შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

EWMI/PROLoG მხარს უჭერს საჯარო ლექციებს თავისუფალ უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების სამართლის საკითხებზე

14 დეკემბერი 2017 გურამ იმნაძე (EMC) საუბრობს საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ

29 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული EWMI/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნულმა ინსტიტუტმა რიგით მეორე საჯარო ლექცია გამართა ადამიანის უფლებების საკითხებზე. საჯარო ლექცია ეხებოდა საქართველოში ნარკო-პოლიტიკის გამოწვევებს და საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას, რომელიც საქართველოს პარლამენტში განიხილება. საჯარო ლექციის მომხსენებლები იყვნენ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები - „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები: გურამ იმნაძე (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი), დავით სუბელიანი (თეთრი ხმაურის მოძრაობა) და დავით ოთიაშვილი (ალტერნატივა ჯორჯია).

სპიკერებმა მიმოიხილეს საკანონმდებლო ინიციატივის მთავარი სიახლეები და გათვალისწინებული ცვლილებები როგორც სისხლის სამართლის კანონმდებლობის, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. დავით სუბელიანმა ისაუბრა საკანონმდებლო პაკეტის ინიცირების და საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მოლაპარაკებების პროცესზე, ხოლო დავით ოთიაშვილმა მიმოიხილა საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების ძირითადი მიმართულებები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის ის გზები, რომელსაც კანონპროექტი ითვალისწინებს. საჯარო ლექციას 20 სტუდენტი ესწრებოდა, რომლებიც აქტიურად იყვნენ დისკუსიაში ჩართულნი.

USAID
Top of Page