შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

სიახლეები

  • 2012
    30
    მაი

    USAID/JILEP ხელს უწყობს სამთავრობო და არასამთავრობო იურიდიული დახმარების გამწევი ორგანიზაციების პარტნიორობას

    23 მაისს, USAID/JILEP-ის გრანტიორი, ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია: „სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახური: რეალობა და გამოწვევები“. კონფერენციაზე, CiDA-მ წარმოადგინა „იურიდიული დახმარების სამსახურის საჭიროებებისა და შესაძლებლობების კვლევის“ შედეგები. იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა, ბატონმა ირაკლი კობიძემ მოხსენება გააკეთა ორგანიზაციის მიმდინარე აქტივობების შესახებ. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა მსჯელობა, თუ რა უნდა გაკეთდეს იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციური განვითარების და მოქალაქეებისათვის მომსახურების გაწევის გაუმჯობესების მიზნით. კონფერნეციის მთავარი მიღწევა იყო იურიდიული დახმარების სამსახურსა და 11 ადგილობრივ, არასამთავრობო იურიდიული დახმარების გამწევ ორგანიზიციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის  გაფორმება, რომლის ფარგლებშიც მოხდება კლიენტების რეფერირების სისტემის განვითარება და სახელმწიფო და არასამთავრობო იურიდიული მომსახურების გამწევ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლის სისტემის გაუმჯობესება.

    ვრცლად..
  • 2012
    14
    მაი

    JILEP მხარს უჭერს საადვოკატო უნარ-ჩვევების გაუჯობესებას

    USAID-ის დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა იურიდიული მომსახურების გამწევი ორგანიზაციები ფინანსურ დახმარებას იღებენ, რაც ხელს უწყობს მათი მოტივაციის ამაღლებას და ხარისხიანი იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფას. ამა წლის თებერვალში და მარტში,  JILEP  ექვს არასამთავრობო იურიდიული მომსახურების გამწევ ორგანიზაციას შეხვდა მათი საჭიროებების გამოსავლენად. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა კლიენტის კმაყოფილების შეფასების ორი ფორმა, რის მიხედვითაც განისაზღვრება კლიენტთა კმაყოფილების დონე ორგანიზაციებში. არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების და აღნიშნული ფორმების გადახედვის შედეგად, დადგინდა, რომ ადვოკატებს აქვთ დასახვეწი ის ძირითადი საადვოკატო უნარ-ჩვევები როგორიც არის კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა, მოლაპარაკება, სასამართლოსთან ურთიერთობა, იურიდიული წერა, ასევე სპეციალიზირებული უნარები როგორიცა არის სამართლებრივი მართლწერა, სასამართლო უნარ-ჩვევები. აღნიშნულის გათვალისწინებით, JILEP-მა შეიმუშავა გეგმა, მომდევნო 2 წლის განმავლობაში ადვოკატებს ჩაუტარდეთ სემინარები სხვადასხვა საკითხებზე. პირველი სემინარი „მოლაპარაკებების ხელოვნება და უნარ-ჩვევები ადვოკატებისთვის“ 5 მაისს ჩატარადა. სამომავლოდ დაგეგმილია ვორქშოფები: სამართლებრივი დასაბუთება, კლიენტის დაკითხვა, იურიდიული წერა, ადვოკატირება და სამართლებრივი მართლწერა.

    ვრცლად..
  • 2012
    14
    მაი

    JILEP-ის მხარდაჭერით ევროპული სასამართლოების გენერალურ ასამბლეას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი დაესწრო

    მართლმსაჯულების საბჭოების ევროპული ქსელი  (ENCJ), ევროკავშირის წევრი ქვეყნების  მართლმსაჯულების საბჭოებს აერთიანებს და წარმოადგენს მათ ევროკავშირში. 2012 წლის 9-11 მაისს მართლმსაჯულების საბჭოების ევროპულმა ქსელმა  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ბატონი ვალერი ცერცვაძე გენერალურ ასამბელაზე დუბლინში, ირლანდიაში მიიწვია. USAID-ის დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ხელშეწყობით  ბატონ ვალერი ცერცვაძემ მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ ღონისძიებაში, რითაც შესაძლებელი გახდა საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მართლმსაჯულების ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის გამყარება და ბატონი  ვალერი ცერცვაძის ჩართვა ევროპელი კოლეგების მიერ მოსამართლეთა შერჩევასა და დანიშვნის მინიმალური სტანდარტების ირგვლივ  გამართულ დისკუსიაში.

