შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

სიახლეები

  • 2012
    16
    ივლ

    USAID/JILEP მხარს უჭერს უფასო იურიდიული დახმარების კონსულტანტების კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას

    2012 წლის 13-15 ივლისს, JILEP-მა უფასო იურიდიული დახმარების ბიუროების და საკონსულტაციო ცენტრების კონსულტანტებს და სპეციალისტებს კლიენტთან ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი ჩაუტარა.  ეს იყო დაგეგმილი ტრენინგების პირველი სერია, მეორე კი 20-22 ივლისს ჩატარდება.  სულ 35 უფასო იურიდიული დახმარების კონსულტანტი და სპეციალისტი გაივლის ტრენინგს.  ტრენინგის მიზანია ისეთი უნარ-ჩვევების დახვეწა როგორიცაა დადებითი განწყობის გამოხატვა, კლიენტების ნდობის და პატივისცემის მოპოვება, არავერბალური კომუნიკაცია, ეფექტური კომუნიკაციის სქემა, აქტიური მოსმენა, კონფლიქტის მოგვარება.  უფასო იურიდიული დახმარების კონსულტანტები და სპეციალისტები გაუმჯობესებული ეფექტური კომუნიკაციის უნარებით უკეთესად დაიცავენ სოციალურად დაუცველი ფენის ინტერესებს, რომლებიც დასახმარებლად იურიდიული დახმარების ბიუროებს მიმართავენ.

    ვრცლად..
  • 2012
    10
    ივლ

    USAID/JILEP სამართლის პროფესორებს ადვოკატირების უნარ-ჩვევებში ამზადებს

    6-8 ივლისს, USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში 5 სხვადასხვა უნივერსიტეტის 7 სამართლის პროფესორისთვის ჩატარდა ვორქშოფი ადვოკატირების უნარ-ჩვევებში. ვორქშოფს უძღვებოდა ორი ამერიკელი ექსპერტი იურიდიული ადვოკატირების სფეროში - დილეინ სვენსონი და JILEP-ის იურიდიული განათლების ექსპერტი სტივენ ოსტერმილერი, რომელთაც სამართლის პროფესორებს ისეთ მნიშვნელოვანი ადვოკატირების უნარ-ჩვევები გააცნეს, როგორიც არის სასამართლოს შეჯიბრებათობის მოდელები, მოწმეთა დაკითხვა, საქმის თეორიის ჩამოყალიბება, მტკიცებულეთა წარდგენა და შემაჯამებელი არგუმენტები.  აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს დაგეგმილი ვორქშოფების სერიის პირველ ეტაპს, რომლითაც JILEP-ი ქართველ სამართლის პროფესორებს ადვოკატირების უნარ-ჩვევების სასწავლო კურსის განვითარებასა და მომდევნო სემესტრებიდან მის სხვადასხვა სამართლის სკოლებში დანერგვაში დაეხმარება. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საგანია, რადგან საქართველოს საპროცესო კოდექსი შეჯიბრებათობის პრინციპზეა დაფუძნებული. შესაბამისად მომავალი ადვოკატებისთვის აუცილებელია აღნიშნული უნარის-ჩვევების ფლობა.  შემდეგი ვორქშოფი ჩატარდება შემოდგომაზე და დაეხმარება მონაწილეებს ადვოკატირების უნარ-ჩვევების კურსის დაგეგმვაში.
    ვრცლად..
  • 2012
    10
    ივლ

    USAID/JILEP მხარს უჭერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლების უნარ-ჩვევების განვითარებას

    JILEP-მა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობასთან რიგი შეხვედრები გამართა, რათა განესაზღვრა ორგანიზაციის საჭიროებები და მათი თანამშრომლებისთვის  აუცილებელი ტრენინგები.  შეხვედრების შედეგად,  JILEP-მა ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლების უნარ - ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგს გაუკეთა ორგანიზება.  ტრენინგი ჩატარდა 6-8 ივლისს ქობულეთში, ცნობილი ქართული საკონსულტაციო ჯგუფის „პარტნიორები-საქართველოს“ ექსპერტების დახმარებით.
    ვრცლად..
  • 2012
    10
    ივლ

    USAID/JILEP მხარს უჭერს მეხუთე საზოგადოებრივ ფორუმს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის შესახებ

