შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG მხარს უჭერს ქართველი სტუდენტების მონაწილეობას ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრში

28 თებერვალი 2018 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, თამარ გოგიბერიძის გამოსვლა შეჯიბრზე

24 თებერვალს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერილი ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უმასპინძლა ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრისთვის ქართველი სტუდენტების შესარჩევ კონკურსს.  შეჯიბრის მიზანია სამართლის სტუდენტებში ევროპის კავშირის შრომის სამართლის შესახებ ცოდნის გაუმჯობესება. კონკურსში მონაწილეობა ხუთი უნივერსიტეტის 19-მა სტუდენტმა მიიღო, რომელთაგან ინტერვიუების შედეგად რვა სტუდენტი გადავიდა კონკურსის შემდეგ ეტაპზე.  სტუდენტებმა წარმოადგინეს წერილობითი განაცხადები, რომელიც საერთაშორისო შეჯიბრის 2018 წლის საქმეს ეხებოდა. 

კონკურსის ზეპირი რაუდნი შედგებოდა ორი ეტაპისგან, სადაც სტუდენტები წარმოადგენდნენ როგორც მომჩივანს ისე მოპასუხე მხარეს და შესაძლებლობა ჰქონდათ ორივე მხარის სამართლებრივი არგუმენტები წარმოედგინათ. კონკურსანტებს სამი მსაჯისგან შემდგარი პანელი აფასებდა, კერძოდ ზაქარია შველიძე (ჰუგო ზინსჰაიმერის შეჯიბრის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი), თამარ კორძაია და დავით მაისურაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), რომლებმაც ყურადღება მონაწილეთა ზეპირი გამოსვლისა და არგუმენტაციის უნარებზე გაამახვილეს.

მსაჯების შეფასებების შედეგად ოთხი გამარჯვებული კონკურსანტი გამოვლინდა, კერძოდ ნინო კოტიშაძე, ელენე სამადბეგიშვილი, თამარ გოგიბერიძე და ლელა გიგაური. ეს ოთხი სტუდენტი დააკომპლექტებს საქართველოს ეროვნულ გუნდს, რომელიც 14-16 ივნისს კასინოს უნივერსიტეტში (იტალია) ჰუგო ზინსჰაიმერის მესამე საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრზე წარმოადგენს ქვეყანას.

USAID
Top of Page