On November 3, Professor Goga Khatiashvili presented his newly published book, Combating Violence against Women and Children and Domestic Violence, to a group of 50 students and professors at Georgian National University SEU. In the book, Professor Khatiashvili describes the key legislation covering domestic violence and violence against women in Georgia, and delivers commentaries on this legislation.
ვრცლად..სიახლეები
-
202109ნოე
Georgian Human Rights Expert Publishes Book on How to Combat Domestic Violence and Violence against Women and Children (ka)
-
202104ნოე
ქართველი იურისტები მედიაციის ეთიკის სწავლებისათვის ემზადებიან
2021 წლის 25-27 ოქტომბერს და 1-3 ნოემბერს, ჯეიმს მოლიტერნომ, USAID/PROLoG-ის ექსპერტმა ეთიკის საკითხებში, საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებისთვის ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა, რომლის თემაც „ეთიკა მედიაციაში“ იყო.
ვრცლად.. -
202103ნოე
ფეისბუქზე M-Talks („საუბრობენ მედიატორები“) დაიწყო: დავით ასათიანმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მედიაციის შესახებ შეკითხვებს უპასუხა
2021 წლის 1 ნოემბერს, USAID/PROLoG-ის ფეისბუქ გვერდზე M-Talks-ის („საუბრობენ მედიატორები“) სერიის პირველი ეპიზოდი გავიდა. დავით ასათიანმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მედიაციის პროცესში ადვოკატი-მედიატორის თვალით დანახული გამოწვევების შესახებ შეკითხვებს უპასუხა. საუბარს ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ უმასპინძლა. M-Talks-ს საერთო ჯამში 1,065 ადამიანმა უყურა, ხოლო 40 მომხმარებელი კი მას პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს.
ვრცლად.. -
202101ნოე
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ადვოკატებს რჩევები მისცა
25 ოქტომბერს, USAID/PROLoG-ის ხელშეწყობით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა, უფასო იურიდიული დახმარების გამწევი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელ 20 ადვოკატს რჩევები მისცა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული კლიენტების ეფექტური წარმომადგენლობის თაობაზე.
ვრცლად.. -
202128ოქტ
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების მეთოდოლოგია წარადგინა
2021 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ის მეთოდოლოგია წარადგინა, რომლითაც იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისას ხელმძღვანელობდა. ღონისძიება სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა. დავით ასათიანმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ხარვეზებიანი და წინააღმდეგობრივი პროცესი აღწერა, სადაც საბოლო ჯამში, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ასოციაციის მიერ კანდიდატების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია სათანადოდ არ გაითვალისწინეს.
ვრცლად.. -
202125ოქტ
გენდერული თანასწორობის საბჭო განიხილავს არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებულ ქალთა უფლებებს და კოვიდ-19-ის გავლენას
21 ოქტომბერს, USAID/PROLoG-ისა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თანმშრომლობით, ჩატარდა თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ საკითხის „არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებულ ქალთა უფლებები და კოვიდ-19-ის გავლენა“ მოსმენა. საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ USAID/PROLoG-ის ექსპერტი სოფიო ჩაჩავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე შრომის ინსპექციის, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და იურიდიული დახმარების სამსახურის წარომადგენლები. შეხვედრის განმავლობაში, მონაწილეებმა გამოავლინეს გამოწვევები, რომლებსაც ქალები არსებულ ეკონომიკურ გარემოში აწყდებიან.
ვრცლად.. -
202121ოქტ
USAID/PROLoG-ი მხარს უჭერს სახალხო დამცველის აპარატის მოქალაქეთა მომსახურების დეპარტამენტს ადგილზე გასვლის გზამკვლევის შემუშავებაში
19 ოქტომბერს, USAID/PROLoG-მა ორგანიზება გაუწია სახალხო დამცველის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრას სახალხო დამცველის აპარატის მოქალაქეთა მომსახურების დეპარტამენტის კომუნიკაციის ახალი პროგრამის შესახებ, რომელიც PROLoG-ის მხარდაჭერით შემუშავებული მომსახურების სტანდარტების მიხედვით ხორციელდება. დეპარტამენტის უფროსმა წარმოადგინა პროგრამის მუშაობის ექვსი თვის შედეგები, რომლის გაანალიზებასა და განხილვაში ჩაერთნენ შეხვედრის მონაწილეები.
ვრცლად.. -
202119ოქტ
USAID/PROLoG-ის ორგანიზებით საქართველოს მედიატორთა ასოციაციის გუნდის შეკვრის ტრენინგი ჩატარდა
2021 წლის 15 და 16 ოქტომბერს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მმართველი გუნდის, ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და ახლადარჩეული ეთიკის კომისიის წევრებისათვის გუნდის შეკვრის ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ქართველო ექსპერტი მაია ხოსიტაშვილი უძღვებოდა. რადგან ორგანიზაცია შედარებით ახალია, ტრენინგის მიზანი მონაწილეების შეკრება იყო, რათა მათ უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი, განმტკიცებულიყო თანამშრომლობა და მათი მოტივირება მომხდარიყო, რომ ერთად უფრო აქტიურად ემუშავათ.
ვრცლად.. -
202119ოქტ
საქართველს მედიატორთა ასოციაციის სამუშაო ჯგუფი განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემაზე მუშაობის დასასრულებლად შეიკრიბა
2021 წლის 17 და 18 ოქტომბერს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, ბორჯომში საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის შემადგენლობაში მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მედიატორები შედიოდნენ.
ვრცლად.. -
202108ოქტ
USAID/PROLoG-ი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში უჭერს მხარს
2021 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტმა მისი ახალი სტრატეგიისა და ორწლიანი სამოქმედო გეგმის ონლაინ პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტების შემუშავება USAID/PROLoG-ის ექსპერტის, ირმა ოქროპირიძის დახმარებით განხორციელდა. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ფოკუს-ჯგუფებთან ჩატარებული ინტერვიუებიდან მიღებული რეკომენდაციების, მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტის დებულების, ასოციაციისა და კომიტეტის ანგარიშების ანალიზის საშუალებით მოხდა. ქ-ნი ირმა ოქროპირიძის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, კომიტეტმა განსაზღვრა საკუთარი მისია, ხედვა, სამუშაო პრინციპები და ღირებულებები, ფოკუს-ჯგუფებთან მომავალი თანამშრომლობის ფორმატი, სტრატეგიული მიზნები და ამოცანები.
ვრცლად..