შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

სიახლეები

  • 2012
    12
    ნოე

    JILEP მხარს უჭერს საერთაშორისო აკადემიურ კონფერენციას მედიაციაზე

    ამა წლის 6-8 ნოემბერს, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის გრანტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტმა ჩაატარა კონფერენცია თემაზე „მედიაციის განვითარების მიმდინარე ტენდენციები“.  კონფერენციის სპიკერებს შორის იყვნენ, ამერიკის, ევროპის და ისრაელის მედიაციის ინსტიტუტების წამყვანი ექსპერტები, ასევე ქართველი მედიაციის ექსპერტები, ვინც აქტიურად მონაწილეობენ JILEP-ის დაფინანსებულ, მედიაციის საპილოტე პროექტში.  კონფერენციის თემა იყო სახელმწიფოს როლი მედიაციის განვითარებაში,  დავების ალტერნატიული მოგვარების ცენტრის პედაგოგიკასთან დაკავშირებული პრობლემები,  მედიაციის ფსიქოლოგიული ასპექტები და „მედიაციის რეალობა საქართველოში“.

    ვრცლად..
  • 2012
    07
    ნოე

    JILEP სამართლის სტუდენტებს მეორე ეროვნული ადვოკატირების კონკურსისთვის ატრენინგებს

    ამა წლის 1-2 ნოემბერს, USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციასთან და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი 50-ზე მეტი სტუდენტი და ინსტრუქტორი  ადვოკატირების ძირითად უნარებზე დატრენინგდა. ორმა ამერიკელმა ადვოკატირების ექსპერტმა, სტუდენტები ისეთ უნარებში მოამზადა როგორიც არის, შესავალი და დასკვნითი სიტყვა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა.  მონაწილეებმა ინსტრუქცია მიიღეს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის განახლებულ ნაწილზე, რაც პირდაპირ აისახება ადოვკატირების პრაქტიკაზე.  სტუდენტები და ინსტრუქტორები ამჟამად „ეროვნული ადვოკატირების კონკურსზე“  თავისი სკოლის წარსადგენად ემზადებიან, რომელიც თბილისში 2012 წლის დეკემბერში ჩატარდება.
    ვრცლად..
  • 2012
    12
    ოქტ

    JILEP წამყვან სამართლის პროფესორებს და პრაქტიკოსებს სამართლებრივ წერაში ატრენინგებს

    8-10 ოქტომბერს, JILEP-მა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნულ ცენტრთან ერთად (NCCL) საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების და კომპანიების წარმომადგენელი 11 იურისტისათვის, სამართლებრივ მართლწერაში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.  აღნიშნული სამუშაო შეხვედრა წელს JILEP-ის დაფინანსებული რიგით მესამე სამუშაო ღონისძიება იყო ამ მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (ტოპეკა, კანზასი) ასოცირებულმა პროფესორებმა ჯო მასტროსიმონემ და ტონია კოვალსკიმ,  სამუშაო შეხვედრის მონაწილეებთან შემდეგი თემები განიხილეს: სამართლებრივი კომუნიკაცია, ეფექტური წერის პრინციპები და წერილობითი არგუმენტაცია.  აღნიშული სამუშაო შეხვედრები JILEP-ის საგანმანათლებლო აქტივობების ნაწილია, რომლის მიზანია ქართველი იურისტების სამართლებრივი არგუმენტირებისა და წერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
    ვრცლად..
  • 2012
    10
    ოქტ

    JILEP მხარს უჭერს საგადასახადო სამართლის ტრენინგების სერიას ქართველი ადვოკატებისთვის

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარებულმა პროფესიული საჭიროებების კვლევამ, საგადასახადო სამართალი გამოავლინა როგორც პრიორიტეტული საგანი.  2012 წლის 8 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, JILEP-ის მხარდაჭერით ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგ ცენტრში ასოციაციის 400 წევრს საგადასახადო სამართალში 14 ტრენინგი ჩაუტარდა. ტრენინგებს თბილისსა და ქუთაისში საგადასახადო სამართლის ექსპერტი, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის  პროფესორი ზვიად როგავა ხელმძღვანელობდა. აღნიშნულმა ტრენინგებმა არამარტო გააღრმავეს მონაწილეების ცოდნა საქართველოს საგადასახადო სამართალში, არამედ მათ მიენიჭათ კრედიტები 2012 წლის განგრძობითი იურიდიული განათლების მოთხოვნების შესაბამისად.
    ვრცლად..
  • 2012
    03
    ოქტ

