შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ტრენინგების მეორე ეტაპი მოსამართლის თანაშემწეებისთვის ადამიანის უფლებათა სამართალში

26 აპრილი 2018 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეთა ჯგუფი

20-21 და 22-23 აპრილს USAID/PROLoG-მა თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში სამოქალაქო და ადმინისტრაციული პალატების მოსამართლის თანაშემწეებისთვის ტრენინგები გამართა. ორივე ტრენინგს ადამიანის უფლებათა ექსპერტი კონსტანტინე კორკელია უძღვებოდა, რომელმაც მიმოიხილა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოებისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები. ექსპერტმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება, საკუთრების უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა და ასევე სახელმწიფოების პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის. ტრენინგებში მონაწილეობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16-მა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 15-მა თანაშემწემ მიიღო.    

შემდეგი ტრენინგები სისხლის სამართლის მიმართულების მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის მაისის თვეში ჩატარდება და მას ბესარიონ ბოხაშვილი გაუძღვება, რის შემდეგაც ექსპერტები მენტორინგის კომპონენტში ჩაერთვებიან ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექთან თანამშრომლობით.   

USAID/PROLoG აქტიურად არის ჩართული საქართველოში მოსამართლეთა საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერებაში და განაგრძობს ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას. 

 

***

სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით, USAID/EWMI მხარს უჭერს მართლმსაჯულების გაძლიერებას, მოსამართლის დამოუკიდებლობას, ადამიანის უფლებების დაცვას, სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებას და იურიდიული განათლებისა და პროფესიის განვითარებას. ამ მიზნით, 2010 წლიდან ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

USAID
Top of Page