შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

პირველი კონფერენცია იურიდიული ეთიკის საკითხებზე

04 მაისი 2018 პროფესორი მოლიტერნო საუბრობს პროფესიული ვალდებულებებისა და სოციალურ მედიაში გამოხატვის ფორმებზე

28 აპრილს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერილი იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელის ორგანიზებით ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტში ჩატარდა პირველი იურიდიული ეთიკის კონფერენცია. კონფერენციაზე გახსნითი სიტყვით გამოვიდნენ USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლორა ბერგერი და დავით კერესელიძე, ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე. USAID/PROLoG-ის მოწვეულმა ექსპერტმა ჯეიმს მოლიტერნომ (ვაშინგტონის და ლის სამართლის სკოლა, აშშ) ისაუბრა ადვოკატთა პროფესიულ ვალდებულებებზე და გამოხატვის სტანდარტებზე სოციალურ მედიაში. მან ასევე მოიყვანა მაგალითები ადვოკატთა მიერ მედიაში გაკეთებულ ან გამოქვეყნებულ არაეთიკურ განცხადებებზე და მიმოიხილა რეკომენდაციები თუ როგორ უნდა მოხდეს ზღვარის გავლება  სოციალურ მედიაში გამოხატვის თავისუფლებაზე.

სამართლის ექსპერტებმა, მოსამართლეებმა, ნოტარიუსებმა, სამართლის პროფესორებმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაციები ისეთ საკითხებზე როგორიცაა ადვოკატის ჰონორარი ადვოკატ-კლიენტის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, სამოსამართლო უნარები, უცხო ქვეყანაში ლიცენზირებულ ადვოკატზე საქართველოში მოქმედი ადვოკატ-კლიენტის პრივილეგიის წესების გავრცელება და სამოსამართლო ეთიკისა და სამოსამართლო დისციპლინირების ურთიერთკავშირი. პრეზენტაციების დასასრულს კონფერენციის მონაწილეებთან აქტიური დისკუსია გაიმართა. კონფერენციას ესწრებოდნენ  ადვოკატები, სამართლის პროფესორები და სტუდენტები. კონფერენციის მიზანი იყო იურიდიული ეთიკის მიმართულებით დღეს არსებული გამოწვევების განხილვა და იურიდიული საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით.

USAID
Top of Page