შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

EWMI/PROLoG-ი მხარს უჭერს ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესებას ცენტრსა და რეგიონებს შორის

11 დეკემბერი 2017 მარცხნიდან მარჯვნივ:  ნინო ჟვანია, აღმასრულებელი დირექტორი, NCCE; გიორგი ჩხეიძე, პროგრამის ხელმძღვანელი, USAID/PROLoG; ნატალია ჯალიაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი;  ლორა ბერგერი, დირექტორის მოვალეობის

2017 წლის 7 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული EWMI/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა (NCCE) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან (შემდგომში „სამდივნო“) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ შედეგების პრეზენტაცია გამართა.

პროექტი მხარს უჭერს სამდივნოს რეგიონებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ მიდგომებზე, სტრატეგიასა და განვითარებაზე ინფორმაციის მიწოდებაში, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე კეთდება.

2017 წლის თებერვლიდან დაწყებული, NCCE-მ საქართველოს რეგიონებში სამდივნოს, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების, აგრეთვე ადგილობრივი აქტიორების მონაწილეობით 15 საინფორმაციო შეხვედრის, დისკუსიის, ინტერვიუსა და სატელევიზიო პროგრამის ინიცირება და ორგანიზება მოახდინა. დისკუსიები ეხებოდა ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ასახულ საკითხებს. ისინი მორგებული იყო ადგილობრივ ინტერესებსა და საჭიროებებზე, რაც NCCE-ს მიერ ადგილობრივი დაინტერესებული პირების კვლევის საშუალებით წინასწარ იქნა შესწავლილი.   

შეხვედრის დროს მონაწილეებმა და მოწვეულმა სპიკერებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ამ შეხვედრების საშუალებით ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა რეგიონებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, რაც მთავრობის წარმომადგენლებს  ადგილობრივი მოსაზრებების, გამოწვევების, გამოცდილებისა და მიღწევების შესახებ  სრული სურათის შექმნაში ეხმარებოდათ. ამავდროულად, პროექტის აქტივობების დახმარებით მოხდა მეტი ინფორმაციის მიწოდება რეგიონებისთვის კანონის უზენაესობის და განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ.

ადამიანის უფლებათა საკითხების მიმართ რეგიონების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ განისაზღვროს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს შორის თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის ახალი ფორმები.

USAID
Top of Page