შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG მხარს უჭერს საქართველოს გუნდის მონაწილეობას კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრში

26 აპრილი 2018 საქართველოს გუნდი შეჯიბრის საერთაშორისო კომიტეტის წევრებთან ერთად

11-14 აპრილს მაასტრიხტის უნივერსიტეტმა კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლა. შეჯიბრში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 22-მა გუნდმა მიიღო, მათ შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, კანადა, ინგლისი, კენია, ინდოეთი, მალაიზია და ევროპის სხვადასხვა ქვეყნები. USAID/PROLoG-მა მხარი დაუჭირა საქართველოს გუნდის მონაწილეობას საერთაშორისო შეჯიბრში, რომელსაც თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენდნენ.  

საქართველოს გუნდმა მონაწილეობა მიიღო შეჯიბრის ორ რაუნდში და გამოავლინა ცოდნისა და პროფესიული უნარების მაღალი დონე. მათ დადებითი შეფასებები მიიღეს მსაჯებისგან და კლიენტებისგან, თუმცა სამწუხაროდ შეჯიბრის ნახევარ-ფინალში ვერ გადავიდნენ. 2018 წლის კლინტთა კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრის გამარჯვებული ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი გახდა.  

საერთო ჯამში შეჯიბრში მონაწილეობა ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო სტუდენტებისთვის. პროფესიული უნარების გარდა, შეჯიბრში მონაწილეობამ მათ საშუალება მისცა საკუთარი ქვეყანა წარედგინათ საერთაშორისო ასპარეზზე და დაემყარებინათ კონტაქტები კოლეგებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

USAID/PROLoG მუშაობს საუნივერსიტეტო დონეზე იურიდიული განათლების გაუმჯობესებისთვის და ამ მიზნით მხარს უჭერს საქართველოს უნივერსიტეტებს მოამზადონ შესაბამისი პრაქტიკული ცოდნისა და უნარების მქონე კურსდამთავრებულები.

 

***

სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით, USAID/EWMI მხარს უჭერს მართლმსაჯულების გაძლიერებას, მოსამართლის დამოუკიდებლობას, ადამიანის უფლებების დაცვას, სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებას და იურიდიული განათლებისა და პროფესიის განვითარებას. ამ მიზნით, 2010 წლიდან ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

USAID
Top of Page