შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

PROLoG-ის მხარდაჭერით ჩატარდა EHRAC-ის მესამე ტრენინგი

01 დეკემბერი 2017 EHRAC-ის ექსპერტები პრეზენტაციისას

2017 წლის 28-30 ნოემბერს USAID-PROLoG-ის მიერ დაფინანსებული მენტორობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც განკუთვნილია იურიდიული დახმარების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატთათვის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრის (EHRAC) წარმომადგენლებმა 3 დღიანი ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგი ემსახურებოდა იურიდიული დახმარების განმახორციელებელი იურისტების უნარების გაძლიერებას რათა მათ უკეთ შეძლონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECtHR) სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქმეების წარმოება. აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა თბილისში, სასტუმრო ჰოლიდეი ინში და ძირითადად მოწმეთა ჩვენებების განხილვაზე იყო ფოკუსირებული.

მენტორობის პროგრამის მესამე ტრენინგზე, ექსპერტებმა და ტრენინგის მონაწილეებმა მიმოიხილეს მათ მიერ EHRAC-ის წინა ტრენინგზე განაწილებული ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საქმეები და გააკეთეს პრეზენტაციები, ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ მოახდინეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შესაბამისი სამართლებრივი საშუალებების იდენტიფიცირება. ამჯერად ტრენინგის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ინდივიდუალური იურიდიული კლინიკები, რომლის ფარგლებში მუშაობის შესაძლებლობაც მიეცა თითოეულ ორგანიზაციას, სადაც მათ განიხილეს მიმდინარე საქმეები EHRAC-ის წარმომადგენლებთან ერთად და მიიღეს რჩევები და რეკომენდაციები. ტრენინგის დასასრულს ექსპერტებმა იურისტებს სპეციალური სავარჯიშოები მისცეს შემდგომი ტრენინგისთვის მოსამზადებლად, რომელიც სავარაუდოთ ივნისში ჩატარდება.

USAID
Top of Page