შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების ურთიერთობის უნარები გაუმჯობესდა

05 მარტი 2018 ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურ დავალებაზე მუშაობენ

2018 წლის 1-3 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული EWMI/PROLoG-ის ორგანიზებით იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს უფროსების, კონსულტანტებისა და მენეჯერებისთვის ეფექტურ კომუნიკაციასა და კონფლიქტების მოგვარებაზე ტრენინგი ჩაუტარდათ. მასში  21 ადვოკატი მონაწილეობდა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს წარმოადგენდნენ.

სამდღიანი ტრენინგის დროს მონაწილეებს გააცნეს ურთიერთობის კარგი უნარ-ჩვევების მნიშვნელობა, როგორც სამსახურში წარმატების გარანტია. კომუნიკაციის ექსპერტმა ისაუბრა კომუნიკაციის არხების ეფექტურად გამოყენებაზე, კონფლიქტების წარმატებით მოგვარებისა და მისი ინსტრუმენტების, ასევე სხვა საკითხების თაობაზე. ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო პრაქტიკულ სავარჯოშოებს, სადაც მონაწილეებს ტრენინგის დროს მიღებული ცოდნის გამოყენების საშუალება მიეცათ.

PROLoG-ი იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებასა და მისი ადვოკატების მიერ საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის გაუმჯობესებაზე 2015 წლიდან მუშაობს. აღნიშნული ტრენინგი  PROLoG-ის იმ კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუტების მმართველობის გაუმჯობესებას. 

USAID
Top of Page