შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

სიახლეები

  • 2017
    25
    აპრ

    ქუთაისელი სტუდენტები პარლამენტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

    2017 წლის 20 აპრილს, ნატალია ჯალიაშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა  და სოფიო ქაცარავამ, პარლამენტის წევრმა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხეს.  სტუდენტებთან შეხვედრა ერთ-ერთი იყო იმ შეხვედრების სერიიდან, რომელსაც სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობითა და EWMI/PROLoG-ის მხარდაჭერით მართავს. შეხვედრა მიზნად ისახავდა  ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მთავრობის მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობას საქართველოს რეგიონებში. 

    ვრცლად..
  • 2017
    21
    აპრ

    არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს კვლევის პრეზენტაცია

    24 მარტს, თბილისში, გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ მიერ ჩატარებული კვლევის ,,გენდერული ნიშნით ძალადობა ქვემო ქართლში“ პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაცნობას და ამ კუთხით არსებული პრობლემების ანალიზს. კვლევა მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის ,,იურიდიული დახმარებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების სერვისები ქვემო ქართლში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასთან (სიფა) პარტნიორობით. ღონისძიება გახსნა ზვიად დევდარიანმა, CiDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნილ ვაინშტაინი PROLoG-ის ხელმძღვანელის მოადგილე და სოფო ჯაფარიძე,  პრემიერის თანაშემწე ადამიანის უფლებების და გენდერის საკითხებში, ხოლო პროექტის მიგნებების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია პროექტის იურისტმა თეონა კილაძემ გააკეთა. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდა 52 ადამიანი.

    ანგარიშის შედეგების მიხედვით, რეგიონში მაცხოვრებელთა უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, ნაადრევი ქორწინებისა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებით. ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზებია: რეგიონში არსებული ცნობიერების დაბალი დონე და ასევე ბენეფიციარების მხრიდან არსებული უნდობლობა სერვისების მიღების თვალსაზრისით. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მონაწილეობით. დისკუსია  შეეხო როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ისე სასამართლოს მხრიდან ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. დისკუსიის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ აუცილებელია ქართლის რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება. 

    ვრცლად..
  • 2017
    21
    აპრ

    ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის პრეზენტაცია

    2017 წლის 31 მარტს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) გამართა ანგარიშის „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები“ (HRC)  პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა EWMI/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში. პროექტი განხორციელდა ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში. მომხსენებლებმა განიხილეს პროექტის აქტივობები, რაც მოიცავდა ქალთა მიმართ ძალადობის 20 საქმეზე, რომელიც ორგანიზაციამ აწარმოა ადგილობრივ საერთო სასამართლოებში. პროექტის განხორციელებისას გამოიკვეთა  პრობლემები, რომლებიც  აფერხებენ ქალების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და მათ მისაწვდომობას მართლმსაჯულებაზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიება გახსნა პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში, სოფიო შამადინმა. ღონისძიებას ესწრებოდა 46 მონაწილე.

    ქალთა უფლებების მიმართულებით, იკვეთება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობისა და გადაცდომის ფაქტები, ისევე როგორც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები. ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოძიება ასევე პრობლემურია. ძალადობის გამომწვევ ფაქტორებში სჭარბობს გენდერული სტერეოტიპები, ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, პატრიარქალური დამოკიდებულებები ქალთა უფლებების შესახებ და ქალთა ინფორმირებულობის დაბალი დონე მათი უფლებების თაობაზე. ასევე, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ადრეული ქორწინების პრობლემა და ეკონომიკური დამოკიდებულება მოძალადეზე. ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში, პრობლემას წარმოადგენს ენობრივი ბარიერით გამოწვეული კანონისა და მართლმსაჯულების განმახორციელებელი ინსტიტუციების შესახებ ცოდნის სიმწირე, რის გამოც მათ არ გააჩნიათ  განათლების, საკუთრების უფლების, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისებზე სათანადო ხელმისაწვდომობა.

