24 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში USAID-ის მიერ დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP) ოფიციალურად გახსნა საქართველოში აშშ-ს ელჩმა ჯონ რ. ბასმა.
ვრცლად..სიახლეები
-
201124თებ
USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პროგრამის (JILEP) პრეზენტაცია
-
201118თებ
მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP) საქართველოში იურიდიულ განათლების პროგრამას იწყებს
აშშ-სა და პოლონეთის სამართლის პროფესორთა და კლინიკური იურიდიული განათლების ექსპერტების დახმარებით, USAID-ის მიერ დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP), ტექნიკური დახმარების ფარგლებში, მხარდაჭერას განახორციელებს საქართველოში იურიდიული განათლების გაძლიერების სფეროში.
ვრცლად.. -
201114თებ
კონფერენცია გუდაურში თემაზე „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმისწარმოების და სტატისტიკის პრობლემური საკითხები“
2011 წლის 12-13 თებერვალს, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტისა (JILEP) და სასამართლო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის (JAMR) ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით გუდაურში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმისწარმოების და სტატისტიკის პრობლემური საკითხები“.
ვრცლად.. -
201112თებ
ტრენინგ-სემინარი მოქმედი მოსამართლეებისთვის ახალ საგადასახადო კოდექსში
JILEP-ის ორგანიზებით 2011 წლის 12-13 თებერვალს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა ტრენინგ-სემინარი მოსამართლეებისთვის, რომელიც ეხებოდა ახალ საგადასახადო კოდექსს.
-
201109თებ
მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) წარმომადგენლები უკრაინაში გამართულ მოსამართლეთა კვალიფიკაციების თემისადმი მიძღვნილ სემინარს დაესწრნენ
USAID-ის მიერ დაფინანსებულმა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტმა (JILEP) საქართველოს იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ბ-ნი კახა კობერიძე უკრაინის ქალაქ იარემჩეში წარავლინა, სადაც USAID-ის მიერ დაფინანსებული უკრაინის სამართლის უზენაესობის პროექტის მიერ ორგანიზებით გაიმართება სემინარი თემაზე „უკრაინის მოსამართლეთა კვალიფიკაციების უმაღლესი კომისიის მუშაობა ახალ გარემოში“.
9-12 თებერვლის განმავლობაში ევროპიდან და აშშ-დან ჩასული ექსპერტები თავიანთ გამოცდილებას და მოწინავე პრაქტიკას მოსამართლეთა დანიშვნისა და დისციპლინის საკითხებზე გაუზიარებენ სემინარის მონაწილეებს. ბ-ნი კობერიძე წარდგება პრეზენტაციით და დამსწრეებს გააცნობს თავის მოსაზრებებს საქართველოს გამოცდილების საფუძველზე.
ვრცლად..