    2012 წლის 6 ივლისს, კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის გამართა საჯარო ფორუმი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის პრობლემატური საკითხების განხილვის მიზნით.  ღონისძიება USAID-ის მისიის დირექტორმა ბატონმა სტივენ ჰეიკინმა გახსნა.  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ბატონი კონსტანტინე კუბლაშვილი მიესალმა მონაწილეებს.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობა, სასამართლოს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცები აქტიურად ჩაებნენ განხილვაში.
    ვრცლად..
  • 2012
    10
    ივლ

    USAID/JILEP-მა საზოგადოებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარების ახალი სახელმძღვანელო წარუდგინა

    5 ივლისის, USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში მოხდა წიგნის „კომენტარები საქართველოს საგადასახადო კოდექსზე“ (ორ ტომი) წარდგენა.  პრეზენტაცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. ეკონომიკის აღორძინების ინიციატივის პროექტის ხელმძღვანელი თინა მენდელსონი და JILEP-ის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ჩხეიძე მიეგებნენ სტუმრებს.  ღონისძიება აღნიშნავდა პროექტის დასრულებას, რომელიც USAID-JILEP-ისა და USAID ეკონომიკის აღორძინების ინიციატივის (EPI) თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა და მიზნად ისახავდა ახალი საგადასახადო კოდექსის შესახებ დეტალური კომენტარების შემუშავებას. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს სამართლებრივი საზოგადოების და სხვა შესაბამისი პროფესიების წარმომადგენლები (აუდიტორები, მრჩეველები საგადასახდო სფეროში, ბუღალტერები), მთავრობის წევრები და სამეცნიერო საზოგადოება. პრეზენტაციას საქართველოს ბიზნეს ომბუცმენი ბატონი გიორგი პერტაიაც დაესწრო.  მოწვეულ სტუმრებს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.  წიგნის დაახლოებით 80 ეგზემპლარი დაურიგდათ პრეზენტაციის სტუმრებს.

    კომენტარების ელექტრონული ვერსია JILEP-ისა და ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

    ვრცლად..
  • 2012
    09
    ივლ

    ადვოკატირების ხელშემწყობი საგრანტო კონკურსი

    „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ნაწილს წარმოადგენს, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს დაინტერესებულ ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში. კონკურსი მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის საშუალებების ჩართვას საქართველოში დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების ადვოკატირების პროცესში.  კონკურსის ამოცანაა სასამართლო სისტემის გაძლიერება და მისი დამოუკიდებლობის  გაზრდა სამოქალაქო სექტორის მაქსიმალური ჩართვის გზით.

     

    დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.
    ვრცლად..
  • 2012
    05
    ივლ

    JILEP-ი ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებს ადვოკატირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში ეხმარება

    30 ივნისსა და 1 ივლისს USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში,  ადამიანის უფლებების დამცველი რვა ორგანიზაციის თოთხმეტ წარმომადგენელს წერილობითი კომუნიკაციის უნარების ტრენინგი ჩაუტარდა. ტრენინგის მონაწილეთაგან სამი რეგიონიდან იყო. ტრენინგი მიმართული იყო იურისტებისათვის და მიზნად ისახავდა ეფექტური ადვოკატირების მიზნით მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკული უნარების დახვეწას. უფრო კონკრეტულად, ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ საუკეთესო პრაქტიკას პრესის მოსაწვევების, პრეს რილიზების, ოფიციალური  განცხადებების, მოსაზრებების,  ასევე პრეზენტაციისთვის ეფექტური სლაიდების მომზადებაში და გააკეთეს პრაქტიკული სავარჯიშოები.  სამიზნე ჯგუფი მონაწილე ორგანიზაციების ფარგლებში იყვო შუალედური რგოლის თანამშრომლები.  მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ისინი ასრულებენ ძირითად სამუშაოს, რომელზეც ადვოკატირებაა დაფუძნებული, ამ ჯგუფს იშვიათად აქვს შესაბამისი უნარები და მომზადება შესრულებული სამუშაოს ეფექტურად წარმოსაჩენად. JILEP-ი განაგრძობს ადვოკატირებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევების ტრენინგებს და მომდევნო ტრენინგები შეეხება ეფექტურ ზეპირი კომუნიკაციასა და პრეზენტაციის და კვლევის უნარ-ჩვევებს.