    ვრცლად..
  • 2017
    18
    აპრ

    EWMI/PROLoG მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყვეტ რეფორმას საქართველოში

    EWMI/PROLoG-ი განაგრძობს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020წწ. ეროვნული სტრატეგიის განხორციელების მხარდაჭერას. 2016 წლის ნოემბერში, ეროვნული სტრატეგიის განხორციელების შუალედურ ეტაპზე მიღწეული პროგრესის შეფასების მიზნით, PROLoG-მა გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით ადამიანის უფლებათა დაცვის წამყვანი ექსპერტი, მეგი ნიკოლსონი მოიწვია. 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ექსპერტი დამოუკიდებელი შეფასების მიგნებების წარსადგენად  საქართველოში იმყოფებოდა.

    ვრცლად..
  • 2017
    18
    აპრ

    საიამ წარადგინა ქალების წინააღმდეგ ჩადენილი საქმეების მონიტორინგის ანგარიში

    27 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) წარადგინა ანგარიში ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულებისა და ქალების წინააღმდეგ ძალადობის საქმეების შესახებ. ეს საია-ს გამოქვეყნებული მეათე და პირველი სპეციალიზებული ანგარიში იყო, მას შემდეგ, რაც საიამ სისხლის სამართლის პალატების მონიტორინგი დაიწყო 2011 წელს EWMI-PROLoG-ის მხარდაჭერით. მონიკა აზიმიმ, USAID-საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა გახსნა პრეზენტაცია. მონიტორინგმა მოიცვა პერიოდი 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის იანვრამდე და ჩატარდა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის საქალაქო და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები.

    ვრცლად..
  • 2017
    11
    აპრ

    პრეზენტაცია: საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის განხორციელება: ძირითადი მიგნებები და სამომავლო ნაბიჯები

    2017 წლის 10 აპრილს გაიმართა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის  დამოუკიდებელი შეფასების მიგნებებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია.  ანგარიში მოამზადა ადამიანის უფლებების საერთაშორისო ექპერტმა მეგი ნიკოლსონმა, USAID-ის მიერ  დაფინანსებული და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

    პრეზენტაცია გახსნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა, ნატალია ჯალიაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, შომბი შარპმა,  და აშშ-ს განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის ხელმძღვანელმა, მონიკა აზიმიმ.

    ვრცლად..
  • 2017
    07
    აპრ

    Draft Judicial Strategy Presented in Parliament (ka)

    On April 7, the Legal Issues Committee of the Parliament of Georgia hosted the presentation of the initial version of the Judicial Strategy for 2017-2021.

    Eka Beselia, the Committee Chair, opened the presentation together with Tamar Chugoshvili, Depury Chair of the Parliament,  and Nino Gvenetadze, the Chief Justice of the Supreme Court. The Secretary and Members of the High Council of Justice, MPs from the Legal Committee, the Deputy Minister of Justice and representatives of international donor organizations participated in the meeting. The Chairs of the working groups of the Judicial Strategy Committee (JSC) – Eva Gotsiridze, Tamar Alania and Kakha Sopromadze, all members of the HCOJ – spoke about the strategic directions, challenges and tasks of the reform and specific activities to be undertaken. Members of Parliament’s Legal Committee shared their positive feedback about the work carried out by the JSC and the text of the Strategy. They also expressed their interest in the action plan to know more about the specific activities for strategy implementation.

    The initial version of the Judicial Strategy is now ready to be discussed in Parliament and with the public. The action plan for the strategy is being drafted and will be shared for comments in the near future.

    The Judicial Strategic Committee was established in May 2016 by the High Council of Justice, and its members represent both state authorities and thirty-six non-governmental otganizations through the Coalition for an Independent and Transparent Judiciary. Judicial Strategy development is the responsibility of the High Council of Justice under the EU Association Agreement. The strategy development process is supported by the international donor organizations: EWMI/PROLoG (USAID), GIZ, EU4 Justice and CoE. 

