შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG მხარს უჭერს საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას

04 მაისი 2018 USAID/PROLoG მხარს უჭერს საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას

2018 წლის 2 მაისს, USAID/PROLoG-მა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით, მხარი დაუჭირა საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონპროექტის ძირითადი პრინციპებისა და ამავე კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას. ღონისძიება ISET-ის კვლევით ინსტიტუტში ჩატარდა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ალექსანდრე ბარამიძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მარკ მიტჩელმა, USAID/Georgia-ს მისიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა და თომას მაიერმა, GIZ-ის სამართლის პროგრამის ხელმძღვანელმა მიმართეს. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ახალი კანონის მნიშვნელობას საქართველოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის და RIA-ს მექანიზმის როლს  გადაწყვეტილებების მიმღებთათვის პოლიტიკის სხვადასხვა ვარიანტის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასების გზით მტკიცებულებების მომზადებისთვის, რაც პოტენციური ზეგავლენების შეფასებით ხდება.   

მაია ბრეგვაძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მრჩეველმა წარმოადგინა ახალი კანონპროექტის ძირითადი პრინციპები. კანონპროექტის მიერ დადგენილი ცვლილებები ეხება საქართველოში განხორციელებული კომერციული საქმიანობის თითქმის ყველა მხარეს. კანონპროექტი წარმოადგენს დამატებით კორპორაციულ თანხმობებსა და ნებართვებს, მინიმალური კაპიტალის ვალდებულებას სს-ებისთვის და სარეზერვო კაპიტალის შექმნას, უამრავ სხვა საკითხთან ერთად.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა RIA-ს შედეგები და პოლიტიკის ის სამი ვარიანტი წარმოადგინეს, რომლებიც ანგარიშშია განხილული. პრეზენტაციების ბოლოს დისკუსია გაიმართა, სადაც მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე მოსაზრებები გამოხატეს.

მეწარმეთა შესახებ ახალი კანონპროექტი იურისტებს, სამთავრობო უწყებებს, სამოქალაქო და ბიზნეს საზოგადოებას  საჯარო კონსულტაციებისთვის უახლოეს მომავალში  წარედგინებათ.

აღნიშნული ღონისძიება PROLoG-ის იმ კომპონენტის ფარგლებში იქნა მხარდაჭერილი, რომელიც სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერებაზეა მიმართული.  

USAID
Top of Page