შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG-ის გაცვლითი სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია მოსამართლეთა კონფერენციაზე

26 იანვარი 2018 USAID/PROLoG-ის გაცვლითი სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია მოსამართლეთა კონფერენციაზე

2018 წლის 20 იანვარს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთა XXII კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 310 მოსამართლიდან, 268 მოსამართლემ მიიღო. ღონისძიებას არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენით გაიხსნა.

მოსამართლეთა კონფერენციაზე აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს დემოკრატიის მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლორა ბერგერმა და PROLoG-ის ხელმძღვანელის მოადგილე ნილ ვაინშტაინმა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეთა გაცვლითი სასწავლო პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს. აღნიშნული პროგრამების მიზანია მოსამართლეთა პროფესიული შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს მოსამართლეთა მიერ თავიანთი საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვას და სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ლიდერობა, სასამართლო ეთიკა და დისციპლინა, ცვლილებების მართვა, უნარ-ჩვევების შეძენას.

აღნიშნული აქტივობის ფარგლებში იგეგმება ქართველი მოსამართლეების რამდენიმე ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ქართველ მოსამართლეებს ექნებათ შესაძლებლობა პირისპირ შეხვდნენ და იმუშავონ ამერიკელ მოსამართლეებთან, სასამართლოს მენეჯერებთან და სამართლის მკვლევარებთან. სასწავლო ვიზიტების სერიის გარდა, აქტივობები მოიცავს ტრენინგებს აშშ-ს სამოსამართლო კოლეჯში და ამერიკელ მოსამართლეზე დაკვირვებით სწავლებას. 2020 წლამდე იგეგმება დაახლოებით 100 სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მქონე ქართველი მოსამართლის ვიზიტი აშშ-ში. მონაწილეების შერჩევა მოხდება საქართველოს ყველა სასამართლოდან მათი გამოცდილების შესაბამისად. ასევე, დიდი ყურადღება დაეთმობა იმას, თუ როგორ გამოიყენებენ და გაავრცელებენ მიღებულ ცოდნას/გამოცდილებას მონაწილეები საქართველოში დაბრუნების შემდეგ. პირველი სასწავლო ვიზიტი დაგეგმილია 2018 წლის აპრილში ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. აღნიშნული ვიზიტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: http://jobs.ge/164119/

USAID
Top of Page