შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

HRC წარმომადგენლებმა ოჯახში ძალადობასა და ადრეულ ქორწინებაზე კახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებთან ისაუბრეს

09 მარტი 2018 ქალთა უფლებების შესახებ დისკუსიაში ჩართული სტუდენტები

27 თებერვალს ადამიანის უფლებათა ცენტრის თბილისისა და კახეთის ოფისის წარმომადგენლები USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ვიზიტით იმყოფებოდნენ საგარეჯოს რაიონის იორმუღანლოს თემში შემავალი სოფელი ქეშალოს საჯარო სკოლაში. ვიზიტის დროს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტი, საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის ხელმძღვანელი ლეილა სულეიმანოვა შეხვდნენ სკოლის უფროსკლასელ გოგონებს, მათ პედაგოგებს და მშობლებს, ჯამში 17 მონაწილეს.

შეხვედრის დასაწყისში პროექტის ხელმძღვანელმა ნინო ტლაშაძემ გოგონებს და მათ პედაგოგებს გააცნო ინფორმაცია ორგანიზაციის და პროექტის შესახებ, ასევე გოგონებს დაურიგდათ პროექტის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც მოცემულია ინფორმაცია პროექტის აქტივობების და კონკრეტული სამიზნე ჯგუფისთვის იურიდიული დახმარების გაწევის შესაძლებლობების შესახებ. ცენტრის წარმომადგენელმა ზოგადად ისაუბრა ადრეული ქორწინების პრობლემის შესახებ, ორგანიზაციის კახეთის ოფისის წარმოებაში არსებული მსგავსი საქმეების სტატისტიკაზე და მათში იდენტიფიცირებულ პრობლემებზე. მოწვეული ექსპერტი ქ-ნი ლეილა სულეიმანოვა გოგონებს ესაუბრა აზერბაიჯანულ თემში გავრცელებულ არასწორ სტერეოტიპებზე და ტრადიციებზე რომელთა საფუძველზეც თითქოს აზერბაიჯანელი გოგონები ვალდებულნი არიან ადრეულ ასაკში შექმნან ოჯახი და იყონ უუფლებონი ოჯახებში. ქ-ნმა ლეილამ კანონმდებლობის და რელიგიური კანონების ანალიზის ფორმით მათ მიაწოდა ინფორმაცია იმ კონკრეტულ მუხლებსა და ყურანის თავებზე რომლებიც პატივს სცემს და აღიარებს ქალების უფლებებს, იცავს მათ ადრეული ქორწინებისგან და ასევე ოჯახში ძალადობის ან/და ჩაგვრისგან.

USAID
Top of Page