შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ადვოკატთა შესახებ კანონში ცვლილების განხილვა პარლამენტის წევრებთან

02 აპრილი 2018 ადვოკატთა შესახებ კანონში ცვლილების განხილვა პარლამენტის წევრებთან

ამა წლის 31 მარტს, EWMI/PROLoG-მა უმასპინძლა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას სამუშაო შეხვედრას „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლში ცვლილების შეტანის თაობაზე. შეხვედრაზე განხილულ იქნა პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებები ადვოკატთა შესახებ კანონში. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წარმომადგენლები და პრაქტიკოსი ადვოკატები. 

შეხვედრას უძღვებოდნენ პარლამენტის  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი. მათ წარმოადგინეს ცვლილებები რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საადვოკატო საქმიანობის პრინციპები, კლიენტის ვინაობის გამჟღავნების გარემოებები, სტაჟირების მოთხოვნებიდან მოსამართლეების და პროკურორების განთავისუფლების პირობები, ეთიკის კომისიის ფუნქციების გაზრდა მათთვის დოკუმენტაციის გამოთხოვის უფლების მინიჭებით, სასამართლო ხარჯების განაწილება მხარეებს შორის, მათ შორის ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების წესი. 

PROLoG-ი 2015 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ამ უკანასკნელის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. ღონისძიება ჩატარდა PROLoG-ის მართლმსაჯულების სისტემის მონაწილეთა ინსტიტუციური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში.

USAID
Top of Page