შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG მხარს უჭერს ქალთა ისტორიის თვეს განხორციელებული აქტივობების საშუალებით

24 აპრილი 2018 ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის საჯარო ლექცია ილიაუნიში, 
მაგიდასთან: ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელი და ვიდეოფილმების გმირები, გიორგი ჩხეიძე ხსნის საჯარო ლექციას

ქალთა ისტორიის თვის განმავლობაში USAID/PROLoG-ის პარტნიორმა ორგანიზაციებმა - ადამიანის უფლებების ცენტრმა, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა, კავშირმა საფარი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ასევე, USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული ილიას უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელმა ღონისძიებების სერია ჩაატარეს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კერძოდ, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და იმერეთში. აქტივობები მიზნად ისახავდა ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და იმ პრობლემების გამოკვეთას, რომლებსაც აწყდებიან საქართველოში მცხოვრები ქალები.

შეხვედრებზე, რომლებსაც საზოგადოების ფართო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განხილულ იქნა ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა გენდერული ნიშნით ძალადობა, ადრეული ქორწინება და ოჯახში ძალადობა. დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია თუ როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები მათი დარღვევის შემთხვევაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს და განიხილეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების და მომავალში ძალადობის პრევენციის საშუალებები. შეხვედრის ორგანიზატორებმა დამსწრეებს აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში არსებული სტატისტიკური მონაცემები გააცნეს.

ილიას უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელის მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციები, დებატები და საპანელო დისკუსიები მოიცავდა შემდეგ საკითხებს: „ვინ არის კატო მიქელაძე?“, „როგორ შეიძლება ფემინიზმმა გააუმჯობესოს მართლმსაჯულების სისტემაში გადაწყვეტილების მიღების პროცესი“ -აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ანა დოლიძე; „გენდერული ძალადობა - გამოძიება, სასამართლო პროცესი და მსხვერპლთა დაცვა“, „შრომის თანაბარი ანაზღაურება“, სადაც განხილულ იქნა გენდერული ნიშნით დაყოფილი მონაცემების შეგროვების სტანდარტები და მეთოდოლოგია, ასევე, გამოწვევები, რაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინაშე დგას.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) თბილისის ილიას უნივერსიტეტში, ბათუმსა და ქუთაისში გამართა ვიდეო ჩვენებები, რომელსაც თან ახლდა დისკუსია. TDI-ის მიერ ნაჩვენები იქნა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები: ჰურიე - მუსლიმი გოგოს ისტორია მაღალმთიანი აჭარიდან. იგი საუბრობს საკუთარ გამოცდილებაზე, ქალის მიერ საჯარო სივრცეში ჰიჯაბის ტარების შესახებ არსებულ სოციალურ სტერეოტიპებზე, და მის ბრძოლაზე ამ სტერეოტიპებთან გასამკლავებლად სამოქალაქო აქტივიზმის გზით; ნიგერიელი გოგო თბილისში - რომელიც ეხმიანება რასიზმის პრობლემას საქართველოში, ასევე, საუბრობს იმ დადებით გარემოზე, რომელშიც ცხოვრობს.

PROLoG-ი აქტიურად არის ჩართული სამართლებრივი განათლების გაძლიერებასა და ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, ამავდროულად აგრძელებს სხვადასხვა პროექტების, ღონისძიებების, აქტივობების, სემინარების და ტრენინგების მხარდაჭერას.

USAID
Top of Page