შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრა-დისკუსიას მასპინძლობს

10 მაისი 2018 პროფესიული ეთიკის  ექსპერტი, ჯეიმს მოლიტერნო და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ეთიკის კომისიის ხელმძღვანელობა და წევრები ადვოკატთა წინააღმდეგ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებულ რეფორმებს განიხილავენ

მიმდინარე წლის 4-5 მაისს, USAID/PROLoG-მა საქართველოს ადვოკატთა  ასოციაციის ეთიკის კომისიის და აღმასრულებელი საბჭოს წევრებთან პროფესიული ეთიკის  ამერიკელი ექსპერტის, ჯეიმს მოლიტერნოს შეხვედრა-დისკუსიას უმასპინძლა. მონაწილეებმა  აქტიური მსჯელობა გამართეს ექსპერტთან მიმდინარე გამოწვევებზე და იმ  ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას დისციპლინური პროცედურების დახვეწის მიზნით. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ეთიკის კომისიის როლი დავების მედიაციის გზით მოგვარების პროცესში და იმ ტიპის საჩივრები, რომელთა მოგვარებაც მედიაციის გზითაა შესაძლებელი; დისციპლინური წარმოების რეფორმირების რეკომენდებული ინიციატივები; სანქციათა განსაზღვრისას მათი პროპორციულობის მნიშვნელობა  და მტკიცების სტანდარტი დისციპლინური წარმოებისას.

მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ეთიკის  კომისიის თავმჯდომარეები, აღმასრულებელი საბჭოს და ეთიკის კომისიის წევრები,  აღმასრულებელი დირექტორი და ეთიკის კომისიის იურისტები.

ღონისძიება PROLoG-ის მართლმსაჯულების სისტემის მონაწილეთა  ინსტიტუციური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში ჩატარდა. 

USAID
Top of Page