შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატისათვის USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით ტრენინგი ჩატარდა

26 თებერვალი 2018 დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატისათვის USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით ტრენინგი ჩატარდა

ბორჯომში, 24 და 25 თებერვალს USAID/PROLoG-ის მიერ ორგანიზებული ტრენინგი ჩატარდა დამოუკიდებელი ინსპექტორისა და მისი აპარატის თანამშრომლებისათვის, რომელსაც ამერიკელი ექსპერტი, ვიქტორია ჰენლი უძღვებოდა.

დამოუკიდებელი ინსპექტორი სასამართლო სისტემაში რეფორმის მესამე ტალღის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილი ახალი ინსტიტუტია, რომლის მოვალეობას წარმოადგენს მოსამართლეთა მიერ შესაძლო დისციპლინური სამართალდარღვევების თაობაზე შემოსული საჩივრების განხილვა, მოკვლევა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი დასკვნის მომზადება.

დამოუკიდებელი ინსპექტორის პოზიციაზე ქეთევან ცინცაძე 2017 წლის ნოემბერში შეირჩა, ინსპექტორის აპარატი კი კონკურსის შედეგად სულ ახლახანს დაკომპლექტდა. ამდენად, ახლადშექმნილი სამსახურისათვის საერთაშორისო სტანდარტების, სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის განხილვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

USAID/PROLoG-ს ექსპერტი, ვიქტორია ჰენლი კალიფორნიის შტატის მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის ორგანოს 27 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. ის საქართველოში ბოლო წლების მანძილზე USAID/PROLoG-ის მოწვევით არაერთხელ ჩაერთო მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობის დახვეწის თუ შესაბამისი სახელმწიფო მოხელეების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატისათვის ჩატარებული ტრენინგი USAID/PROLoG-ის მიერ სასამართლო სისტემის ინსტიტუციური მხარდაჭერის ნაწილია.

USAID
Top of Page