შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები შიდა ქართლის მცხოვრებლებს უჭერენ მხარს

09 მარტი 2018 HRC იურისტები ესაუბრებიან მონაწილეებს

14 თებერვალს ადამიანის უფლებათა ცენტრის თბილისისა და შიდა ქართლის ოფისის წარმომადგენლები ვიზიტით იმყოფებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, შიდა ქართლის რეგიონი. სოფელში 25 მონაწილესთან, ძირითადად კი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში გაიმართა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა მოსახლეობას გააცნო USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტი - „საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ და დაურიგა პროექტის შესახებ ინფორმაციის შემცველი საინფორმაციო ბუკლეტები ქართულ და რუსულ ენაზე. ამავე დროს, მათ მიეწოდა ინფორმაცია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების შესახებ, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო აქტებით და ეროვნული კანონმდებლობით.

მოქალაქეების გადმოცემით, სოფელს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს. მხოლოდ არჩევნების დროს, პერიოდულად, ახსენდება მმართველ პარტიას როდესაც საჭიროა ელექტორატის მიმხრობა. მოსახლეობამ განაცხადა, რომ სოფელში არსებობს მეჩეთი, სადაც მიმდინარეობს ლოცვა. ამავე დროს, აღინიშნა, რომ მახლობლად მდებარე სოფელ მიქელწყაროში, სადაც ასევე ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები ცხოვრობენ, სურთ მეჩეთის აშენება, მაგრამ ხელისუფლება არ რთავს აშენების ნებას. სოფელ  ფერმის სკოლა 9-წლიანია. მოსახლეობა უჩივის პედაგოგთა დაბალ კვალიფიკაციას, განსაკუთრებით გამოიყო ქართული ენის შესწავლის პრობლემა, რის გამოც ბავშვები დადიან მეზობელი სოფლების სკოლებში. ვიზიტის დასრულებისას HRC-ის წარმომადგენლები შეპირდნენ მიქელწყაროს მეჩეთის საქმეზე მუშაობის დაწყებას და პირველ რიგში მიმართავენ რელიგიების სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.

USAID
Top of Page