შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

სიახლეები

  • 2012
    10
    ივლ

    USAID/JILEP-მა საზოგადოებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარების ახალი სახელმძღვანელო წარუდგინა

    5 ივლისის, USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში მოხდა წიგნის „კომენტარები საქართველოს საგადასახადო კოდექსზე“ (ორ ტომი) წარდგენა.  პრეზენტაცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. ეკონომიკის აღორძინების ინიციატივის პროექტის ხელმძღვანელი თინა მენდელსონი და JILEP-ის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ჩხეიძე მიეგებნენ სტუმრებს.  ღონისძიება აღნიშნავდა პროექტის დასრულებას, რომელიც USAID-JILEP-ისა და USAID ეკონომიკის აღორძინების ინიციატივის (EPI) თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა და მიზნად ისახავდა ახალი საგადასახადო კოდექსის შესახებ დეტალური კომენტარების შემუშავებას. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს სამართლებრივი საზოგადოების და სხვა შესაბამისი პროფესიების წარმომადგენლები (აუდიტორები, მრჩეველები საგადასახდო სფეროში, ბუღალტერები), მთავრობის წევრები და სამეცნიერო საზოგადოება. პრეზენტაციას საქართველოს ბიზნეს ომბუცმენი ბატონი გიორგი პერტაიაც დაესწრო.  მოწვეულ სტუმრებს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.  წიგნის დაახლოებით 80 ეგზემპლარი დაურიგდათ პრეზენტაციის სტუმრებს.

    კომენტარების ელექტრონული ვერსია JILEP-ისა და ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

    ვრცლად..
  • 2012
    09
    ივლ

    ადვოკატირების ხელშემწყობი საგრანტო კონკურსი

    „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ნაწილს წარმოადგენს, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს დაინტერესებულ ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში. კონკურსი მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის საშუალებების ჩართვას საქართველოში დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების ადვოკატირების პროცესში.  კონკურსის ამოცანაა სასამართლო სისტემის გაძლიერება და მისი დამოუკიდებლობის  გაზრდა სამოქალაქო სექტორის მაქსიმალური ჩართვის გზით.

     

    დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.
    ვრცლად..
  • 2012
    05
    ივლ

    JILEP-ი ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებს ადვოკატირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში ეხმარება

    30 ივნისსა და 1 ივლისს USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში,  ადამიანის უფლებების დამცველი რვა ორგანიზაციის თოთხმეტ წარმომადგენელს წერილობითი კომუნიკაციის უნარების ტრენინგი ჩაუტარდა. ტრენინგის მონაწილეთაგან სამი რეგიონიდან იყო. ტრენინგი მიმართული იყო იურისტებისათვის და მიზნად ისახავდა ეფექტური ადვოკატირების მიზნით მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკული უნარების დახვეწას. უფრო კონკრეტულად, ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ საუკეთესო პრაქტიკას პრესის მოსაწვევების, პრეს რილიზების, ოფიციალური  განცხადებების, მოსაზრებების,  ასევე პრეზენტაციისთვის ეფექტური სლაიდების მომზადებაში და გააკეთეს პრაქტიკული სავარჯიშოები.  სამიზნე ჯგუფი მონაწილე ორგანიზაციების ფარგლებში იყვო შუალედური რგოლის თანამშრომლები.  მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ისინი ასრულებენ ძირითად სამუშაოს, რომელზეც ადვოკატირებაა დაფუძნებული, ამ ჯგუფს იშვიათად აქვს შესაბამისი უნარები და მომზადება შესრულებული სამუშაოს ეფექტურად წარმოსაჩენად. JILEP-ი განაგრძობს ადვოკატირებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევების ტრენინგებს და მომდევნო ტრენინგები შეეხება ეფექტურ ზეპირი კომუნიკაციასა და პრეზენტაციის და კვლევის უნარ-ჩვევებს.

    ვრცლად..
  • 2012
    05
    ივლ

    JILEP-ი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენლებს სწავლების ახალი მეთოდოლოგიაში უტარებს ტრენინგს

    25 ივლისს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის (თსუ) 7 პროფესორს ჩაუტარდათ ტრენინგი სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიაში. ღონისძიება წარმოადგენდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო მეთოდოლოგიის განვითარების პროგრამის  პირველ ეტაპს. აღნიშნული პროგრამის მიზანია შეაფასოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სასწავლო მეთოდები, მხარი დაუჭიროს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს ახალი სწავლების მეთოდების განვითარებაში, მათ დანერგვასა და შეფასებაში. პროფესორები, რომლებმაც გაიარეს ტრენინგი დაეხმარებიან JILEP-ს და თსუ-ს ადმინისტრაციას პროგრამის შეფასების ეტაპზე. პროგრამის განვითარების არსებულ ეტაპზე JILEP-მა იურიდიული განათლების კონსულტანტი, ლუბლინის (პოლონეთი) კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი დილეინ სვენსონი მოიწვია. JILEP-ი დამატებით ტრენინგებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი წარმომადგენლებისათვის ამ წლის 17 ივლისს გეგმავს.

