COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

სიახლეები

  • 2021
    23
    სექ

    USAID/PROLoG მხარს უჭერს თბილისის და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში საზოგადოებაზე ორიენტირებული სერვისების განვითარებას

    USAID/PROLoG აქტიურად თანამშრომლობს თბილისის და რუსთავის საქალაქო სასამართლოებთან საზოგადოებაზე ორიენტირებული სერვისების განვითარებისა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. 2020 წლის სექტემბერში, PROLoG-ის ინიციატივით,  თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი „საზოგადოებაზე ორიენტირებული სერვისების გაუმჯობესებისთვის“. სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც მოსამართლეები და სასამართლოს თანამშრომლები შედიან, პირველი შეხვედრა საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების თემაზე 2020 წლის ოქტომბერში ჩაატარა. შეხვედრა გაიმართა ნიუ-იორკში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლო ინოვაციების ცენტრის“ (CCI) ჩართულობით.

    ვრცლად..
  • 2021
    20
    სექ

    თანასწორობის მოძრაობამ ანგარიში ლგბტქი ადამიანების შრომითი უფლებები და დასაქმება წარადგინა

    16 სექტემბერს, თანასწორობის მოძრაობამ, USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ლგბტქი ადამიანების შრომითი უფლებების ადვოკატირება ფარგლებში, გამართა ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია ლგბტქი ადამიანების შრომითი უფლებები და დასაქმება Covid-19 პანდემიის კონტექსტში. ანა აფციაურმა, თანასწორობის მოძრაობის პროექტის კოორდინატორმა, და გიორგი ჩხეიძემ, USAID/PROLoG-ის პროგრამის ხელმძღვანელმა, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მსმენელებს.

    ვრცლად..
  • 2021
    15
    სექ

    USAID/PROLoG Supports Human Rights Summer School (ka)

    On September 5-9, Free University of Tbilisi and the Constitutional Court of Georgia held a summer school course on “The Protection of Human Rights through Strategic Litigation in the Constitutional Court of Georgia” in Batumi with USAID/PROLoG support.

    ვრცლად..
  • 2021
    14
    სექ

    საიამ საქართველოს სისხლის სამართლის პროცესებზე Covid-19 პანდემიის ერთწლიანი გავლენა მიმოიხილა

    10 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასიციაციამ (საია), USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, გამართა სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N15 ანგარიშის - დისტანციური სამართალწარმოება და სათანადო  სასამართლო კონტროლი - ონლაინ პრეზენტაცია. ნიკოლოზ სიმონიშვილმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, და რუსუდან ტაბატაძემ, USAID-ის წარმომადგენელმა, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მსმენელებს. პრეზენტაციაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს საიას წარმომადგენლებმა თამარ ბოჭორიშვილმა და ფატი ჩაფიჩაძემ; საქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საბა ბრაჭველმა; თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ; საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსმა მირიან მეგრელიშვილმა, და ამირან გიგუაშვილმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარემ.

    ვრცლად..
  • 2021
    08
    სექ

    ტრენინგი ახალი ქეისბანკის შესახებ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის

    USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურმა განახლებული ქეისბანკის სისტემის (საქმეთა მართვის პროგრამული უზრუნველყოფა) გამოყენების შესახებ საკუთარი ადვოკატების გადამზადება შეძლო. აღნიშნული სისტემის გამოყენებით ყველა განხორციელებული სამართლებრივი ქმედების აღრიცხვა იქნება შესაძლებელი. ტრენინგები „იდეა დიზაინმა“ ჩაატარა, რომელიც USAID/PROLoG-მა 2021 წლის დასაწყისში პროგრამული უზრუნველყოფის განახლების მიზნით შეარჩია.

    ვრცლად..
  • 2021
    02
    სექ

    Rustavi City Court Adopts Standards for User Interaction Developed by USAID/PROLoG (ka)

    In May and June, USAID/PROLoG supported training on effective communication with court users for 121 court personnel from Tbilisi and Rustavi City Courts. In relation to the trainings, USAID/PROLoG expert Nino Beruashvili also developed new Standards for Interactions with Court Users, which were provided to the courts for future use. Soon after receiving the new standards, the Chair of Rustavi City Court conveyed his gratitude for the document and issued an official recommendation for staff members of Rustavi City Court and Gardabani Magistrate Court to be guided by the standards when interacting with court users.

    ვრცლად..
  • 2021
    17
    აგვ

    USAID/PROLoG Helps Academic Institutions Adopt Anti-Sexual Harassment Mechanisms (ka)

    Under the USAID/PROLoG grant “Improvement of Antidiscrimination policy and regulations at Higher Education Institutions,” Tbilisi State University (TSU) and Batumi Shota Rustaveli State University adopted amendments to the university charter, ethics codes and regulations on disciplinary proceedings with regards to prohibition of sexual harassment

    ვრცლად..
  • 2021
    16
    აგვ

    GTUC-მა ანგარიში პანდემიის გავლენა შრომის ბაზარზე და დასაქმებულთა მდგომარეობაზე წარადგინა

    13 აგვისტოს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ (GTUC), USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის COVID-19 ვირუსის შედეგად დაზარალებულ დასაქმებულთა სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, გამართა ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია - პანდემიის გავლენა შრომის ბაზარზე და დასაქმებულთა მდგომარეობაზე, რომელსაც 54 მონაწილე ესწრებოდა. 

    ვრცლად..
  • 2021
    10
    აგვ

    ტრენინგი შრომით ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის შესახებ

    7-8 აგვისტოს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით ჩატარდა ონლაინ ტრენინგი შრომით ურთიერთობებში შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების წარმოების სტანდარტის შესახებ, შრომის ინსპექციის 17 ახალი თანამშრომლისთვის. ტრენინგს უძღვებოდნენ მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი და ექსპერტ მარიამ გაიპარაშვილი.

    ვრცლად..
  • 2021
    05
    აგვ

    PHR-მა სპორტში ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ კვლევა წარადგინა

    4 აგვისტოს, ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ბავშვებისა და ქალების დაცვა სპორტში სექსუალური ძალადობისა და შევიწროებისაგან ფარგლებში, გამართა ორი დოკუმენტის ონლაინ პრეზენტაცია: სპორტში ქალთა და ბავშვთა მიმართ შევიწროების/სექსუალური ძალადობის პრევენციის საერთაშორისო კანონმდებლობისა და საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვა; და პირველი თვისებრივი კვლევა საქართველოში ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ სპორტში.

    ვრცლად..
1 2 3 4 5 >>
USAID
Top of Page