შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ტრენინგი ადამიანის უფლებებში სააპელაციო სასამართლოების მოსამართლის თანაშემწეებისთვის

17 აპრილი 2018 თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მოსამართლის თანაშემწეთა ჯგუფი

13-15 აპრილს გაიმართა ორდღიანი ტრენინგი თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების და ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეებისთვის. ორ პარალელურ ტრენინგს უძღვებოდნენ ადამიანის უფლებათა ექსპერტები ბესარიონ ბოხაშვილი და კონსტანტინე კორკელია, რომლებმაც მიმოიხილეს ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური საკითხები, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტების პრაქტიკა და მისი გავლენა ეროვნულ სამართალზე, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) და მე-9 (რელიგიის თავისუფლება) მუხლები. ტრენინგში მონაწილეობა 43-მა სასამართლოს მოხელემ მიიღო. დამატებითი ტრენინგები აპრილი-მაისის თვეში იგეგმება და მოიცავს დამოუკიდებელ გაღრმავების ტრენინგებს ერთის მხრივ სისხლის და მეორეს მხრივ, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის პალატების მოსამართლის თანაშემწეებისთვის, როგორც თბილისში ასევე ქუთაისში.

აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს ე.წ „მწერალი“ თანაშემწეებისთვის 2017 წელს  USAID/PROLoG-ის მიერ დაწყებული ადამიანის უფლებათა პროგრამის ანალოგს, რომელიც წარმატებით განხორციელდა თბილისის საქალაქო და საქართველოს უზენაეს სასამართლოებში. პროგრამა მიზნად ისახავს მოსამართლის თანაშემწეების სამართლებრივი უნარებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების ცოდნის ამაღლებას. პროგრამა მოიცავს როგორც ინტენსიურ ტრენინგებს საქართველოს პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებათა ზოგადი და პრაქტიკული ასპექტების შესახებ, ასევე მენტორინგის კომპონენტს, რომელიც მიმდინარე საქმეებზე თანაშემწეების დახმარებას გულისხმობს. წელს ადამიანის უფლებათა პროგრამის განხორციელება ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობით განხორციელდება და საქართველოს სააპელაციო სასამართლოების მოიცავს.  

USAID/PROLoG აქტიურად არის ჩართული საქართველოში მოსამართლეთა საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერებაში და განაგრძობს ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას.  

***

სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით, USAID/EWMI მხარს უჭერს მართლმსაჯულების გაძლიერებას, მოსამართლის დამოუკიდებლობას, ადამიანის უფლებების დაცვას, სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებას და იურიდიული განათლებისა და პროფესიის განვითარებას. ამ მიზნით, 2010 წლიდან ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

USAID
Top of Page