შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ქვემო ქართლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

02 თებერვალი 2018 დისკუსია მოწვეულ სპიკერსა და მოსწავლეებს შორის

24 იანვარს, USAID/PROLoG-ის იურიდიული დახმარების გრანტის “საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა” ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის თბილისის და რუსთავის ოფისის წარმომადგენლები ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრა ჩატარდა მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის ხელშეწყობით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრაზე მოიწვია არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი, რომელიც ბავშვებს ესაუბრა  ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შეხვედრას 26 მოსწავლე დაესწრო.

შეხვედრას ჰქონდა ინტერაქტიული ხასიათი, მოწვეულმა სტუმარმა მოსწავლეებს ოჯახში გენდერული თანასწორობის დარღვევაზე მომზადებული ანიმაციური ფილმი უჩვენა, რის შემდეგადაც დაიწყო დისკუსია. ბავშვები, როგორც გოგონები ისე ბიჭები, აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში. დისკუსიას დაესწრნენ საჯარო სკოლის პედაგოგები და სოფელ თამარისის სკოლის დირექტორი.

USAID
Top of Page