შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

EWMI/PROLoG-ი საკორპორაციო სამართალში მოსამართლეთა პილოტურ ტრენინგს უჭერს მხარს

06 დეკემბერი 2017 პილოტური ტრენინგი მოსამართლეებისთვის საკორპორაციო სამართალში

EWMI/PROLoG-მა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერაა დაფინანსებული, იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში ორგანიზება გაუკეთა სამ ტრენინგს საკოპორაციო სამართალსა და კორპორატიულ მმართველობაზე საქართველოსა და ევროკავშირში. მოსამართლე-ტრენერების მიერ ჩატარებული ტრენინგის მიზანი იყო იმ კურსის პილოტირება, რომელიც PROLoG-ისა და GIZ-ის მიერ დაქირავებული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ იქნა შემუშავებული.

ეს სამდღიანი პილოტური პროგრამა კურსის შემუშავების ბოლო ეტაპი იყო. პირველ ეტაპზე PROLoG-ისა და GIZ-ის მხარდაჭერით საკორპორაციო სამართლის კურსის შემუშავება და მოსამართლეთა ტრენინგები განხორციელდა. მეორე ეტაპის მიმდინარეობისას PROLoG-ისა და GIZ-ის მიერ მოხდა მოსამართლე-ტრენერების შერჩევა და იმ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით ტრენერთა ტრენინგის ჩატარება, რომლებმაც კურსი შეიმუშავეს. საბოლოო ეტაპზე, მოსამართლე-ტრენერებმა კოლეგებისთვის პირველად ჩაატარეს ტრენინგი, რითაც საკორპორაციო სამართლის კურსის პილოტირება მოხდა.

ტრენინგებში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა სასამართლოს დაახლოებით ოცმა მოსამართლემ მიიღო. საკორპორაციო სამართლის შესახებ კურსი იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურიკულუმის ნაწილი იქნება.

USAID
Top of Page