    ვრცლად..
  • 2012
    05
    ივლ

    JILEP-ი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენლებს სწავლების ახალი მეთოდოლოგიაში უტარებს ტრენინგს

    25 ივლისს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის (თსუ) 7 პროფესორს ჩაუტარდათ ტრენინგი სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიაში. ღონისძიება წარმოადგენდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო მეთოდოლოგიის განვითარების პროგრამის  პირველ ეტაპს. აღნიშნული პროგრამის მიზანია შეაფასოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სასწავლო მეთოდები, მხარი დაუჭიროს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს ახალი სწავლების მეთოდების განვითარებაში, მათ დანერგვასა და შეფასებაში. პროფესორები, რომლებმაც გაიარეს ტრენინგი დაეხმარებიან JILEP-ს და თსუ-ს ადმინისტრაციას პროგრამის შეფასების ეტაპზე. პროგრამის განვითარების არსებულ ეტაპზე JILEP-მა იურიდიული განათლების კონსულტანტი, ლუბლინის (პოლონეთი) კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი დილეინ სვენსონი მოიწვია. JILEP-ი დამატებით ტრენინგებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი წარმომადგენლებისათვის ამ წლის 17 ივლისს გეგმავს.

    ვრცლად..
  • 2012
    05
    ივლ

    JILEP მხარს უჭერს სამართლის სკოლებში მედიაციის კურსის განვითარებას

    16-29 ივლისს, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ), მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, თსუ-ს დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით  თვრამეტ ლექტორს, რომლებიც ექვს ქართულ სამართლის სკოლას წარმოადგენდნენ, მედიაციაში 70 საათიანი ვორქშოფი ჩაუტარდათ. ვორქშოფი მიზნად ისახავდა ქართველი პროფესორებისთვის მედიაციის ინსტიტუტის გაცნობას და მედიაციის კურსის განვითარებაში მათ მხარდაჭერას. ვორქშოფი მოიცავდა საწყის და გაღრმავებულ ტრენინგებს მოლაპარაკებების უნარ-ჩვევებსა და მედიაციაში, მედიაციის სწავლების მეთოდებს, ასევე მედიაციის კურსის სილაბუსის განვითარებას. ღონისძიების პირველ ორ დღეს ასევე დაესწრო 37 პრაქტიკოსი ადვოკატი, რომელთაც ღონისძიებიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გათვალისწინებული განგრძობადი იურიდიული განათლების კრედიტები მიიღეს.  JILEP-მა ვორქშოფის ჩასატარებლად მედიაციის წამყვანი ექსპერტი, სამხრეთ ტეხასის სამართლის კოლეჯის პროფესორი კიმბერლი კოვაჩი  მოიწვია.  პროფ. კოვაჩი ქართველ პროფესორებთან თანამშრომლობას 2012 წლის შემოდგომაზეც განაგრძობს.

    ვრცლად..
  • 2012
    26
    ივნ

    JILEP-ი მხარს უჭერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ცვლილებები შეიტანოს საქართველოს კანონში ადვოკატთა შესახებ

    22-24 ივნისს, ქობულეთში გამართულ გასვლით ღონისძიებაზე, JILEP-ი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს საქართველოს კანონში ადვოკატთა შესახებ ცვლილებების შეტანაში დაეხმარა, რაც ხელს შეუწყობს ადვოკატთა ასოციაციის მაღალ პროფესიულ და ეფექტურ ორგანიზაციად ჩამოყალიბებას. აღნიშნული ცვლილებები, რაც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის შექმნას და სარევიზიო კომისიაში აღმასრულებელი საბჭოს როლის გაზრდასაც ითვალისწინებს, ხელს შეუწყობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შიდა სტრუქტურის რეფორმას. ცვლილებები ასევე შეეხება განგრძობადი იურიდიული განათლების ახალი სისტემის ამოქმედებას, რაც გარკვეულ სანქციებს დააწესებს იმ წევრთათვის რომლებიც არ შეასრულებენ განგრძობადი იურიდიული განათლების მოთხოვნებს.  ადვოკატთა ასოციაცია ასევე შეიმუშავებს უფრო მკაცრ საადვოკატო გამოცდებს და ადვოკატთა პროფესიაში გაწევრიანების უკეთეს მეთოდებს. JILEP-მა მოიწვია ამერიკელი ადვოკატი და ექსპერტი ადვოკატთა ასოციაციის საკითხებზე ბატონი ალან ფრიდმანი, რომელმაც აღნიშნულ გასვლით ღონისძიებაზე თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა ადვოკატებს.  სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი  მთელი ზაფხულის განმავლობაში იმუშავებს ადვოკატთა შესახებ კანონზე და საბოლოო ცვლილებები საკანონმდელბო ორგანოს 2012 წლის სექტემბერში წარედგინება.
    ვრცლად..
USAID
Top of Page