    ვრცლად..
  • 2012
    05
    ივლ

    JILEP მხარს უჭერს სამართლის სკოლებში მედიაციის კურსის განვითარებას

    16-29 ივლისს, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ), მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, თსუ-ს დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით  თვრამეტ ლექტორს, რომლებიც ექვს ქართულ სამართლის სკოლას წარმოადგენდნენ, მედიაციაში 70 საათიანი ვორქშოფი ჩაუტარდათ. ვორქშოფი მიზნად ისახავდა ქართველი პროფესორებისთვის მედიაციის ინსტიტუტის გაცნობას და მედიაციის კურსის განვითარებაში მათ მხარდაჭერას. ვორქშოფი მოიცავდა საწყის და გაღრმავებულ ტრენინგებს მოლაპარაკებების უნარ-ჩვევებსა და მედიაციაში, მედიაციის სწავლების მეთოდებს, ასევე მედიაციის კურსის სილაბუსის განვითარებას. ღონისძიების პირველ ორ დღეს ასევე დაესწრო 37 პრაქტიკოსი ადვოკატი, რომელთაც ღონისძიებიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გათვალისწინებული განგრძობადი იურიდიული განათლების კრედიტები მიიღეს.  JILEP-მა ვორქშოფის ჩასატარებლად მედიაციის წამყვანი ექსპერტი, სამხრეთ ტეხასის სამართლის კოლეჯის პროფესორი კიმბერლი კოვაჩი  მოიწვია.  პროფ. კოვაჩი ქართველ პროფესორებთან თანამშრომლობას 2012 წლის შემოდგომაზეც განაგრძობს.

    ვრცლად..
  • 2012
    26
    ივნ

    JILEP-ი მხარს უჭერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ცვლილებები შეიტანოს საქართველოს კანონში ადვოკატთა შესახებ

    22-24 ივნისს, ქობულეთში გამართულ გასვლით ღონისძიებაზე, JILEP-ი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს საქართველოს კანონში ადვოკატთა შესახებ ცვლილებების შეტანაში დაეხმარა, რაც ხელს შეუწყობს ადვოკატთა ასოციაციის მაღალ პროფესიულ და ეფექტურ ორგანიზაციად ჩამოყალიბებას. აღნიშნული ცვლილებები, რაც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის შექმნას და სარევიზიო კომისიაში აღმასრულებელი საბჭოს როლის გაზრდასაც ითვალისწინებს, ხელს შეუწყობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შიდა სტრუქტურის რეფორმას. ცვლილებები ასევე შეეხება განგრძობადი იურიდიული განათლების ახალი სისტემის ამოქმედებას, რაც გარკვეულ სანქციებს დააწესებს იმ წევრთათვის რომლებიც არ შეასრულებენ განგრძობადი იურიდიული განათლების მოთხოვნებს.  ადვოკატთა ასოციაცია ასევე შეიმუშავებს უფრო მკაცრ საადვოკატო გამოცდებს და ადვოკატთა პროფესიაში გაწევრიანების უკეთეს მეთოდებს. JILEP-მა მოიწვია ამერიკელი ადვოკატი და ექსპერტი ადვოკატთა ასოციაციის საკითხებზე ბატონი ალან ფრიდმანი, რომელმაც აღნიშნულ გასვლით ღონისძიებაზე თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა ადვოკატებს.  სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი  მთელი ზაფხულის განმავლობაში იმუშავებს ადვოკატთა შესახებ კანონზე და საბოლოო ცვლილებები საკანონმდელბო ორგანოს 2012 წლის სექტემბერში წარედგინება.
    ვრცლად..
  • 2012
    25
    ივნ

    JILEP-ი უფასო იურიდიული დახმარების სფეროში მოღვაწე ადვოკატებს სამართლებრივი დასაბუთების უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება

    23 ივნისს, USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში სამართლებრივი დასაბუთების ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც იურიდიული დახმარების გამწევი ექვსი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი 14 იურისტი ესწრებოდა.  პროფესორმა დილეინ სვენსონმა მონაწილეებს საქმის ანალიზის IRAC მეთოდი (საკითხი, წესი, ანალიზი, დასკვნა) და უფრო ფორმალიზებული გერმანული ანალიტიკური მოდელი გააცნო.  მან ადვოკატებს ნორმატიულ სამართლებრივი ანალიზის რამდენიმე მიდგომა  და არგუმენტების გასამყარებლად  საქმის პრეცედენტზე მუშაობის სხვადასხვა გზა შესთავაზა.  მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დასაბუთება საადვოკატო უნარების  აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, საქართველოს სამართლის სკოლებში მისი სისტემური სახით სწავლება არ ხდება.   JILEP-ის ძალისხმევა მიზნად ისახავს ამ ხარვეზის გამოსწორებას და, ამასთან, საქართველოს სამართლის სკოლებში ამ ტიპის კურსის დანერგვას.  JILEP გააგრძელებს ადვოკატების დატრენინგებას და მომდევნო სამუშაო შეხვედრები ჩატარდება შემდეგ თემებზე: კლიენტთან გასაუბრება და კონსტულაცია, სამართლებრივი წერა, ადვოკატირება და კანონშემოქმედებითი საქმიანობა.

    ვრცლად..
  • 2012
    19
    ივნ

    წამყვანი ქართველი ჟურნალისტები „მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის“ ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძვიან

    15 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტმა „მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის“ კონკურსში დაინტერესებულ 15 ჟურნალისტს საორიენტაციო შეხვედრა ჩაუტარა. „მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის“ ჯილდო მედიისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე პირების მიერ სასამართლოების მუშაობის გაშუქების შეფასებას ისახავს მიზნად. ჯილდო  პატივს მიაგებს მედიისა და ხელოვნების წარმომადგენელთა ძალისხმევას გააშუქონ სასამართლო და მოსამართლეები გონივრული, დროული, ზუსტი და ანალიტიკური მიდგომით რაც  იმავდროულად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. შეხვედრას JILEP-ის კომუნიკაციის ექსპერტი მარკ ვესტი უძღვებოდა, რომელმაც, შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

    ვრცლად..
  • 2012
    19
    ივნ

    JILEP ადვოკატებისთვის ფუნდამენტური წერის უნარების კურსს ავითარებს

    9-16 ივნისს, JILEP-მა ბიზნეს სამართლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ვორქშოფების მეორე სერია ჩაატარა, რომელიც ქართველი ადვოკატების სამართლებრივი წერის განვითარების ხელშეწყობისთვის შემუშავდა. JILEP-ის დაფინანსებით,მოწვეულ იქნა ორი ამერიკელი წამყვანი ექსპერტი, რომელთაც სპეციალურად შერჩეულ 12 ქართველ სამართლის ლექტორს სხვადასხვა უნივესიტეტებიდან და პრაქტიკოს ადვოკატს სამართლებრივ წერაში სემინარი ჩაუტარეს. ვოშბურნის სამართლის სკოლის პროფესორმა აიდა ალაკამ  (ტოპეკა, კანზასი) და ამავე სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა ტონია კოვასლკიმ, სემინარი შემდეგ თემებზე ჩაატარეს: სამართლებირვი ანალიზის და კომუნიკაციის სახეები, კრიტიკული სამართლებრივი კითხვა, სამართლებრივი მემორანდუმის ტიპი და სტრუქტურა და ეფექტური წერის პრინციპები. მონაწილე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი სამუშაოზე ყოველდღიურად იყენებედნენ წინა ვორქშოფზე (22-23 მარტი, 2012) შეძენილ უნარებს. ვორქშოფების მესამე სერია 2012 წლის ოქტომბერში იგეგმება.

     

    ვრცლად..
  • 2012
    18
    ივნ

    სასამართლო პროცესების მონიტორინგის ფორუმზე სასამართლო რეფორმაში მონაწილე ორგანიზაციებმა სამართლიანი სასამართლო პროცესი შეაფასეს

    6 თვის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესების მონიტორინგი, რაც ასეულობით სასამართლო პროცესის დაკვირვებას და ანალიზს მოიცავდა, ხუთშაბათს 14 ივნისს გამართულ ფორუმზე სამოქალაქო საზოგადოების, სასამართლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლების მიერ მტკიცებულებების განხილვით შეჯამდა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ ერთად სასამართლო მონიტორინგის პროცესის შედეგების ანგარიში შეიმუშავა, რომელიც USAID/JILEP-ის ფარგლებში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერებას ემსახურება.  ფორუმს ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგნელები, ასევე სხვადასხვა მედია საშუალებები, რამაც, საბოლოოდ, უზრუნველყო ღონისძიების ფართოდ გაშუქება.

    ვრცლად..
USAID
Top of Page