    JILEP იურიდიული კლინიკების სამუშაო შეხვედრას ატარებს

    26-28 სექტემბერს, ბათუმში, JILEP-მა საქართველოს ხუთ სხვადასხვა უნივერსიტეტში მოქმედი იურიდიული კლინიკების წარმომადგენლები შეკრიბა.  სამუშაო შეხვედრა იურიდიული კლინიკის ბრიტანელმა  ექსპერტმა იორკის უნივერსიტეტიდან - რიჩარდ გრაიმსმა და ამერიკელმა ადვოკატმა საჯარო ინტერესის სამართლის გლობალური ქსელიდან (ნიუ იორკი) - ლუსინ ჰოვჰანისიანმა გამართა.  აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო ქართულ უნივერსიტეტებთან არსებული იურიდიული კლინიკების მუშაობის დახვეწა. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსტიტეტის, ბათუმისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები ესწრებდონენ. მათ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები, ხედვები გაუზიარეს და მომავალ თანაშმრომლობაზე ისაუბრეს.  სამუშაო ღონისძიებაზე, მონაწილეებმა შეისწავლეს თუ როგორ უნდა მართონ ცოცხალ-კლიენტებზე დაფუძნებული კლინიკა. ღონისძიება მოიცავდა ინტერაქტიულ სიმულაციებს და რეალური საქმეების განხილვას.
    ვრცლად..
  • 2012
    18
    სექ

    JILEP ქართველ მედიატორებს საოჯახო მედიაციის ტრენინგს უტარებს

    10-11 სექტემბერს, JILEP-მა შერჩეულ მედიატორობის-კანდიდატებს ტრენინგი ჩაუტარა, რომელიც ორიენტირებული იყო საოჯახო და სამემკვიდრეო დავების მედიაციის საკითხებში საუკეთესო მიდგომების განვითარებაზე.  საქართველოს სამოქალაქო კოდექსში წინა წელს შესული ცვლილებების მიხედვით, საოჯახო, სამემკვიდრეო და სამეზობლო დავები „სავალდებულო მედიაციის“  საგანი გახდა, რის გამოც საჭირო გახდა JILEP-ის ძალისხმევა ამ სფეროში. აღნიშნული სპეციალიზირებული კურსი სამუშაო ტრენინგების სერიას მოყვა, რომელიც   JILEP-მა 2012 წელს დააფინანსა და რომლის შედეგად მედიატორობის-კანდიდატები მედიაციის საფუძვლების ცოდნასა და უნარებს დაეუფლნენ.  აღნიშნულ ტრენინგს, როგორც სხვა წინა ტრენინგებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული მოგვარების ეროვნული ცენტრი მასპინძლობდა.  სესიებს სამხრეთ ტეხასის (აშშ) სამართლის კოლეჯის პროფესორები კიმბერლი კოვაკი და კეტრინ გრინ ბარნეტი უძღვებოდნენ.
    ვრცლად..
  • 2012
    18
    სექ

    JILEP თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებისთვის მედიაციის სამუშაო შეხვედრას ატარებს

    12 სექტემბერს, JILEP-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს 9 მოსამართლისთვის მედიაციის სამუშაო შეხვედრა გამართა. ეს შეხვედრა ნაწილია JILEP-ის უფრო ფართო ძალისხმევისა დაარსდეს „სასამართლო მედიაცია“ საქართველოს სასამართლოებში.  წინა სამუშაო შეხვედრებისაგან განსხვავებით, რომელშიც მედიატორობის-კანდიდატები იყვნენ ჩართულნი, ამ ეტაპზე მონაწილეობდნენ ქართველი მოსამართლეეები, რომლებიც JILEP-ის დაფინანსებული მედიაციის საპილოტე პროგრამაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.  სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო მოსამართლებიის ინფორმირება დავების ალტერნატიული მოგვარების შესახებ და მათი მომავალი საპილოტე პროგრამისთვის მომზადება.  ღონისძიებას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უმასპინძლა,  სესიებს სამხრეთ ტეხასის (აშშ) სამართლის კოლეჯის პროფესორები კიმბერლი კოვაკი და კეტრინ გრინ ბარნეტი უძღვებოდნენ.
    ვრცლად..
  • 2012
    05
    სექ

    JILEP-ი ამზადებს მედიატორებს სასამართლოსთან არსებული მედიაციის საპილოტე პროექტისთვის

