შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG მხარს უჭერს მეექვსე ეროვნულ კლიენტთა კონსულტირების შეჯიბრს სამართლის სტუდენტებისთვის

22 თებერვალი 2018 თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი კლიენტთან პირველ ინტერვიუს ატარებს

15-18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული EWMI/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში კლიენტთა კონსულტირების მეექვსე ეროვნული შეჯიბრი გაიმართა. აღნიშნულ შეჯიბრზე ხდება იურიდიული ოფისის იმიტირება, სადაც სტუდენტი „ადვოკატი“ კონსულტირებას უწევს „კლიენტს“ (რომლის როლსაც მსახიობები ასრულებენ), რა დროსაც მათი შეფასება ხდება ინტერვიუს და კლიენტის პრობლემის მოგვარების გზების პოვნის უნარებში. შეჯიბრს წინ უძღვოდა ორდღიანი ინტენსიური ტრენინგი, რომლის დროსაც მონაწილე გუნდებმა პრაქტიკაში დახვეწეს ისეთი უნარები როგორიცაა, მოსმენა, ინტერვიუს ჩატარება, სხეულის ენა და სხვა.  წელს შეჯიბრში ეროვნული ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდნენ გუნდები კავკასიის, ილიას, ნიუ ვიჟენ, თბილისის თავისუფალი, საქართველოს ტექნიკური და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან. ეროვნული ჩემპიონის ტიტული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა, ხოლო კავკასიის უნივერსიტეტისა და ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის გუნდებმა მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს. ეროვნულ გამარჯვებულ გუნდს აქვს შესაძლებლობა საქართველო შეჯიბრის საერთაშორისო რაუნდზე წარმოადგინოს, რომელიც აპრილის თვეში მაასტრიხტის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები) ჩატარდება. 

USAID
Top of Page