შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

USAID/PROLoG მხარს უჭერს ბიზნეს სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების სტუდენტურ შეჯიბრს

28 დეკემბერი 2017 ბიზნეს სამართლის იმიტირებული პროცესების შეჯიბრის მონაწილე გუნდები და მოსამართლეები

23-24 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული EWMI/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა 2017 წლის იმიტირებული სასამართლო პროცესების სტუდენტური შეჯიბრი ბიზნეს სამართალში.  შეჯიბრი უკვე მეექვსედ ტარდება თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ და ის საშუალებას აძლევს სტუდენტებს გაიღრმავონ ბიზნეს სამართლის კომპლექსურ საკითხებში თეორიული ცოდნა და ასევე დახვეწონ ისეთი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, როგორიცაა წერილობითი არგუმენტაცია და ზეპირი გამოსვლის უნარები.  

შეჯიბრზე 22 სტუდენტური გუნდი დარეგისტრირდა, რომელთაგან წერილობითი განაცხადების შეფასების შემდეგ ზეპირ რაუნდებში 8 უმაღლესი შეფასების მქონე გუნდი გადავიდა. შეჯიბრი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, კავკასიის უნივერსიტეტის და ერთი რეგიონული უნივერსიტეტის - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები. ფინალში თავისუფალი და კავკასიის უნივერსიტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ხოლო გამარჯვება თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა. შეჯიბრის მონაწილეებს სერთიფიკატები და სხვა წამახალისებელი პრიზები გადაეცათ. 

USAID
Top of Page