შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად

01 თებერვალი 2018 კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად

30 იანვარს გამართულ კონფერენციაზე მოხდა კვლევის გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები“ წარდგენა. კვლევის ფარგლებში გამოვლინდა გენდერული თანასწორობის ხარვეზები კანონმდებლობასა და პოლიტიკაში და შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც შემდეგ ცხრა სფეროს მოიცავს: ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა მიმართ ძალადობა, შრომითი ურთიერთობები, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა და მშვიდობა და უსაფრთხოება. კვლევა ჩაატარა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული EWMI/PROLoG-ისა და UNDP-ის ხელშეწყობით.

საქართველოს პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში შეფასებულია საქართველოს კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესაბამისობა გენდერული თანასწორობის პრინციპებთან და მოყვანილია რეკომენდაციები კანონმდებლობასა და პოლიტიკაში გასატარებელი რეფორმების შესახებ, რომელთა მიზანია გენდერული და სექსუალური ძალადობის აღმოფხვრა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობის გაზრდა,  გენდერული თანასწორობის ხარვეზების აღმოფხვრა განათლებაში, სპორტსა და კულტურაში.    

რეკომენდაციების მთავარი ადრესატები გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები არიან, მათ შორის საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და საქართველოს მთავრობასთან არსებული უწყებათაშორისი კომისია გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

კვლევის წარდგენის შემდეგ გაიმართა მსჯელობა გენდერული თანასწორობის ახალ ეროვნულ კონცეფციაზე, რომლის მომზადება სწორედ კვლევის შედეგებზე და USAID/PROLoG-ის საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით განხორციელდა. გენდერული თანასწორობის პირველი კონცეფცია 2006 წელს დამტკიცდა და მას შემდეგ აღარ გადასინჯულა. საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი კონცეფციის დამტკიცება დაგეგმილია 2018 წლის გაზაფხულზე.

გენდერული თანასწორობის საბჭომ ასევე წარადგინა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტებს გენდერული თანასწორობის მიღწევის საკითხებში.

შეხვედრას პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს ღონისძიება შეესაბამება USAID/PROLoG - ის ძალისხმევას გენდერული თანასწორობისა და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერებისთვის.

USAID
Top of Page