    2012 წლის 1-4 სექტემბერს, დიდ ბრიტანეთში არსებულმა დავების ეფექტურად მოგვარების ცენტრმა (CEDR)  ჩაატარა ზემდგომი საფეხურის ტრენინგი მედიაციაში 18 ქართველი დელეგატისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გახდნენ პირველი პროფესიონალი მედიატორები საქართველოში. მონაწილეთა უმეტესობა, თუ არა ყველა მათგანი, მიიღებს დავების ეფექტურად მოგვარების ცენტრის (CEDR) საერთაშორისო აკრედიტაციას რათა იმუშაონ, როგორც მედიატორებმა და მონაწილეობა მიიღონ JILEP-ის დაფინასებულ სასამართლოსთან არსებული მედიაციის საპილოტე პროექტში, რომელიც ამა წლის შემოდგომაზე დაიწყება. ზემდგომი საფეხურის ტრენინგის მონაწილეები არჩეულნი იყვნენ თავიანთი ცოდნის და შესაძლებლობების მიხედვით იმ 30 კანდიდატს შორის, რომლებმაც საბაზისო მედიაციის უნარების კურსი ამა წლის ივლისში გაიარეს. სასამართლოსთან არსებული მედიაციის საპილოტე პროექტი წარმოადგენს თანამშრომლობას USAID/JILEP-ის, თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული მოგვარების ეროვნული ცენტრის (TSU NCADR) და გერმანული საზოგადოება საერთაშორისო თანამეგობრობისთვისს (GIZ) შორის, და მიზნად ისახავს სამართლიანობისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდას და საასმართლოს ეფექტურობის გაძლიერებას საქართველოში.
    ვრცლად..
  • 2012
    06
    აგვ

    JILEP მოსამართლეთა გასვლით ღონისძიებას თანადაფინანსებას უწევს

    2012 წლის 3-5 აგვისტოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფინანსური მხარდაჭერით ქ. ბათუმში გაიმართა მოსამართლეთა კონფერენცია (რომელიც წელიწადში ორჯერ ტარდება) მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების თემაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თამვჯდომარე და წევრები, საქართველოს იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები, საქალაქო და რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეები და იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს კონსულტანტები.  კონფერენციაზე სასამართლოების თავმჯდომარეებმა წარმოადგინეს საერთო სასამართლოების მიერ 2012 წლის I ნახევარში განხილულ საქმეთა სტატისტუკური მონაცემების შეფასება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და სასამართლო სისტემის განვითარებისა და გაუმჯობესებისკენ მიმართული რეკომენდაციები წარმოადგინეს. კონფერენციაზე ასევე გაკეთდა ელექტრონული სამართლებრივი ბიბლიოთეკის დოქტრინისა და პრაქტიკის საძიებო სისტემის (www.library.court.ge) პრეზენტაცია, ასევე განხილულ იქნა სასამართლო სისტემის მართვის  სიახლეები - ქორთ-ქარდისა და სამართლებრივი ინოვაციების ლაბორატორია, უფასო იურიდიული დახმარების პორტალი და ხარისხის მენეჯმენტის პროგრამა.

    JILEP-მა სასამართლოების წარმომადგენლებს გააცნო მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის რეკომენდაციები მოსამართლეთა შეფასების წესების შესახებ. რეკომენდაციები ინფორმაციული ხასიათის იყო, რასაც შედეგად მოჰყვა დისკუსია აღნიშულ საკითხებზე. JILEP-ის წარმომადგენლები მონაწილეებს დაპირდნენ, რომ კონფერენციაზე წარმოშობილ ყოველ შეკითხვაზე დეტალურ პასუხებს მიაწვდიდნენ.

    ვრცლად..
  • 2012
    06
    აგვ

    JILEP მხარს უჭერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების პროცედურების გაუმჯობესებას

    2012 წლის 27-29 ივლისს, JILEP-მა ორგანიზება გაუკეთა საქართველოს ადოვკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების კომიტეტის გასვლით ღონისძიებას ქობულეთში.  განგრძობადი იურიდიული განათლების კომიტეტმა, JILEP-ის ექსპერტ ანტონი ფისერის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო გიგ-ის სისტემის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.  კომიტეტმა დაამტკიცა თვითსერთიფიცირების ფორმა, რაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე სექტემბერში დაიდება. გიგ-ის კომიტეტმა ასევე სამართლებრივ ჟურნალში გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციების აკრედიტაციისთვის საჭირო მითითებები შეიმუშავა.  ტრენინგ ცენტრის დირექტორმა საჭირო ტრენინგების შეფასებების შედეგები წარადგინა; გიგ-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით რესურსები მიმართულ უნდა იქნას შემდეგ ტრენინგებზე: საგადასახადო სამართალი, სამოქალაქო სამართალი და ადმინისტრაციული სამართალი.  განგრძობადი იურიდიული განათლების კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება JILEP-ის ექსპერტის მონაწილეობით ტრენინგ ცენტრისთვის გაიმართოს სტრატეგიული დაგეგმვის სესიები ოქტომბრის ბოლოს.
    ვრცლად..
USAID
Top of Page