შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

EWMI/PROLoG მხარს უჭერს აკადემიურ კონფერენციას 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ

07 ნოემბერი 2017 გიორგი ჩხეიძე, EWMI/PROLoG ხელმძღვანელი საუბრობს პროექტის ჩართულობაზე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში

3 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული EWMI/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა ორგანიზება გაუწია აკადემიურ კონფერენციას საქართველოს 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ. კონფერენცია ეძღვნებოდა იმ სადავო საკითხებს, რომლებმაც ყველაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებაში.   კონფერენციაზე განხილული საკითხები მოიცავდა მართლმსაჯულების სისტემისა და საკონსტიტუციო კონტროლის ახალ მოწესრიგებას, განახლებულ ადამიანის უფლებათა თავს კონსტიტუციაში და საარჩევნო სისტემის, პარლამენტის როლისა და ძალთა ბალანსის საკითხებს. კონფერენციაზე მომხსენებლებს შორის იყვნენ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები კონსტანტინე ვარძელაშვილი და ქეთევან ერემაძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი - ნაზი ჯანეზაშვილი, ასევე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები ვახუშტი მენაბდე და ვახტანგ ხმალაძე. კონფერენციას 70-ზე მეტი სტუდენტი და სამართლის პროფესორი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები ესწრებოდნენ. დამსწრეები აქტიურად ჩაერთნენ კონსტიტუციის პრობლემური მუხლებისა და მათი პრაქტიკული შედეგების განხილვაში.  

USAID
Top of Page