    სამდღიანი ღონისძიება, რომელშიც ბატონი ვალერი აქტიურ მონაწილეობას იღებდა, დასრულდა „მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის სტანდარტების დეკლარაციის“  მიღებით, რომელიც გარკვეულ გავლენას იქონიებს საქართველოს სამართლებრივ განვითარებაზე აღნიშნულ სფეროში.
    ვრცლად..
  • 2012
    10
    მაი

    USAID/JILEP საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას განგრძობითი იურიდიული განათლების სისტემის შექმნაში ეხმარება

    საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გაგრძობითი იურიდიული განათლების პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, JILEP-მა საერთაშორისო იურიდიული განათლების ექსპერტი ანტონი ფისერი მოიწვია, რომელმაც განგრძობითი იურიდიული განათლების კომისიას კონსულტაციები ჩაუტარა. 4-6 მაისს, JILEP-ის მხარდაჭერით გასვლითი ღონისძიება ჩატარდა, სადაც ბატონმა ფისერმა და კომისიის წევრებმა განგრძობითი იურიდიული სისტემის მართვის გასაუმჯობესებლად შიდა წესებისა და პროცედურების აუცილებელ ცვლილებებზე ისაუბრეს. განხილულ საკითხთა შორის იყო: კრედიტის მინიჭება იმ ადვოკატებისთვის ვინც იურიდიული წიგნებსა თუ პუბლიკაციებს აქვეყნებს, ასოციაციის წევრებისთვის ჩატარებული სასწავლო კურსების მონიტორინგსა და შეფასების მექანიზმის შემუშავება, ასევე ასოციაციის ტრენინგის ცენტრის შექმნა, რომელიც ასოციაციის კომისიისგან განცალკევებით იფუნქციონირებს.

    ვრცლად..
  • 2012
    03
    მაი

    JILEP ატარებს სამართლის პროფესორებისთვის სწავლების მეთოდოლოგიის ტრენინგებს

    28-29 აპრილს, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფარგლებში, თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიაში ტრენინგი ჩაუტარდათ ცხრა სხვადასხვა სამართლის სკოლის 18 პროფესორს. ტრენინგი შემუშავდა სამართლის პროფესორებისთვის სწავლების უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით. ღონისძიება ემსახურებოდა სილაბუსის განვითარების სამ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს უნარ-ჩვევებზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობას ქართულ სამართლის სკოლებში. JILEP მხარს უჭერს საქართველოს იურიდიული განათლების სილაბუსში სამი სასწავლო კურსის შეტანას, კერძოდ: სასამრთლო უნარ-ჩვევები, ადვოკატის ეთიკა, იურიდიული კლინიკა. ამ ეტაპისთვის, JILEP-მა მოიწვია იურიდული განათლების კონსულტანტი, ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი, დილეინ სვენსონი. პროექტის ფარგლებში იგეგმება დამატებითი ტრენინგების ჩატარება ადვოკატის ეთიკის და სასამართლო უნარ-ჩვევების მიმართულებით ამ წლის ივლისში.

    ვრცლად..
  • 2012
    26
    აპრ

    იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს პირველ კონკურსს მედიისა და ხელოვნების დარგში 2012 წლის ჯილდო „მოსამართლის ოქროს ჩაქუჩი“

    2012 წლის 10 აპრილს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა ყოველწლიური კონკურსი „მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის ჯილდო“. კონკურსი მიზნად ისახავს მედიისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე პირების მიერ საქართველოს სასამართლოების მუშაობის გაშუქების შეფასებას.

    ჯილდო გადაეცემა საუკეთესო ნამუშევრებს ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში ბეჭდურ და სამაუწყებლო მედიაში, რადიო, ბლოგსა და პლასტიკური ან საშემსრულებლო ხელოვნებაში. ჯილდო  პატივს მიაგებს მედიისა და ხელოვნების წარმომადგენელთა ძალისხმევას გააშუქონ სასამართლო და მოსამართლეები გონივრული, დროული, ზუსტი და ანალიტიკური მიდგომით რაც  ასევე იმავდროულად  საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

    ვრცლად..
  • 2012
    23
    აპრ

    JILEP ქუთაისის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების იურიდიულ კლინიკებს განვითარებაში ეხმარება

