შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მხარდაჭერა

30 მარტი 2018 ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მხარდაჭერა

27-დან 30 მარტის ჩათვლით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის კვირეული, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მონიტორინგის პირველადი შედეგები წარადგინეს. USAID/PROLoG ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველო“-თან (OSGF) ერთად მხარს უჭერს  პროექტს, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების შესახებ სისტემატიური მონიტორინგისა და ანგარიშგების მექანიზმების განვითარება.

პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს მონიტორინგის შედეგები შემდეგ საკითხებზე: 1) სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, პროკურატურა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა დაცვა სასჯელაღსრულების სისტემაში, წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, 2) გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, რელიგიის თავისუფლება, ლგბტი პირთა უფლებები, და 3) ბავშვთა უფლებები, გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები. მონიტორინგის შედეგების წარდგენა მოხდა დაინტერესებული მხარეებისთვის მიგნებების განხილვისა და შეხედულებების გაზიარების მიზნით.

შეხვედრების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე გააკეთეს სპეციალურად შექმნილი ვებგვერდის პრეზენტაცია. ვებგვერდის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა თვალი მიადევნოს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესსა და პროგრესს.

მონიტორინგი განახორციელეს შემდეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, დემოკრატიისა და უსაფრთხოების განვითარების ინსტიტუტი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის,  და საფარი.  ორგანიზაციები შეხვედრების შედეგებისა და მიღებული მოსაზრებების გათვალისწინებით დაასრულებენ ანგარიშებზე მუშაობას. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა მონიტორინგის ერთიანი მეთოდოლოგია-საინტერესო ინსტრუმენტი, რომლითაც ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს მსგავსი სამოქმედო გეგმების მონიტორინგს.

PROLoG აქტიურად არის ჩართული ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებაში და ამ მიზნის მისაღწევად აგრძელებს სხვადასხვა ღონისძებებისა და აქტივობების მხარდაჭერას.

…..

სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით, USAID/EWMI მხარს უჭერს მართლმსაჯულების გაძლიერებას, მოსამართლის დამოუკიდებლობას, ადამიანის უფლებების დაცვას, სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებას და იურიდიული განათლებისა და პროფესიის განვითარებას. ამ მიზნით, 2010 წლიდან ჩვენ ვთანამშრომლობთსახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

USAID
Top of Page