შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

PHR- ის იურისტებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მასწავლებლებთან შეხვედრა ჩაატარეს

04 მაისი 2018 PHR იურისტი საუბრობს ქალთა და ბავშვთა უფლებებზე

26 აპრილს, USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოაჩინე საქართველოს კანონმდებლობის გამოუყენებელი შესაძლებლობები გენდერული დისკრიმინაციისა და გენდერული ძალადობის აღმოსაფხვრელად” ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 14 მასწავლებლისთვის სემინარი ჩაატარა. სემინარის თემას წარმოადგენდა მასწავლებლის როლი ძალადობა გამოვლილი ბავშვისა და მშობლის მხარდაჭერის პროცესში.

შეხვედრის ძირითად მიზანს ადგილობრივ თემში ბავშვთა მიმართ ძალადობის კონტექსტისათვის სპეციფიკური მახასიათებლის განხილვა წარმოადგენდა. ასევე, მასწავლებლებისთვის ძალადობის იდენტიფიცირების შესაძლებლობის გაანალიზება და კანონით გათვალისწინებული რეაგირების საშუალებების პროცესში მათი მხარდაჭერა.

სემინარზე ტრენერების მიერ განხილულ იქნა ძალადობის ფორმები, ოჯახში ძალადობა, მისი მახასიათებლები, ძალადობისგან დაცვის მექანიზმები და სერვისები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მასწავლებლის მიერ ძალადობა გამოვლილი ბავშვის იდენტიფიცირების მეთოდებისა და გზების, ძალადობა გამოვლილ ბავშვთან ურთიერთობის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ. ასევე, განხილულ იქნა მასწავლებლის როლი მტკიცებულებების შეგროვების პროცესში.

შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მასწავლებლის მიერ ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირების პროცესმა. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მუნიციპალიტეტში ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების ნაკლებობას და გამოთქვეს ორგანიზაციასთან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თანამშრომლობის სურვილი.

USAID
Top of Page