    ვრცლად..
  • 2017
    06
    აპრ

    EWMI/PROLoG მხარს უჭერს საჯარო დისკუსიას საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ

    31 მარტს, EWMI/PROLoG-ის მხარდაჭერილმა საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელმა, ვახუშტი მენაბდემ გამართა საჯარო დისკუსია საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმების პროცესის შესახებ. ვახუშტი მენაბდე საკონსტიტუციო კომისიის წევრია, რომელიც 2017 წელს შეიქმნა საქართველოს კონსტიტუციაში შესაძლო ცვლილებების პროექტის  შესამუშავებლად. საჯარო დისკუსიის მიზანი იყო განეხილა კომისიის მიერ შემოთავაზებული კონსტიტუციის ცვლილებები და ასევე ემსჯელა სხვა შესაძლო რეფორმებზე. საჯარო დისკუსიის დროს განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევის პროცედურა, არსებული საპარლამენტო სისტემა და ქართულ პოლიტიკურ სისტემაში არსებული ნაკლოვანებები.  პრეზენტაციის შემდეგ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ სპიკერისთვის და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში.  

    ვრცლად..
  • 2017
    05
    აპრ

    EWMI/PROLoG მხარს უჭერს იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრს ოჯახური ძალადობის შესახებ

    1-2 აპრილს, EWMI/PROLoG-ის მხარდაჭრილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის მიმართულების ხელმძღვანელმა, ქეთევან ხუციშვილმა ორგანიზება გაუწია იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრს ოჯახურ ძალადობაზე.  შეჯიბრში უპრეცედენტო რაოდენობის, 75 გუნდი იღებდა მონაწილეობას თბილისიდან და რეგიონებიდან, რაც მიუთითებს სტუდენტებისა და საზოგადოების განათლების მნიშვნელობაზე ოჯახური ძალადობისა და ქალთა უფლებების შესახებ. შეჯიბრის მიზანი იყო ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული კომპლექსური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სტუდენტების განათლება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ადგილობრივი და საერთაშორისო ბრძოლის მექანიზმების შესახებ და მათი პრაქტიკული უნარებისა და თეორიული ცოდნის გაუმჯობესება. ღონისძიებას ასევე მხარს უჭერდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გაეროს ქალთა პროგრამა, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

    შეჯიბრის ზეპირ რაუნდში 12 გუნდი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ბათუმის შოთა რუსთაველის და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან. შეჯიბრის ფინალური ეტაპი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში ჩატარდა, სადაც გამარჯვება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, ხოლო მეორე ადგილი ქუთაისის გუნდმა მოიპოვა. სტუდენტები ბათუმის, კავკასიის და თავისუფალი უნივერსიტეტებიდან დაჯილდოვდნენ „საუკეთესო მოწმის“, „საუკეთესო ბრალდების“ და „საუკეთესო მომხსენებლის“ ჯილდოთი, ხოლო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეჯიბრის მონაწილე ორ საუკეთესო სტუდენტს უზრუნველყოფს საკუთარი სასწავლო ცენტრის ერთწლიან სასწავლო კურსში უფასო მონაწილეობის უფლებით. 

    ვრცლად..
  • 2017
    04
    აპრ

    EWMI/PROLoG-ის მიერ მხარდაჭერილი ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელმა ქალთა ისტორიული თვისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერიას უმასპინძლა

    მარტის თვეში, პროექტ „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) მხარდაჭერილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გურჩიანმა გამართა ქალთა ისტორიული თვისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციებისა და დისკუსიების სერია, ქალთა ისტორიული მიღწევებისა და მათი როლის  აღსანიშნავად საზოგადოებაში.

    27 მარტს, საჯარო ლექციას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც ისაუბრა საქართველოს კანონზე გენდერული თანასწორობის შესახებ, გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმასა და საკონსტიტუციო რეფორმების კომისიის მუშაობაზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით და ასევე დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე აღნიშნული მიმართულებით.   

    ვრცლად..
<< 2 3 4 5 6 >>
Top of Page