისს, ქ. თბილისში. საზაფხულო სკოლას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის ოცი სტუდენტი.

    ვრცლად..
  • 2011
    29
    ივლ

    სამოქალაქო საზოგადოების კოალიციის პირველი საჯარო ფორუმი "სასამართლოს გამჭვირვალობის" თემაზე

    29 ივლისს JILEP-ის პროექტის ფარგლებში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ორგანიზებულ იქნა საჯარო ფორუმი, სადაც სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლოს წარმომადგენლებმა ღიად განიხილეს სასამართლო გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები. ღონისძიება „სასამართლო გამჭვირვალობა“ აშშ_ს ელჩმა ჯონ ბასმა გახსნა. დისკუსიებში პირდაპირ და ღიად საუბრობდნენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე სასამართლოსა და პარლამენტის წევრები, კონსტანტინე კუბლაშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ჩიორა თაქთაქიშვილი, პარლამენტის წევრი და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მონაწილეებმა განიხილეს საზოგადოების მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის გაზრდის საჭიროება, სასამართლოს მხრიდან ერთიანი პროცედურების შემუშავების საკითხი, რომლითაც მოსამართლეები იხელმძღვანელებენ ვიდეო და აუდიო ჩანაწერების დაშვების გადასაწყვეტად სასამართლო წარმოებისას.

    ვრცლად..
  • 2011
    22
    ივლ

    JILEP-მა დააფინანსა ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციური სამართლის საზაფხულო სკოლა

    USAID-ის მიერ დაფინანსებულმა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტმა (JILEP), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბრიტანულ საბჭოებთან ერთად დააფინანსა საზაფხულო სკოლა ადამიანის უფლებებსა და კონსტიტუციურ სამართლში, რომელიც ჩატარდა 11-22 ივლისს, ქ. ბათუმში.

     

    ვრცლად..
  • 2011
    15
    ივლ

    JILEP ატარებს მასტერ კლასებს სწავლების მეთოდების შესახებსამართლის პროფესორებისთვის

    6-7 ივლისს, USAID_ის მიერ დაფინანსებულმა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტმა ამერიკულ და ქართულ პარტნიორ აკადემიურ დაწესებულებებთან ერთად ჩაატარა მასტერ კლასი სწავლების მეთოდებზე ქართველ სამართლის პროფესორებისთვის.

    ვრცლად..
  • 2011
    04
    ივლ

    ამერიკელი ექსპერტი, ტიმოტი ბალანდი რჩევებს აძლევს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისა და გასაუბრების პროცესების წარმართვის თაობაზე

    29-30 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეთა შერჩევისა და გასაუბრების პროცესისათვის მიძღვნილ ვორკშოპში. აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზება გაუწია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულმა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტმა (JILEP).
    ვრცლად..
  • 2011
    01
    ივლ

    USAID/JILEP აგრძელებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის ადვოკატთა ეთიკის სწავლების მხარდაჭერას

     

    27-30 ივნისს, ბათუმში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA)  წევრებისათვის ჩატარდა JILEP_ის მიერ ორგანიზებული ტრენერთა ტრენინგი (ToT) ადვოკატთა ეთიკის სწავლებაზე. ეს ძალისხმევა მიმართულია ადვოკატთა ასოციაციის შესაძლებლობების გაძლიერების მხარდასაჭერად, რათა მათ შეძლონ ადვოკატთა ეთიკის სწავლების კურსის დაგეგმვა და შემდგომი განხორციელება. ტრეინინგში მონაწილეობა მიიღო ადვოკატთა ასოციაციის 25_მდე წევრმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა JILEP_ის მიერ მოწვეული ექსპერტი, ამერიკელი სამართლის პროფესორი ჯეიმს მოლიტერნო.  ტრეინინგის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს ეთიკის კოდექსის გაძლიერების შესაძლებლობები, მოიშველიეს ჰიპოთეტური მაგალითები კოდექსის  ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენების გასააზრებლად, ასევე განიხილეს და დაწყვიტეს ეს „ჰიპოთეტური საქმეები“ კოდექსთან შესაბამისობაში. პროფესორმა მოლიტერნომ ასევე განიხილა ის მეთოდები, რომლებიც სამომავლოდ შეიძლება გამოიყენებულ იქნას  ადვოკატთა ეთიკის ტრეინინგების ჩატარებისას. JILEP_ი აპირებს განაგრძოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერებთან მუშაობა რათა უზრუნველყოს წლის განმავლობაში სამართლებრივი ეთიკის სწავლების  კურსის დანერგვა.

     

    ვრცლად..
  • 2011
    30
    მაი

    USAID/JILEP_მა დააფინანსა სამუშაო შეხვედრა იურიდიული კლინიკებისათვის

    27-28 მაისს, JILEP-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანს წარმოადგენდა უნივერსიტეტების იურიდიული კლინიკების პროფესორების, იურისტებისა და ადმინისტრატორების სწავლების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.

    ვრცლად..
USAID
Top of Page