შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

TDI-ის “მრავალფეროვნების სახეების”ვიდეო ჩვენება ქ. წნორში

14 დეკემბერი 2017 სტუდენტები უყურებენ ვიდეოებს

2017 წლის 11 დეკემბერს USAID-ის მიერ დაფინანსებული EWMI/PROLoG-ის ცნობიერების ამაღლების პროექტის „მრავალფეროვნებისა და ინტერ-რელიგიური დიალოგის ხელშეწყობა, უმცირესობებისა და ქალების გაძლიერება“ ფარგლებში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) ჩაატარა კინოჩვენება წნორში, კახეთის რეგიონში. აღნიშნული ვიდეოები ასახავს და მხარს უჭერს საქართველოში რელიგიურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებას.

პრეზენტაციისას TDI-მ წარმოადგინა სამი დოკუმენტური ვიდეო. პირველი ვიდეო გვიამბობს მუსლიმი გოგოს ჰურიეს შესახებ, რომელიც წარმოშობით მაღალმთიან აჭარიდან არის. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მიმართულებით მაგისტრატურაზე სწავლობს, უნივერსიტეტი (ბაკალავრიატი) კი თურქეთში დაამთავრა. ჰურიემ ჰიჯაბი თურქეთში თავისი ნებით, სხვისი ძალდატანების ან მოთხოვნის გარეშე დაიხურა. მას სურს განაგრძოს ჰიჯაბის ტარება, როგორც მისი რელიგიური იდენტობის ნიშნის და ასევე აგრძელებს ახალგაზრდა მუსლიმი გოგონების განათლებისთვის ბრძოლას, აყალიბებს მკითხველთა კლუბს. მეორე ვიდეო საუბრობს იეჰოვას მოწმეების შესახებ რომლებიც ბიბლიას ჟესტების ენაზე სწავლობენ. იეჰოვას მოწმეები წარმოადგენენ ერთადერთ რელიგიურ ჯგუფს, რომლებსაც მრევლთან კომუნიკაციისას ინკლუზიური მიდგომა აქვთ, ვიდეოში ასევე საუბარია დისკრიმინაციაზე რასაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან და საზოგადოებაში იეჰოვას მოწმეების პოზიტიური საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ არის მიმართული. მესამე ვიდეო "პოლონელი მღვდელი სამცხედან" მოგვითხრობს პოლონელი მღვდლის შესახებ, რომელიც სამი წელია სამცხეში ცხოვრობს და ქართულად ქადაგებს და გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს საქართველოზე. ვიდეოები წარმოდგენილია TDI-ის მრავალფეროვნების სახეების

ფარგლებში ვებ გვერდზე: TDI Facebook Images of Diversity.

წნორში ჩატარებულ ღონისძიებას 25 მოსწავლე ესწრებოდა, ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია ერთ-ერთი ვიდეოს გმირის, ჰურიე აბაშიძისა და რეჟისორის, ბესო გვენეტაძის მონაწილეობით.

USAID
Top of Page