შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

სიახლეები

  • 2012
    14
    ნოე

    JILEP-მა მხარი დაუჭირა დავების ალტერნატიული მოგვარების ეროვნული ცენტრის ნოტარიუსების ტრენინგს მედიაციაზე

    2012 წლის 9 ნოემბერს, დავების  ალტერნატიული მოგვარების ეროვნული ცენტრისა და USAID JILEP-ის პროგრამის მხარდაჭერით,  სამ დღიანი სამუშაო შეხვედრების სერიის -  მედიაციები საქართველოს საჯარო ნოტარიუსისთვის, პირველი ტრენინგი ჩატარდა.  2012 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, დავების  ალტერნატიული მოგვარების ეროვნულ ცენტრს  მედიაციის ძირითადი პრინციპებში ასი საჯარო ნოტარიუსი ეყოლება დატრენინგებული.  პროგრამა, საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილია რომელიც მხარს უჭერს JILEP-ის ძალისხმევას საქართველოში მედიაციის სისტემების ზრდის ხელშწეყობასთან დაკავშირებით.
    ვრცლად..
  • 2012
    14
    ნოე

    JILEP მხარს უჭერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს ასოციაციის ტრენინგ ცენტრის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში

    9-11 ნოემბერის გასვლით ღონისძიებაზე, JILEP-ის იურიდიული განათლებისა და ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების კონსულტანტი ტონი ფისერი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს ტრენინგ ცენტრის 2 წლიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში დაეხმარა.  საგანმანათლებლო საბჭო შედგება ასოციაციის კომიტეტების თავმჯდომარეებისგან, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და ეთიკის კომისიის წევრებისგან.  ღონისძიებაზე, ექსპერტი საბჭოს ტრენინგ ცენტრის სტრატეგიული გეგმის „მისიის“ განსაზღვრასა და პრიორიტეტული მიზნების და აქტივობების ჩამონათვალის გაკეთებაში დაეხმარა. მიზნები მოიცავს: განგრძობადი იურიდიული განათლების ტრენერებისა და ტრენინგ პროგრამების შერჩევის რაციონალური კრიტერიუმი ჩამოყალიბებას, ადვოკატთა ასოციაციის საგამოცდო სისტემის გაუმჯობესებას, ისევე როგორც ტრენინგ ცენტრის მოდერნიზაციას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გეგმის შემუშავებას, რომელიც ტრენინგ ცენტრის შესახებ ასოციაციის წევრებისა და საზოგადოების უკეთეს ინფორმირებულობას უზრუნველყოფს.
    ვრცლად..
  • 2012
    12
    ნოე

    JILEP მხარს უჭერს საერთაშორისო აკადემიურ კონფერენციას მედიაციაზე

    ამა წლის 6-8 ნოემბერს, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის გრანტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტმა ჩაატარა კონფერენცია თემაზე „მედიაციის განვითარების მიმდინარე ტენდენციები“.  კონფერენციის სპიკერებს შორის იყვნენ, ამერიკის, ევროპის და ისრაელის მედიაციის ინსტიტუტების წამყვანი ექსპერტები, ასევე ქართველი მედიაციის ექსპერტები, ვინც აქტიურად მონაწილეობენ JILEP-ის დაფინანსებულ, მედიაციის საპილოტე პროექტში.  კონფერენციის თემა იყო სახელმწიფოს როლი მედიაციის განვითარებაში,  დავების ალტერნატიული მოგვარების ცენტრის პედაგოგიკასთან დაკავშირებული პრობლემები,  მედიაციის ფსიქოლოგიული ასპექტები და „მედიაციის რეალობა საქართველოში“.

    ვრცლად..
  • 2012
    07
    ნოე

    JILEP სამართლის სტუდენტებს მეორე ეროვნული ადვოკატირების კონკურსისთვის ატრენინგებს

    ამა წლის 1-2 ნოემბერს, USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციასთან და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი 50-ზე მეტი სტუდენტი და ინსტრუქტორი  ადვოკატირების ძირითად უნარებზე დატრენინგდა. ორმა ამერიკელმა ადვოკატირების ექსპერტმა, სტუდენტები ისეთ უნარებში მოამზადა როგორიც არის, შესავალი და დასკვნითი სიტყვა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა.  მონაწილეებმა ინსტრუქცია მიიღეს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის განახლებულ ნაწილზე, რაც პირდაპირ აისახება ადოვკატირების პრაქტიკაზე.  სტუდენტები და ინსტრუქტორები ამჟამად „ეროვნული ადვოკატირების კონკურსზე“  თავისი სკოლის წარსადგენად ემზადებიან, რომელიც თბილისში 2012 წლის დეკემბერში ჩატარდება.
    ვრცლად..
  • 2012
    12
    ოქტ

