შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

GDI ქალთა საერთაშორისო დღეს სამცხე-ჯავახეთის სკოლის მოსწავლეებთან ერთად აღნიშნავს

13 მარტი 2018 მოსწავლეები ქალთა უფლებების საკითხებს განიხილავენ

6 მარტს, GDI-ის წარმომადგენლების ორგანიზებით USAID/PROLoG სამართლებრივი დახმარების პროექტის „სამართალწარმოება თანასწორობისათვის“ ფარგლებში დამალის საჯარო სკოლაში დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ქალთა უფლებებსა და პრობლემებზე საქართველოსა და მსოფლიოში, ადრეულ ქორწინებაზე, ოჯახურ ძალადობასა და სხვა. GDI-ის წარმომადგენლებმა მონაწილეებს განუმარტეს რომ ოჯახის შექმნა პირის უფლებაა და მის ნებაზე უნდა იყოს დაფუძნებული, გაითამაშეს სცენები ოჯახური ძალადობის სხვადასხვა ფორმის შესახებ და განიხილეს თუ რა ტიპის ძალადობას ჰქონდა ადგილი თითოეულ შემთხვევაში და როგორ უნდა დაიცვან გოგონებმა და ქალებმა თავი.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ GDI -ის იურისტმა მაია გიგინეიშვილმა მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს მიაწოდა ინფორმაცია ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებს. GDI -ის წარმომადგენლებმა მშობლებსა და მასწავლებლებს გადასცეს ბროშურები ქართულ და სომხურ ენებზე და ასევე მსურველებს გაუწიეს იურიდიული კონსულტაცია სხვადასხვა საკითხზე.

USAID
Top of Page