    19 და 20 აპრილს, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში (JILEP) შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო და აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩატარდა ვორქშოფი, რომელიც ითვალისწინებდა იურიდიული კლინიკების ხელმძღვანელების და მათი სტუდენტების პრაქტიკული და სხვა უნარ-ჩვევების დახვეწას. ვორქშოფი საქართველოს იურიდიული კლინიკების განვითარების პროგრამის ნაწილია რომელიც 2011 წელს დაიწყო და JILEP-ის პროექტის დასრულებამდე გაგრძელდება. ამ ეტაპისთვის, კლინიკის განვითარების პროგრამის ფარგლებში, JILEP-ი იყენებს საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციის - „საჯარო ინტერესის სამართლის გლობალური ქსელის“ (PILnet) ექსპერტიზას. ვორქშოფი PILnet-ის კლინიკის ექსპერტმა, დიდი ბრიტანეთის, იორკის სამართლის სკოლის კლინიკის ხელმძღვანელმა - პროფესორმა რიჩარდ გრაიმსმა ჩაატარა, რომელსაც მთლიანობაში 28 სტუდენტი, კლინიკის პროფესორი და ხელმძღვანელი დაესწრო. ვორქშოფის დასრულების შემდეგ, პროფესორმა გრაიმსმა ბათუმისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკის წევრებთან დისკუსია გამართა კლინიკური პრაქტიკის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. JILEP-ი დამატებით ტრენინგებს კლინიკის სტუდენტებისთვის ამა წლის მაისში და აგვისტოში გეგმავს.
    ვრცლად..
  • 2012
    11
    აპრ

    USAID/JILEP-ის მიერ დაფინანსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი Willem C. Vis - ის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ფინალურ ეტაპზე გავიდა

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაბრუნდა თბილისში მას შემდეგ რაც Willem C. Vis -ის სახელობის საერთაშორისო კომერციული სარბიტრაჟო იმიტირებული პროცესის ფინალურ ეტაპში მიიღო მონაწილეობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 282 მონაწილე უნივერსიტეტებს შორის საუკეთესო 12%-ში მოხვდა. თსუ იყო ერთადერთი უნივერსიტეტი პოსტ-საბჭოთა სივრციდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩათვლით, რომელიც წელს  ფინალურ რაუნდში მოხვდა. ასევე აღსანიშნავია, რომ დღემდე არც ერთი პოსტ-საბჭოთა ქვეყნის უნივერსიტეტი არ გასულა კონკურსის ამ ეტაპამდე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ სტუდენტები: გიორგი დვალაძე, მარიამ ჯორბენაძე, ანა კოსტავა, ბაქარ ფალავანდიშვილი. გასული წლის თსუ-ს გუნდის ორი წევრი: ჯაბა გველებიანი და ნატა ღიბრაძე კი ამა წლის გუნდის ტრენერ-ასისტენტებად წარსდგნენ. თსუ-ს გუნდის ვენაში გამგზავრების დაფინანსებითა და თბილისის პირველი Vis Pre-Moot_ის თებერვალში ჩატარების მხარდაჭერით, USAID/JILEP-ი ხელს უწყობს საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის გარემოს განვითარებას საქართველოში, ამასთან იურიდიული განათლების გაღრმავებას აქტიური სწავლების საშუალებით.
    ვრცლად..
  • 2012
    10
    აპრ

    USAID/JILEP-ის მხარდაჭერით ამოქმედდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი ვებგვერდი და მიიღო საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ნდობის სამოქმებდო გეგმა

    10 აპრილს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მედიის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, სასამართლოს სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით 3 ახალი ინიციატივა წარუდგინა. აღნიშნული ინიციატივები მოიცავდა შემდეგ საკითხებს: 1) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი ვებ გვერდის შემუშავება 2) საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ნდობის სამოქმედო გეგმის მიღება 3) კონკურსი მედიასა და ხელოვნების დარგში „მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის“ გამოცხადება. USAID/JILEP-მა მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ სამივე ინიციატივის განვითარებას. ვებგვერდის საშუალებით www.hcoj.gov.ge დაინტერესებულ პირებს ინგლისურ და ქართულ ენებზე შეუძლიათ განახლებული ინფორმაცია მიიღონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურასა და მის საქმიანობაზე, ასევე საქართველოში არსებულ სასამართლოებზე. რაც შეეხება „მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის“ დაჯილდოებას, იგი ყოველწლიურად ჩატარდება და მიზნად ისახავს მედიისა და ხელოვნების დარგში მიღვაწე პირების მიერ საქართველოს სასამართლოების მუშაობის გაშუქების შეფასებას.

    ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტატინე კუბლაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერიან ცერცვაძე და დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი, USAID - სუზან ქოული.
    ვრცლად..
  • 2012
    06
    აპრ

    USAID/JILEP მხარს უჭერს საზოგადოებრივ ფორუმს ადმინისტრაციულ პატიმრობასა და ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებით

    2012 წლის 6 აპრილს, „კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ჩაატარა საზოგადოებრივი ფორუმი, იმ პრობლემატური საკითხების განხილვის მიზნით, რომლებიც არსებობს იუსტიციის სამინისტროს მიერ შედგენილ ახალ ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კანონპროექტში. ღონისძიება გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა. ფორუმში მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სახალხო დამცველის ოფისი, პარლამენტის წევრები, სასამართლოების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და ჟურნალისტები.
    ვრცლად..
USAID
Top of Page