    JILEP წამყვან სამართლის პროფესორებს და პრაქტიკოსებს სამართლებრივ წერაში ატრენინგებს

    8-10 ოქტომბერს, JILEP-მა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნულ ცენტრთან ერთად (NCCL) საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების და კომპანიების წარმომადგენელი 11 იურისტისათვის, სამართლებრივ მართლწერაში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.  აღნიშნული სამუშაო შეხვედრა წელს JILEP-ის დაფინანსებული რიგით მესამე სამუშაო ღონისძიება იყო ამ მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (ტოპეკა, კანზასი) ასოცირებულმა პროფესორებმა ჯო მასტროსიმონემ და ტონია კოვალსკიმ,  სამუშაო შეხვედრის მონაწილეებთან შემდეგი თემები განიხილეს: სამართლებრივი კომუნიკაცია, ეფექტური წერის პრინციპები და წერილობითი არგუმენტაცია.  აღნიშული სამუშაო შეხვედრები JILEP-ის საგანმანათლებლო აქტივობების ნაწილია, რომლის მიზანია ქართველი იურისტების სამართლებრივი არგუმენტირებისა და წერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
    ვრცლად..
  • 2012
    10
    ოქტ

    JILEP მხარს უჭერს საგადასახადო სამართლის ტრენინგების სერიას ქართველი ადვოკატებისთვის

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარებულმა პროფესიული საჭიროებების კვლევამ, საგადასახადო სამართალი გამოავლინა როგორც პრიორიტეტული საგანი.  2012 წლის 8 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, JILEP-ის მხარდაჭერით ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგ ცენტრში ასოციაციის 400 წევრს საგადასახადო სამართალში 14 ტრენინგი ჩაუტარდა. ტრენინგებს თბილისსა და ქუთაისში საგადასახადო სამართლის ექსპერტი, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის  პროფესორი ზვიად როგავა ხელმძღვანელობდა. აღნიშნულმა ტრენინგებმა არამარტო გააღრმავეს მონაწილეების ცოდნა საქართველოს საგადასახადო სამართალში, არამედ მათ მიენიჭათ კრედიტები 2012 წლის განგრძობითი იურიდიული განათლების მოთხოვნების შესაბამისად.
    ვრცლად..
  • 2012
    03
    ოქტ

    JILEP იურიდიული კლინიკების სამუშაო შეხვედრას ატარებს

    26-28 სექტემბერს, ბათუმში, JILEP-მა საქართველოს ხუთ სხვადასხვა უნივერსიტეტში მოქმედი იურიდიული კლინიკების წარმომადგენლები შეკრიბა.  სამუშაო შეხვედრა იურიდიული კლინიკის ბრიტანელმა  ექსპერტმა იორკის უნივერსიტეტიდან - რიჩარდ გრაიმსმა და ამერიკელმა ადვოკატმა საჯარო ინტერესის სამართლის გლობალური ქსელიდან (ნიუ იორკი) - ლუსინ ჰოვჰანისიანმა გამართა.  აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო ქართულ უნივერსიტეტებთან არსებული იურიდიული კლინიკების მუშაობის დახვეწა. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსტიტეტის, ბათუმისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები ესწრებდონენ. მათ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები, ხედვები გაუზიარეს და მომავალ თანაშმრომლობაზე ისაუბრეს.  სამუშაო ღონისძიებაზე, მონაწილეებმა შეისწავლეს თუ როგორ უნდა მართონ ცოცხალ-კლიენტებზე დაფუძნებული კლინიკა. ღონისძიება მოიცავდა ინტერაქტიულ სიმულაციებს და რეალური საქმეების განხილვას.
    ვრცლად..
  • 2012
    18
    სექ

