შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG მხარს უჭერს მართლმსაჯულების ზამთრის სკოლას

01 მარტი 2018 ზამთრის სკოლის მონაწილეები მუშაობენ ჯგუფურ დავალებაზე

23-28 თებერვლის პერიოდში USAID/PROLoG-ის და სხვა დონორების მხარდაჭერით (EU4Justice, CoE, UNICEF, UNDP, OHCHR) მოსამართლის თანაშემწეებისა და სასამართლო სისტემის ანალიტიკური რგოლების თანამშრომლებისთვის პირველად ჩატარდა მართლმსაჯულების ზამთრის სკოლა. ზამთრის სკოლაში მონაწილეობას 25 სასამართლოს თანამშრომელი და 5 სტუდენტი იღებდა, რომელთაც ინტენსიური ტრენინგი გაიარეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მოსამართლის დამოუკიდებლობა, კომუნიკაცია მხარეებთან და სასამართლოში, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა, აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხები, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდები და სხვა.

USAID/PROLoG-მა ზამთრის სკოლაში მონაწილეობისთვის დაიქირავა ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები რომლებმაც ჩაატარეს სესიები დისკრიმინაციის აკრძალვისა და შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის შესახებ, ასევე სასამართლოს მოხელეთა ეთიკის და საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური წარდგინებების მომზადების შესახებ. ზამთრის სკოლის მიმდინარეობისას მონაწილეებს შესასრულებელი ჰქონდათ რამდენიმე წერითი დავალება და საბოლოო ტესტირება, რომლის შედეგადაც გამოვლინდა ხუთი გამარჯვებული. USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით ერთ-ერთი მონაწილე შეძლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსამართლეებისთვის დაგეგმილ სასწავლო ვიზიტში მონაწილეობას; ასევე ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ორი გამარჯვებული გაემგზავრება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგი), ხოლო ევროკავშირის პროექტი უზრუნველყოფს დამატებით ორი მონაწილის მგზავრობას ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

USAID
Top of Page