შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა სტატიათა კრებულის გამოცემას

13 მარტი 2018 პროფესორი ლევან ალექსიძე საუბრობს სტატიათა კრებულის გამოცემის მნიშვნელობაზე

7 მარტს, USAID/PROLoG-მა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ორგანიზება გაუწია 2017 წლის სტატიათა კრებულის „ადამიანის უფლებათა დაცვა, კონსტიტუციური რეფორმა და სამართლის უზენაესობა საქართველოში“ პრეზენტაციას.  სტატიათა კრებული მოიცავს ადამიანის უფლებათა ქართველი ექსპერტების სტატიებს ისეთ საკითხებზე როგორიცაა, უმცირესობათა უფლებები, ბავშვის უფლებები, ადამიანის უფლებათა დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შეკრების თავისუფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დენონსირების შედეგები და საკონსტიტუციო კონტროლის ხარვეზები საქართველოში. სტატიათა ავტორებს შორის არიან ირინა იმერლიშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი და ქეთევან შუბაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი.  

ადამიანის უფლებათა სტატიათა კრებული უკვე ათი წლის განმავლობაში გამოიცემა, ხოლო ბოლო სამი გამოცემა USAID/PROLoG-ის დაფინანსებით დაიბეჭდა. დაფუძნების დღიდან, კრებული წარმოადგენს ადამიანის უფლებათა აქტუალურ საკითხებზე საჯარო დისკუსიებისა და სამეცნიერო ანალიზის  პლატფორმას. ის განკუთვნილია ადამიანის უფლებათა ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარრმომადგენლების, ასევე სტუდენტებისა და სამართლის პროფესორებისთვის. სტატიათა კრებულის რედაქტორი მისი პირველი გამოცემის დღიდან არის კონსტანტინე კორკელია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროპის საბჭოში. 

2017 წლის პუბლიკაციის გამოცემას იურიდიული საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა. კრებულის პრეზენტაციას 50 სტუდენტი და იურიდიული პროფესიის წარმომადგენელი ესწრებოდა, ხოლო მომდევნო თვეების განმავლობაში კრებულის 600-ზე მეტი ასლი გადაეცემა საქართველოს უნივერსიტეტებს, იურიდიულ ფირმებს, სასამართლოებს და სხვა დაინტერესულ პირებს.

USAID
Top of Page