    JILEP ქართველ მედიატორებს საოჯახო მედიაციის ტრენინგს უტარებს

    10-11 სექტემბერს, JILEP-მა შერჩეულ მედიატორობის-კანდიდატებს ტრენინგი ჩაუტარა, რომელიც ორიენტირებული იყო საოჯახო და სამემკვიდრეო დავების მედიაციის საკითხებში საუკეთესო მიდგომების განვითარებაზე.  საქართველოს სამოქალაქო კოდექსში წინა წელს შესული ცვლილებების მიხედვით, საოჯახო, სამემკვიდრეო და სამეზობლო დავები „სავალდებულო მედიაციის“  საგანი გახდა, რის გამოც საჭირო გახდა JILEP-ის ძალისხმევა ამ სფეროში. აღნიშნული სპეციალიზირებული კურსი სამუშაო ტრენინგების სერიას მოყვა, რომელიც   JILEP-მა 2012 წელს დააფინანსა და რომლის შედეგად მედიატორობის-კანდიდატები მედიაციის საფუძვლების ცოდნასა და უნარებს დაეუფლნენ.  აღნიშნულ ტრენინგს, როგორც სხვა წინა ტრენინგებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული მოგვარების ეროვნული ცენტრი მასპინძლობდა.  სესიებს სამხრეთ ტეხასის (აშშ) სამართლის კოლეჯის პროფესორები კიმბერლი კოვაკი და კეტრინ გრინ ბარნეტი უძღვებოდნენ.
    ვრცლად..
  • 2012
    18
    სექ

    JILEP თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებისთვის მედიაციის სამუშაო შეხვედრას ატარებს

    12 სექტემბერს, JILEP-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს 9 მოსამართლისთვის მედიაციის სამუშაო შეხვედრა გამართა. ეს შეხვედრა ნაწილია JILEP-ის უფრო ფართო ძალისხმევისა დაარსდეს „სასამართლო მედიაცია“ საქართველოს სასამართლოებში.  წინა სამუშაო შეხვედრებისაგან განსხვავებით, რომელშიც მედიატორობის-კანდიდატები იყვნენ ჩართულნი, ამ ეტაპზე მონაწილეობდნენ ქართველი მოსამართლეეები, რომლებიც JILEP-ის დაფინანსებული მედიაციის საპილოტე პროგრამაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.  სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო მოსამართლებიის ინფორმირება დავების ალტერნატიული მოგვარების შესახებ და მათი მომავალი საპილოტე პროგრამისთვის მომზადება.  ღონისძიებას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უმასპინძლა,  სესიებს სამხრეთ ტეხასის (აშშ) სამართლის კოლეჯის პროფესორები კიმბერლი კოვაკი და კეტრინ გრინ ბარნეტი უძღვებოდნენ.
    ვრცლად..
  • 2012
    05
    სექ

    JILEP-ი ამზადებს მედიატორებს სასამართლოსთან არსებული მედიაციის საპილოტე პროექტისთვის

    2012 წლის 1-4 სექტემბერს, დიდ ბრიტანეთში არსებულმა დავების ეფექტურად მოგვარების ცენტრმა (CEDR)  ჩაატარა ზემდგომი საფეხურის ტრენინგი მედიაციაში 18 ქართველი დელეგატისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გახდნენ პირველი პროფესიონალი მედიატორები საქართველოში. მონაწილეთა უმეტესობა, თუ არა ყველა მათგანი, მიიღებს დავების ეფექტურად მოგვარების ცენტრის (CEDR) საერთაშორისო აკრედიტაციას რათა იმუშაონ, როგორც მედიატორებმა და მონაწილეობა მიიღონ JILEP-ის დაფინასებულ სასამართლოსთან არსებული მედიაციის საპილოტე პროექტში, რომელიც ამა წლის შემოდგომაზე დაიწყება. ზემდგომი საფეხურის ტრენინგის მონაწილეები არჩეულნი იყვნენ თავიანთი ცოდნის და შესაძლებლობების მიხედვით იმ 30 კანდიდატს შორის, რომლებმაც საბაზისო მედიაციის უნარების კურსი ამა წლის ივლისში გაიარეს. სასამართლოსთან არსებული მედიაციის საპილოტე პროექტი წარმოადგენს თანამშრომლობას USAID/JILEP-ის, თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული მოგვარების ეროვნული ცენტრის (TSU NCADR) და გერმანული საზოგადოება საერთაშორისო თანამეგობრობისთვისს (GIZ) შორის, და მიზნად ისახავს სამართლიანობისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდას და საასმართლოს ეფექტურობის გაძლიერებას საქართველოში.
    ვრცლად..
USAID
Top of Page