შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

EWMI/PROLoG მხარს უჭერს ადამიანის უფლებების სამართლის ყოველწლიურ საუნივერსიტეტო კვირეულს

14 დეკემბერი 2017 ადამიანის უფლებების სამართლის ყოველწლიური საუნივერსიტეტო კვირეული

4-11 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული EWMI/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა, ექვსი სხვა წამყვანი უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით ორგანიზება გაუწია ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულს. ადამიანის უფლებების სამართლის კვირეული ყოველწლიურად იმართება, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის - 10 დეკემბრის აღსანიშნავად და მოიცავს დისკუსიებს ადამიანის უფლებათა ადგილობრივი და საერთაშორისო საკითხების შესახებ, რომელიც აქტუალურია საქართველოს იურიდიული საზოგადოებისთვის. ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ძირითადი მიზანია ადამიანის უფლებათა საკითხებზე სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებში ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით უფრო აქტიური აკადემიური დისკუსიების წახალისება.

კვირეულის ფარგლებში მონაწილე უნივერსიტეტებმა გამართეს საჯარო ლექციები და დისკუსიები ადამიანის უფლებების სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის სესიები 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელოვან საკითხებზე, კვლევის „დანაშაულის პროვოცირების აკრძალვა“ შედეგების პრეზენტაცია და ასევე გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში წარდგენილი ჩრდილოვანი ანგარიშის პრეზენტაცია.  პროფესორმა ბრიჯიტ არიმონდმა, PROLoG-ის პარტნიორი ნორსვესტერნის უნივერსიტეტიდან (აშშ) მონაწილეობა მიიღო რამდენიმე დისკუსიაში, რომელიც ეხებოდა ქალთა შევიწროვების საკანონმდებლო რეგულირებას და ასევე საუნივერსიტეტო სამართლის კლინიკების როლს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში ასევე მოხდა ანა დოლიძის სახელმძღვანელოს „აკადემიური წერა სამართალში“ პრეზენტაცია და გაიმართა მრავალი საინტერესო ღონისძიება.

კვირეულის დახურვის ცერემონია საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა, სადაც უნივერსიტეტების მიერ შერჩეული წლის ადამიანის უფლებათა აქტივისტი დააჯილდოვეს, რომელიც შეირჩა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით 2017 წელს განხორციელებული განსაკუთრებული წვლილისთვის. აღნიშნული ჯილდო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარეს ანა ნაცვლიშვილს გადაეცა.

USAID
Top of Page